სიმარტოვე
თვალებს აცეცებ, ნატკენ გულს ყურადღებას არ აქცევ კანკალით ყლაპავ ნერწყვს...სუნთქავ,წამებს ითვლი ,რაღაცეები გეჩვენება და ბოლოს მაინც ხვდები რომ მარტო ხარ...არცერთ კარს არ აღებ,გეშინია და სიბრაზე გახჩობს... იძულებ ყველას და ყველაფერს რადგან შენ არარაობად გაქციეს... იხსენებ ტკივილით მიყენებულ ყველა იმ დღესა და თვეს,თვალებიდან ცრემლები მოგორავს , შენი სუნთქვა ნელ-ნელა ხშირდება,ეცემი მიწაზე და შენთვის უცნაური ქცევებით განუზომელი სიძლიერით ხელებს ურახუნებ ცივ იატაკს.. შენი თვალები ანათებენ,შენი მე ისევ სუსტდება და ელოდები დასასრულს ... ვეღარავის ვეღარ ენდობი... ნდობით გამოწვეული ტკივილის გახსენება უფო და უფრო გთრგუნავს, სიმარტოვეში მარტოდ დარჩენილის კითხვების დასმის გეშინია რადგან იცი ამ სიჩუმიდან არავინ და არაფერი გაგცემს პასუხს... ფაზა სიყვარულის სიძულვილში გადადის,ზღვარი ბედნიერების სრულ აგონიაში,პლანეტა იმედი უიმედოდ ირაცხება,შენი სულის ნაწილი კი ჭუჭრუტანიდან გაღწევას ცდილობს... ხანდახან კივილიც მოგინდება ,ხანდახან მწარედაც იცინი, ხანდახან სასოწარკვეთის სუნი გცემს ხან კი უბრალოდ გაშტერებით უყურებ ერთ ადგილს... ასე გრძელდება ყოველი დღე და ყოველი ღამე სანამ შენ ისევ მარტო ხარ...ოთახში თუ ბაღში, სკოლაში თუ უნივერსიტეტში,სამსახურში თუ სახლში შენ მაინც მარტოობის მორევში ცურავ უსიყვარულოდ, უსიცოცხლოდ ,უაზროდ და უმიზნოდ...შენ სუნთქავ მარტო და მაინც ერთადერთი იმედი გაგრძნობინებს შენს სიცოცხლეს ,იმედი სიკვდილისა აქედან გაქცევისა და ყველაფრის თავიდან დაწყებისა... იქნებ ოდესმე მოვიდე წვიმად,იქნებ ოდესმე შემომხედო მიგრძნო გამიღიმო და მიხვდე რომ მე ისევ შენთან ვარ ...მე სიმარტოვე...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.