შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...(მე მეზიზღება ამ ქალაქის)


19-08-2015, 23:58
ავტორი Anna)))
ნანახია 2 154

მე მეზიზღება ამ ქალაქის ყველა ქუჩა და პროსპექტი, ამ ქალაქის თითოეული მილიმეტრი , თითოეული ცოცხალი და არაცოცხალი არსება .
მე მეზიზღება თითოეული წუთი, რომელიც ამ ქალაქთან მაკავშირებს,თითოეული გრძნობა და მოგონება .
მე მეზიზღება ბავშვობის (არამარტო ბავშვობის) ყველა დღე ,რომელიც ამ ქალაქში გამითენდა და დამიღამდა, ანუ 18 ჯერ 365 (ან ცოტა ნაკლები) დღე მეზიზღება.
მე მეზიზღება სიყვარული ,რომელიც ამ ქალაქში განვიცადე და ამ ოთხ იისფერ კედელს შორის დავასაფლავე.
მე მეზიზღება ამ ქალაქის ყველა ქუჩა ,სადაც ჩემს "ერთგულ " ადამიანებთან ერთად დავდიოდი , ვიცინოდი და ვღიღინებდი.
***
დაუფასებელი გრძნობები.
ათას შვიდას ოცდა ორჯერ სულში ჩაფურთხება.
გადათელილი ოცნებები.
ხმის იოგების ჩაწყვეტით ნათქვამი : "მიყვარხარ" , "ნუ წახვალ" , "მჭირდები".
სახეში რომ გიყურებენ და მშვიდი ტონით ამბობენ : "გიღალატე და წავედი" , მუხლებზე დაცემა და ჩუმად ,მაგრამ მაინც ბოლო ხმაზე ყვირილი.
სიყვარული ,რომელმაც ყველა ნერვი გაიყოლა, ყველა ღირებულება, ყოველგვარი ხალისი.
ათას სამასი ნაბი*ვარი ,რომლებმაც არც ერთი გრძნობა , არც ერთი ნერვის გატოკება, არც ერთი თანადგომა,ზღვა ოდენობით სითბო და სიყვარული არ დააფასეს და ფეხებზე დაიკიდეს .
ოცნება ,რომელსაც გაუხუნდა ფერი და დაეკარგა ფასი.
ტკივილი,რომელიც ჩემშია ,შენშია ,მასშია და ვერა და ვერ გვანებებს თავს.
გაღიმებული,ტკივილიანი მზერით ნათქვამი "კარგად ვარ" ან "ყველაფერი კარგად იქნება".
აკანკალებული მუხლებით სიარული,დღე და ღამ აკვიატებული ,სენტიმენტალური მუსიკის მოსმენა.
არ ვარ კარგად , მეტიც, ისე ცუდად ვარ რომ ცუდად ყოფნის ყველა ზღვარს ვცდები. დავდივარ იმ ქალაქის მტვრიან ქუჩაში, რომელიც მეზიზღება და მელნიანი თითებით ვწერ ამ სისულელეს.

ფეხებზე ,რომ კილომეტრების იქით ვიღაც შეიძლება იჯდეს ,ეწეოდეს , მაგარ უშაქრო ყავას სვამდეს და იხსენებდეს ჩემს თაფლისფერ წყლიან თვალებს ,რომლებიც მის წინ ცრემლებით დავისველე.
ისიც ფეხებზე ,რომ ახლა ამ იისფერ კედლებში ვზივარ და შავ-თეთრად მეჩვენება ყველაფერი.
ფეხებზე ბედნიერებაც ,რომელსაც ზედიზედ რამდენიმე თვე განვიცდიდი ,მაინც არ მინდა აღარაფრის გახსენება.
ვზივარ და ვცდილობ ამოვახველო ყველა ის სუნთქვისშემკვრელი ტკივილი ,რომელიც გულიდან სწრაფი ცირკულაციით მოივლის სისხლს და ისევ დამპალ გულს უბრუნდება .
ვზივარ და მინდა დედაჩემის დღემუდამ ცრემლიან , თაფლისფერ თვალებს ვხედავდე, თბილ ხელებს ვეფერებოდე ,მერე მივიდე კალთაში ჩავრგო თავი ,ვიტირო და 12 წლის ბავშვივით ბოლო ხმაზე ვკიოდე : დედა ხელი შემაშველე, ცუდად ვარ-მეთქი.
***
და მაინც... რამდენი დაუფასებელი გრძნობა , რამდენი სულში ჩაფურთხება ,რამდენი დამპალი მოგონება მიტივტივდება თავში...
*
მე მეზიზღება ამ ქალაქის ყველა პროსპექტი,ქუჩა და ზოგადად ამ ქალაქის თითოეული მილიმეტრი, ახლა ,როდესაც გონებაშეშლილი ვამართლებ ჩემში ყველა სენტიმენტს...
ანა ზეიკიძე 19.08.15



№1  offline წევრი annabelle

სრული ნოკ-აუტი :ო შოკშო ვარ/ ძაან მაგარია...

 


№2  offline წევრი Anna)))

annabelle
სრული ნოკ-აუტი :ო შოკშო ვარ/ ძაან მაგარია...

მადლობა :*:*
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი Svvaaaniii

ძალიან მაგარია <3 პირველად წავიკითხე შენი ჩანახატი და სხვებსაც აუცილებლად წავიკითხავ დარწმუნებული ვარ იმედენად მომეწონა <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№4  offline წევრი Anna)))

Svvaaaniii
ძალიან მაგარია <3 პირველად წავიკითხე შენი ჩანახატი და სხვებსაც აუცილებლად წავიკითხავ დარწმუნებული ვარ იმედენად მომეწონა <3

დიდი მადლობა ♥ მიდევს აქ ჩემი ჩანახატები :*
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent