ფსიქოლოგი და მწვანეთვალება გოგონა
როდესაც ღია ფერის, სივრცული ოთახისკენ შემიღეს კარი მეც არ დავაყოვნე, ზღურბლს გადავაბიჯე, ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი გაჭრილი, ფუტურო ბურთის ფორმის სკამს და კომფორტულად მოვთავსდი.... ვაღიარებ ყველაფერი ასე წარმომედგინა: შევაღებდი თეთრი ოთახის კარებს სადაც ქერათმიანი ან შავგვრემანი საშუალო ხნის ქალი დამხვდებოდა მოკლედ შეჭრილი თმით და სასიამოვნო გარეგნობით, მეტყოდა რომ კრემისფერ დივანზე ჩამოვმჯდარიყავი და რამოდენიმე წუთში დავიწყებდით სიანსს. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა თეთრი ფურცელი იმ უსარგებლო სიტყვების კორიანტელით ამევსო რაც კარგად გადმოსცემდა იმას თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ფურცელი წაბლისფერთმიან ახალგაზრდა გოგონას გავუწოდე და მოთმინებით შევუდექი ლოდინს, იმისა თუ რა დიაგნოზს დამისვამდა. ფურცლის თითოეულ წინადადებას თვალს აყოლებდა, დრო და დრო ღიმილიც ეპარებოდა მის სახეს...... კითხვას განაგრძობდა... "ალბათ მკითხავთ "რა გაწუხებთ?", თუმცა მე ხომ საავადმყოფოსი არ ვარ უმჯობესია თქვენს ბაგეებს ეს წინადადება მოსწყდეს: რა არ გასვენებთ? მე გიპასუხებთ: გარეგნობა. თქვენ ამათვალიერებთ, ჩამათვალიერებთ და მკითხავთ - ვისი? მე კი გიპასუხებთ რომ ჩემი. შემდეგ ისევ გადახედავთ დივანზე მჯდომ გოგონას და ეტყვით - თქვენ მშვენიერი გარეგნობა გაქვთ! აი ამ დროს ბრაზმორეულს თავში გამიელვებს წინადადება: სიცრუით ნუ ცდილობთ დამამშვიდოთ. შემომხედეთ, კარგად შემომხედეთ, თითოეულ ნაკვთს და უჯრედს დააკვირდით, შემდეგ ჩემს უაზრო და უხეს ცხოვრებაზე მკითხეთ, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემს გარეგნობაზე და ამის მერე მითხარით რომ მშვენიერი გარეგნობა მაქ. (რათქმაუნდა თქვენ ამ ყველაფერს ვერ გაიგებთ) მე გაგიღიმებთ, მაგრამ არა სიხარულით სავსე ღიმილით, ვერ გავბედავ თქვენი იატაკი ჩემი ცრემლებით დავსვარო და მის მიერ გამოწვეულ ტალღებს გადავყლაპავ. თავს დავიმშვიდებ და გეტყვით: ჩემს ცხოვრებაზე ხომ არ გვესაუბრა? თქვენ თქვენს დიდ პირს შუბლამდე აიტანთ, თეთრ კბილებს გამოაჩენთ და თავს დამიქნევთ. კარგი ბავსვობა არ მქონია, თუმცა ბავშვობიდან რატო ვიწყებ..... მაინც და მაინც კარგი ცხოვრება არ მაქვს..... როდესაც ჩემი პრობლემების მოყოლას მოვრჩები და იმ ამბებსაც დავასრულებ რომელშიც ნათლად ჩანს რამდენი რამ დამიშავებია საკუთარი თავისთვის, სიტყვის თქმას დაგასწრებთ: იქნებ დამამსვიდებლები გამომიწეროთ? თქვენ ფურცლის დაკეცვას დაიწყებთ, წამოდგებით, კარადიდან წამლის რამოდენიმე ფირფიტას გამოიღებთ, მაგიდასთან დაბრუნდებული ფურცელზე მიმიწერთ თუ როგორ გამოვიყენო დღის განმავლობაში, მომაწვდით, დავემშიდობებით ერთმანეთს და 500 კილომეტრით დაგშორდებით სანამ ტაბლეტები არ გამითავდება" წაბლისფერთმიანმა ამომხედა და თავისი პირი ისევ შუბლამდე აიტანა. მე- ამ პატარა ნაგლეჯიდან რა დიაგნოზს დამისვამთ? საკმაოდ არადამაჯერებელი პასუხი გამცა: დეპრესია მე- ამ დეპრესიაში ჩავარდნილ გოგონას ერტი რამ ესაჩიროება........ იქნებ თავიდან გადახედოთ ფურცელს და ახლა კითხვა ბოლოდან დაიწყოთ........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.