შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაავადება


26-08-2015, 17:51
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 504

გავცივდი.
ალბათ, ორპირი სევდის ბრალია ისევ.
მოგონებები შემეყარა და ამ ჯერზე არც ცრემლებმა უშველა და არც ლიმნიანმა ჩაიმ. კაცმა რომ თქვას, მიჩვეული კი ვარ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა. ერთი და იგივე სიმპტომები, ერთი და იგივე მკურნალობა... რაღაც ქრონიკული მჭირს, ალბათ. ან უარესი.
იცით, ყველაზე ცუდი რა არის? ის, რომ ვიცი, სინამდვილეში, როგორ უნდა ვიმკურნალო, მაგრამ ათასი სხვა საშუალებით ვცდილობ ამის გაკეთებას. ყველაზე ხანგრძლივად თავის მოტყუება შველის. ხანგრძლივად, მაგრამ არა - სამუდამოდ. სინამდვილეში, ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ საავადმყოფოში ვეღარაფრით დამეხმარებიან. უნდა ავდგე ამ გულისრევამდე შეჩვეული საწოლიდან და გამოვიჯახუნო ამ სისუსტით, მოჩვენებითი იმედით და კიდევ ათასი სისაძაგლით გაჟღენთილი პალატის დაჟანგული კარი.
მერე, იქნებ, რაღაც მართლა გამოსწორდეს. მერე, იქნებ, ვისწავლო სინამდვილის დანახვა. იქნებ, საკუთარი თავიც დავინახო ერთ დღეს. ზუსტად ისეთი უაზრო, არაფრის მაქნისი და მარტოსული, როგორიც სინამდვილეში ვარ. იქნებ, მივხვდე, რომ ყველაფერი აღარასდროს იქნება ძალიან კარგად, რომ ვერ დავბრუნდები წარსულში, რომ არც უნდა მინდოდეს წარსულში დაბრუნება. ახლა რას ვაკეთებ? ახლა მთელი გულმოდგინებით ვაშენებ სქელ კედელს ჩემ წინ, რომ ვერაფრით დავინახო მომავალი. ახლა მთელი არსებით უკან ვარ მიტრიალებული და ვცდილობ, წარსულიდან ავაწყო აწმყო. დასასრულს მოქნილად ვაბიჯებ საკმაოდ დიდ ნაბიჯს და იმ ამბავში ვიქექები, ოდესღაც „ბედნიერება“ რომ ერქვა. ჩემმა მეორე, მესამე და კიდევ ათას ორას ორმოცდაშვიდივე მე-მ იცის, რომ უნდა დავამთავრო, მაგრამ ის ერთია მაინცდამაინც უღმერთოდ ჯიუტი.
ცუდი პაციენტი არ ვარ. ყველაფერს დანიშნულებისამებრ ვასრულებ. დღეში სამჯერ წერტილდასმულ სიყვარულს ვუშვებ ვენებში. იქამდე ყავლგასული ბედნიერებით ვიზელ გადასერილ მაჯებს და ყოველ დღე, გამონაკლისის გარეშე, დილა-საღამოს ვიღებ არაფრისგან გამოძერწილ იმედის ტაბლეტებს. ერთადერთი, რისიც მეშინია, ცვლილებებია. ამიტომ არ მივდივარ აქედან. აქ არასდროს გამომიწერენ ცვლილებებს. სხვაგან - აუცილებლად. ამოტუმბავენ მთელ სიცარიელეს და გამჭყიპავენ ცვლილებებით. წლობით უნდა ვიწვე კათეტერშეერთებული და ველოდო, როდის დაიცლება წვეთოვანი. არ მინდა.
მომბეზრდა-მეთქი ყველაფერი, რომ გითხარით, არ ვიყავი მართალი. სწორი, შეიძლება, მაგრამ გულწრფელი არ ვიყავი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ველოდები რაღაცას. ველოდები, რომ შემოვა კარში და ახალ ვაქცინას შემოიტანს, შემიყვანს ვენაში და ცოტა ხნით დავიძინებ. გაღვიძებისას კი ყველაფერი კარგად...
ჯანდაბა! არაფერი არ იქნება კარგად. ჰოდა ერთ დღესაც მიპოვნიან ემოციებდაწყვეტილს, საკუთარ არარსებობაში ჩამხრჩვალს. ერთ დღესაც...
ყველა ნერვს სათითაოდ დავიწყვეტდი, რომ არ მეზარებოდეს.



№1  offline წევრი სანდრა

ემოციების დიდი, ძალიან დიდი ნაკადი მივიღე. გავიჟღინთე, გავიბერე, გავოცდი. ყოჩაღ!

 


№2  offline წევრი Ignifex

ძალიან მაგარი რაღაც იყო. ბრავო!
ფანტაზიის უნარი გაქვს დაუშრეტელი. გადმოცემისაც,წერისაც და კიდევ ბევრი რამის,ყოჩაღ!❤

 


№3  offline წევრი maridb

აუუ კარგია ძალიან მომეწონა, გულში ჩამწვდა <3:* love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

იიიმდენი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ვერც წარმოიდგენთ ❤❤

 


№5  offline წევრი Красотка

ჩემი ფორთოხალი *-* ჩემი თეო, უმაგრესი იყო! გულში ჩამწვდომი,რეალური, და.. მართლაც სათითაოდ დავიგლეჯდი ყველა ნერვს რომ არ მეზარებოდეს. ბრავო! love

 


№6  offline მოდერი malena

წერილებით დავიწყე, ამ ჩანახატით დავამთავრე, აღარ იყო მეტი... ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მგონი მთლად დალაგებული არ უნდა იყო და ისე მინდა შენისთანებით იყოს სავსე ეს ქვეყანა...
ველი შემდეგს, დაუსრულებლად შემიძლია გიკითხო.

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

Красотка
ჩემი ფორთოხალი *-* ჩემი თეო, უმაგრესი იყო! გულში ჩამწვდომი,რეალური, და.. მართლაც სათითაოდ დავიგლეჯდი ყველა ნერვს რომ არ მეზარებოდეს. ბრავო! love

მადლობა მადლობა მადლობა <3

malena
წერილებით დავიწყე, ამ ჩანახატით დავამთავრე, აღარ იყო მეტი... ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მგონი მთლად დალაგებული არ უნდა იყო და ისე მინდა შენისთანებით იყოს სავსე ეს ქვეყანა...
ველი შემდეგს, დაუსრულებლად შემიძლია გიკითხო.

ჩემს დაულაგებლობაზე მეც მიფიქრია და დაგეთანხმები ალბათ :დდ
ძაალიან მიხარია, რომ მკითხულობ და მოგწონს ♥♥

 


№8  offline ადმინი შამანი

თეო,აკი გითხარი მეშინია შენს ჩანახატებში იმას არ გადავაწყდე,რასაც გავურბივარ-მეთქი.
ხო, ეს ნამდვილად ისაა...
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent