შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული?


24-08-2015, 00:14
ავტორი qinqladze
ნანახია 4 224

რა არის სიყვარული??? ალბათ გაგჩენიათ ეს კითხვა. კითხვა, რომელსაც ყველა თავისებურად პასუხობს. ზოგი (მათ შორის მეცნიერებიც) თვლიან, რომ სიყვარული აბსტრაქტული მცნებაა. ზოგი კი ფიქრობს, რომ ის იმდენად რეალურია შეუძლიათ ხელები მაგრად მოხვიონ და გულში ისე ჩაიკრან, რომ მათი დაშორება ვეღარავინ შეძლოს. ასევე ორად იყოფა საზოგადოების აზრი სიყვარულის არსზე: ერთნი ამბობენ სიყვარული ერთი ნახვით, ერთ წამში მოდის და როცა „მას“ დაინახავ რაღაც უჩვეულოსა და მანამდე გამოუცდელს აუცილებლად იგრძნობო. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ზემოთხსენებული განცდენი მხოლო თვალით აღქმულს, მოწონებას ნიშნავს. ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული კი მაშინ გსტუმრობს, როცა იმ ერთის გამო შეგიძლია ყველაფერზე უარი თქვა, როცა უმისოდ სუნთქვაც კი გიჭირს და ამ სიცარიელეს ვერავინ და ვერაფერი გვსებს მხოლოდ „ის“. როცა შენს „მიყვარხარ“-ს შეფაკლულ ლოყებსა და მორცხვ, მგრძნობიარე ღიმილს შეაგებებს, როცა მისი ერთი კოცნისთვის სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად გაიღებდი.
ალბათ წაგკითხავთ ზღაპრები. ფერადი სიუჟეტით, ბევრი ღიმილითა და ბედნიერი დასასრულით მოხატული ლამაზი ზღაპრები. იქნებ მართლა არსებობდნენ სუფთა, სპეტაკი სულის გოგონები და ღირსეული, ერთგული „კაცენი“, რომელთა დახასიათებისას კაცურის დამატება ნამდვილად ზედმეტი იყო. რომლებიც დროს იმაზე ფიქრში არ ხარჯავდნენ როგორ გაეყიდათ ბავშვობის მეგობარი, ანდა როგორ დაეკერათ მორიგი, მეხუთე თუ მეექვსე გოგო... და მაინც რა არის სიყვარული??? რა უნდა დაიმსახურო თუ ერთი გიმილიც კმარა რომ ეს დიდი საჩუქარი მიიღო?! ამას ვერც მე და ვერც სხვა ვერ აგიხსნით. ამის გადმოცემა ხომ უბადრული, გაცვეთილი სიტყვებით შეუძლებელია.უბრალოდ მოდით გვჯეროდეს ამ უდიდესი წყალობის არსებობა და იმედია ოდესმე ყველას გვექნება პატივი ის შევიგრძნოთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent