შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები


29-08-2015, 07:31
ავტორი მ.გ
ნანახია 1 865

შემოდგომის ბოლო დღეს, ცივი სუსხიანი ქარი ართობს არემარეს. ირგვლივ სამარისებულ სიჩუმეს ბოროტად დაუსადგურებია.
სასაფლაოზე მარტოს, თითქოს და გესმის იქ მწოლიარე გვამების ენა, თითქოს და გესმის, როგორ ყვებიან თავიანთ ამბავს უხმოდ…
გოგონა თეთრ ვარდებს საყვარლის საფლავზე აწყობს. ბიჭი ახლა, რომ სხვა გვამებს ელაპარაკება. -ნახეთ, ნახეთ ჩემს გამო სად მოსულა... ნუთუ ასე ვყვარებივარ ?.. -ნუთუ?... (ჩუმად ჩაილაპარაკა აქვითინებულმა გოგომ). გოგონა შემოსილი შავებში და ხელში საყვარლისთვის გაწვდილი ვარდით ... -ნუთუ, მართლა დამიტოვე ამხელა სევდა... ამდენი მოგონება და სიზმრები, შენი უბიწო სახე სულ თვალწინ მიდგას, ხელს ვიშვერ მოსაფერებლად, კიდევ ერთხელ შესაგრძნობლად, რომ ხარ! იმედს მიჩენს ეს მოლანდება, რომ ხარ! თუნდაც წამით! -ვაი!- ხელის შეხებაზე ლანდი მტვერივით იფანტება , მტვერივით და ჩემი ფიქრებივით თავში რომ მიტრიალებს და მოსვენებას არ მაძლევვს. ბოლო ხმაზე ვიყვირებდი... ჩემში მობინადრე არსებას, რომ არ შეშინებოდა. მეშინოდა შენგან დარჩენილი გოგონა არ დამეფრთხო. ღმერთო, განა გიღირდა ჩემი ასე დასჯა?!
აქამდე გაუჩერებლად მოლაპარაკე სულები სდუმდნენ. გოგო კი ტირის, ღმერთს ევედრება უკურნებელი სენის მორჩენას, თუმცაღა ხვდება ამაოებას, თითქოსდა ბედს ემორჩილებაო...
საფლავის ქვაზე მიყრდნობილი და ემოციებისგან დაღლილი, სუსტი ხელებით და დიდი ბროწეულისფერი ტუჩებით ეფერება და კოცნის საფლავის ქვას.
ბიჭის სული ღმერთს ეჩურჩულებდა: -ღმერთო, რას არ გავიღებდი ეს მარგალიტებივით მოციმციმე ცრემლები, მისი ლოყებიდან,ნიკაპიდან და ღაწვებიდან თუნდაც უკანასკნელად ტუჩებით, რომ შემემშრალებინაო. (ცრემლები კი ლამობდნენ, ზეიმობდნენ გოგონას ლამაზი სახის შეხებას).
რას ხედავს გოგო, უეცრად სასწაული ევლინება ტანჯულს, მარტოდ-მარტო მოხეტიალეს ამ მდუმარესავით ადგილზე. ღმერთს მისი ნახვის ღირსი გაუხდია და უთქვამს: -საფლავზე მოსულს, გულმხურვალედ მლოცველს, ნუთუ მხოლოდ შენ გყვარებია და მე იგი წამირთმევია? მარტო დამიტოვებიხარ ამ სამყაროში, ჯერ არ დაბადებულ შვილთან ერთად. ამ სამყაროში: სიკვდილის, ბოროტებისა და სულ ოდნავი სიყვარულით სავსეში.. აჰა, გჩუქნი ამ მკვდარს და მის სულს. შენია... შენი... ხოლო, წლების შემდეგ ისევ მე გიხმობთ ჩემ სამოთხეში!... -იგი გაუჩინარდა. გოგო კი ჩუმად იდგა. ჯერ გონზე ვერ მოსულა, ვერ მიმხვდარა რა მოხდა და ვერ გაეცნობიერებინა თვით ღმერთმა მას რა უთხრა...
ღმერთმა, ახლა მკვდარს მიაკითხა და უთხრა: -გჯეროდეს ჩემი და გქონდეს რწმენა, რომ დაგიფარავ სამარის კართან, რომ შეგიბრალებ, რომ მოგიტევებ იმას, რომ ასე გაწამა ბედმა. შენ ეწეოდი მძიმე ცხოვრებას. შენ ამტკიცებდი კაცის რაობას. შენ აბოლებდი ამ შენ ცხოვრებას. არც კი ფიქრობდი რა იქნებოდა ჩემთან შეხვედრა სამარის კართან?! ახლა კი წევხარ გაქვავებული. სიბნელეში, ხელებს მდუმარედ ილაგებ გულზე და ახლა ითხოვ სინათლეს სულში?!.. შენ ის პატარა ის მიატოვე, სადაც სციოდა, სადაც შიოდა, რბიოდა, სადაც სიკვდილი მასთან რბიოდა, სადაც სიცოცხლე იქ მთავრდებოდა , სადაც დღემდე, რომ იქ დამჯდარიყო და შენ გდარაჯობს, ის ისევ გგლოვობს! დიდია, დიდი ამაგი მისი, რომ ცხოვრებაში გიყვარდა ვიღაც, რომ სიყვარულმა განახა რაღაც... მან შენ გასწავლა ტკივილი, გრძნობა. მან შეგაყვარა პირველად ზეცა. მოკლეა, მოკლე ეს შენი შენი ტანჯვა. განა ის მიგატოვებს ოდესმე კართან?
გოგონა ცრემლებით ასველებს საფლავს...
ბიჭის სული: -მადლობა, ღმერთო. ამ წამებისთვის, ამ წუთებისთვის და ამ გრძნობისთვის. ერთი უბრალოდ „ძაღლის“ ცხოვრება იხსენ. შენ მე მაჩუქე, დიდი ძალიან დიდი ცხოვრება ბრიყვი და „ანგელოზი“.
ქალი შავებში, ასველებს საფლავს. თეთრი ცრემლებით, შავ დასასრულზე. ჯერ ვერ მოგონდა, რომ სული მკვდრეთით აღდგა.
ღმერთი: -და შენი სული, მას უმადლოდე, რომ თვით ანგელოზმა მიიბარა...
საბრალო გოგოს თვალებში იმედი ჩაესახა. მწვანე თვალები ბედნიერების ზარმა გამოაღვიძა. უკნიდან ის სიყვარული მიეპარა და ჩაეხუტა, მოლანდებად რომ ეცხადებოდა მუდამ... გულში ანთებული ცეცხლი, მისი სურვილითა და მონატრებით ანთებული მანვე ჩაუქრო.
მალე პატარა გოგონა დიდი მწვანე თვალებით, დედასავით ლამაზი, მოევლინა ქვეყანას. უკვე ძალიან დიდი სიყვარულითა და ერთმანეთით სავსე სამყაროში... რომელიც მშობლებმა მხოლოდ მათთვის შექმნეს... შავი ჩრდილების ბრბო კი უკან მოიტოვეს... განა ღმერთს სწორედ ეს არ უნდოდა? მხოლოდ სიყვარულითა და ერთმანეთის ფასის მცოდნე ფერადი ჩრდილები ყოლოდა. განა სწორედ ეს არ იყო იმ მიცვალებულის გაღვიძების მიზეზი?..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent