„ცხოვრება მშვენიერია“
*-* ჩემი პირველი სიახლე, ამ არაჩვეულებრივ გვერდზე. რომ გითხრათ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ სიახლის დადება ჩემმა არაჩვეულებრივმა "ფორთოხალმა" გადამაწყვეტინა, მადლობა მას პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ადამიანია. ჰოომ..და გულის სიღრმეში მაინც მაქვს რაღაცის იმედი.. --------------------------------------- „ცხოვრება მშვენიერია“ მის სუნთქვას ყოველ დღე ვგრძობდი,მის გულის ცემას.. მერე რა, რომ არ იყო ჩემთან ახლოს, მერე რა.. რომ მის თითებზე სხვას შეეძლო უაზროდ ბოდიალი.. მე ხომ ვიცოდი, რომ გული სუფთა მქონდა,წრფელი,სიყვარულით გაჯერებული, და უფრო ღრმა გრძნობითაც კი.. რომ სცოდნოდა როგორ მიყვარდა, რომ სცოდნოდა როგორ განვიცდიდი, რომ სცოდნოდა როგორც ვგრძნობდი მის თითოეულ მოქმედებას,კარგს თუ ცუდს, ნაზს თუ უხეშს. რომ სცოდნოდა როგორ მტკიოდა მისი თვალები, სხვისკენ შემხედვარე რომ იყვნენ მიმართული.. ნეტავ სცოდნოდა, ალბათ აღარ მატკენდა ამდენს! ყოველ წუთს,ყოველ წამს, მის გარშემო ტრიალებდა მთელი სამყარო. ვოცნებობდი,ვწერდი,ვთხზავდი. ვიძინებდი მასზე ფიქრში და ვათენებდი მასზე ოცნებით. რამდენჯერ გამიზიარებია დარდი მთვარესთან, რამდენჯერ დამიღვრია წმინდა ცრემლი ღამე. რამდენჯერ.. მითხარი, რამდენჯერ მიგვრძვნია დარდი,ტკივილი და სევდა მის გამო.. მის გამო, რომლის მოფერებაც სხვას შეეძლო, სხვას.. რომელსაც მის გამო არც კი უოცნებია, არც კი ჰყვარებია. როგორ მინდოდა ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის ისეთი თბილი თვალებით, რომლითაც სხვას უმზერდა. მითხარი.. რატომ მაკლდა ის ასე ძალიან მაშინ, როდესაც გვერდით ძალიან ბევრი მყავდა.. მითხარი, რატომ მიმატოვა ყვლამ მაშინ, როდესაც მისი სიყვარული დავიწყე. მისთვის ბრძოლა.. მისთვის სიცოცხლე.. რამდენჯერ დაუსველებია ჩემს ცრემლს თბილი ბალიში, რამდენჯერ დამიმალავს დარდი და ბედნიერების ნიღაბს ამოვფარებულვარ.. მხოლოდ იმიტომ, რომ მეშინოდა.. მეშინოდა დანარჩენებსაც ისე არ მივეტოვებინ, როგორც სხვებმა მიმატოვეს.. მიმატოვეს იმისთვის რომ შევცოდე, იმიტომ რომ შემიყვარდა.. ჰო, ეს სიყვარული მართლაც ცოდვა ყოფილა, ცოდვა რომლის გამოც ათასი წელი ჯოჯოხეთში ვიტანჯებოდი, ცოდვა.. რომლის გამოც სხვებს ვატკინე, მას კი ეს უბრალოდ ფეხებზე ეკიდა.. სასაცილოა არა?! მე სულაც არ მეცინება, არ მეცინება იმიტომ, რომ ცხოვრება მწარეა, ცხოვრება დაუნდობელია, ერთი, სულ რაღაც ერთი პატარა არასწორი ნაბიჯი და განწირული ხარ.. ამ დამპალ ქვეყანაში დღეს აღარავინ გპატიობს, აღარავის სჭირდები შენი გაუთავებელი პრობლემებით, და იცით რატომ? იმიტომ, რომ ადრე საკმარისად კარგად ვერ მოექეცით, ადრე.. არ იცოდით საკუთარი თავის ფასი.. ახლა კი, ყველამ გაგთელათ, აღარავის სჭირდებით სიყვარულით დაბინძურებული, წრფელი გრძნობით დაბინძურებული, ისეთი როგორიც სინამდვილეში ხართ. არავინ იცის, რომ მეც მაქვს გული, გული, რომელსაც ამდენი რამის გადატანა მოუხდა, ჯერ კიდევ მცირე ასაკში. გული, რომელიც ნაწილებად დაგლიჯეს, შემდეგ კი ღორებს მიუგდეს საჯიჯგნად. მჯერა, ჯერ კიდევ მჯერა ნამდვილი სიყვარულის, რომელიც მუდამ ცოცხლობს და არასდროს კვდება. ზაფხული ზამთარმა შეცვალა, სიყარული სიძულვილმა, ბედნიერება მწუხარებამ, და მაინც, ცხოვრება ხომ მშვენიერია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.