შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით მარიამს


18-08-2015, 14:05
ავტორი Ssarua98
ნანახია 1 782

კაშკაშა გაზაფხულის დღე… ისმის ჩიტების ჭიკჭიკი. მეც ნელ-ნელა ხმას ვუყოლებ მათ საამურ გალობას, ვტკბები ბუნებით, მაგრამ ყველაზე აღმაფრთოვანებელი რამ,რაც ჩემს თავს ხდება არის ის, რომ ის ჩემს გვერდითაა. დიახ ის, ვის გარეშეც სიცოცხლე არ შემეძლო.მისი თვალები მზის შუქზე უფრო ელვარე და ლამაზია. ჩვენ ვსეირნობთ, ნელ-ნელა მივდივართ… ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია, ვტკბები ყოველი წუთით, ყოველი წამით. მინდა, რომ ეს მომენტი სამარადისოდ გაიწელოს. ვიცი, ეს დრო მალე გაივლის. ისევ მარტო დავრჩები, მაგრამ ეს ხომ სულ ერთია. ამ ფიქრებში ვარ გართული, მივდივარ, როცა უეცრად:- -მეძახის ის. მეც, რა თქმა უნდა, მივყვები. მივდივართ, დავსხედით საქანელაზე, მან თავი მხარზე დამადო, მინდა მეც იგივე გავაკეთო, მაგრამ მეშინია. მეშინია და თვითონაც არ ვიცი რისი. მინდა, რომ მის ბრინჯაოსფერ თმებს ხელი გადავუსვა … ილუზიებია… ილუზიებია უბრალოდ. ქარმა დაიზუზუნა, მე კი ის გავიგონე, რისი გაგონებაც უკვე დიდი ხანია მინდა. უეცრად გავშრი, მოხდა ის, რასაც ადრე ვერასოდეს დავიჯერებდი. მან სრული სერიოზულობით გაიმეორა:”შენთან ვარ სულ შენთან ვიქნები !” არანაირი ქარი არ ზუზუნებდა, ზუსტად დავინახე როგორ ამოძრავდნენ მისი ტუჩები და როგორ წარმოთქვეს ეს სიტყვები, რომლებიც საკამრისი იყო იმისათვის, რომ სულ რაღაც ორ წამში ყველაზე ბედნეირ ადამიანად ვქცეულიყავი მთელს დედამიწაზე. გავიდა წუთი, ერთი, ორი, სამი… კვლავ მომესმა ხმა: მომენატრე, შენ ? მე მომინდა მეპასუხა, მაგრამ ვერ შევძელი. თუმცა მან ხომ ისედაც იცის, თუ რა ძლეირ მიყვარს და მენატრება და რომ მისთვის დაუფიქრებლად გავწირავდი სიცოცხლეს. ჩვენ ვაგრძელებთ სეირნობას, მივდივართ, მივდივართ… უცებ ის ჩემი მხედველობის არიდან იკარგება. შემდეგ ვხედავ, როგორ მიუყვება გვირაბს, საიდანაც უკუნი სიბნელე მოჩანს. მინდა გავიქცე,მინდა ვიყვირო, მაგრამ არ შემიძლია, ჩემს თავს ვერ ვიმორჩილებ… და ამ დროს რეკს მაღვიძარა და ვაანალიზებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო ...ყველაზე საშინელი სიზმარი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent