დახურდავებული ბედნიერება
იმ დღეს საშინლად წვიმდა.არა,ნელი და რიტმული წვიმა კი მიყვარს,მაგრამ ეს მეტისმეტად შემაშფოთებელი წვეთები იყო.მოდიოდა ღრუბლებიდან და ყველაფერს ფერს უცვლიდა.თავსხმა იყო იმ ღამით.რაფაზე ვიჯექი და ხელში ჩაის ჭიქა მეჭირა,პლედი მომეფარებინა ზურგზე და თავს ფანჯრის მინას ვაყრდნობდი.“ნეტავ შეწყდეს“-ვიმეორებდი გულში და ცხელ სითხეს უღიმღამოდ ვყლაპავდი. ერთი შეხვედვით,უფოთველად ვიჯექი,მაგრამ ვგრძნობდი,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.რა იყო ეს რაღაც ვერ ვხვდებოდი,მაგრამ გული თითქოს ცუდს მიგრძნობდა.ცდილობდი,რომ შება ცის ხედის ყურებაში მეპოვნა,მაგრამ ეს არ ხდებოდა.სად იყო მთვარე და სად ვარსკვლავები? ალბათ,იქ სადაც ჩემი ერთ დროს არსებული მხიარულება.ოპტიმიზმიც კი აღარ დამრჩა ამ ბოლო დროს. ოცდახუთი წელია,რაც თავისუფალი ქალის სტატუსით ვცხოვრობ.ზუსტად ოცდახუთი წლის წინ გავეყარე ქმარს,ქორწინებიდან სულ რაღაც ათი თვის შემდეგ.ჩვილი მეკავა ხელში,როცა ბინას ვეძებდი.მშობლები არ მყავდა,ადრე გარდამეცვალნენ.ნათესავებს კი ნამდვილად ვერ დავადგებოდი თავზე,ისედაც ბევრჯერ დამეხმარნენ და მეტ რამეს ვეღარ მოვთხოვდი. მას მერე დავხურდავდი.საკუთარი ცხოვრების დღეები,კვირები,თვეები და წლები ნაკუწებად ვაქციე,მე თუ ცხოვრებამ,არ ვიცი,მაგრამ ვაქციე.ხან ერთ კაცს ვხვდებოდი და ხან მეორეს,რამდეჯერმე სერიოზული ურთიერთობაც ვცადე,მაგრამ არაფერი გამომივიდა,ვერა და ვერ ვიპოვე ის,ვისაც ამდენი ხნის მანძილზე ვეძებდი. სიყვარული კი არ ვნებაც გამიქრა,არავისთან შეხვედრის სურვილი არ მაქვს,სახლიდან გასვლაც კი მძაგს და კანკალს მგვრის.მამაკაცის დანახვაც აღარ მინდა.ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი და ჩემი ერთადერთი იმედი,რომელიც მაინტერესებს,ჩემი ბიჭია,ჩემი ვახტანგი.ოცდახუთი წლის გახდება ამ წლის ნოემბერში ანუ სულ რაღაც ერთ თვეში.როგორ მინდა მალე დადგეს ეს დღე,დღე,რომელიც წლიდან წლამდე მაყვანინებს დროს. ისევ მესმის წვიმის ხმა,ხმა,რომელიც ჩემს გარშემო არსებულ სიჩუმეს უტიფრად არღვევს.ისე,როგორც გული მატკინა ჩემმა ერთადერთმა სიყვარულმა,ჩემმა მეუღლემ.ქალებში მიდიოდი ყოველ კვირა,კაცი ვარ და მრავალფეროვნება მჭირდებაო. -გავისეირნებ..-ღიმილით მეტყოდა ხოლმე და თავზე მაკოცებდა..რას აკეთებდა მერე? რას და მიდიოდა და სხვა ქალებს ხვდებოდა.ნამდვილი მამაკაცი ვარ და სახლში ვერ დამაბამო,მეუბნებოდა და მიდიოდა.ამას არც კი მიმალავდა.ვითმინე ვითმინე და ვეღარ მოვითმინე.ვეღარ მოვითმინე,რომ ჩემს ზეწარში შემოწვებოდა ხოლმე და სხვა ქალის სუნსაც კი არ იცილებდა,რომელსაც მთელი სხეული მძაფრად მოეცვა. კაცს,რომელიც მიყვარდა და ,რომლისთვისაც მზად ვიყავი მთელი ცხოვრება შემეწია,ის ეგამანადგურა,რომ ცხოვრების ყოველგვარი იმედი წამილეწა.ჩემში ყველაფერი ჩაახრჩო,ახლა აღარაფერი მაინტერესებს.ოცდახუთწლიანი ძიების შემდეგ,დავრწმუნდი,რომ ის ერთადერთი იყო,მის შემდეგ მსგავს ვერავის შევხვდი,ვერავინ შევიყვარე..ახლა კი ვზივარ და ვუყურებ ეულად მავალ წვეთებს.“იქნებ ისინიც ეძებენ თავიან შესაფერს“ გაშეშებული კი ვზივარ,მაგრამ ჩემთან ერთად დრო ვერ შეჩერდება.მინდა ეს მოხდეს,მაგრამ შეუძლებელს ვერ ვთხოვ ღმერთს. საათს ვუყურებ და სამი ხდება,ღამის სამი საათი.“ვახტანგი ჯერ არ დაბრუნებულა“-ჩემში დედა ისევ ცოცხლობს.ანერვიულებული ვზივარ და წვიმის წვეთთა დათვლას ამაოდ ვცდილობ. მხოლოდ წვიმის შხეფები და საათის ისრები არღვევენ ჩემს გარშემო გამეფებულ სიჩუმეს,მაგრამ მალე მათ მესამე საგანიც უერთდება.ეს ჩემი ტელეფონია. -გისმენთ-აკანკალებული ხმით ვპასუხობ უცხო ნომერს. -თქვენ ლანა ჟღენტუ ხართ?-უცხო ხმა ჩამესმის-ვახტანგის დედა?-მოპასუხის სათქმელს უფრო აზუსტებენ შიშნარევი ბგერები. -დ-ახ-დამარცვლით ვამბობ ამ ერთ სიტყვას და თავს დაბლა ვხრი. -თქვენი შვილი ავარიაში მოჰყვა,მძიმედაა დაშავებული..-ჩამესმის ხმა,რომელიც მაგიჟებს..თავი კოშმარში მგონია ტელფონს ძირს ვანარცხებ და გული მიმდის...“მას რომ რამე დაემართოს?“-გონზე მყოფი მხოლოდ ამის გაფიქრებას ვასწრებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.