წერილი ფრონტიდან
ძვირფასო დიდი ხანის მანძილზე ვერ ვახერხებდი შენთვის წერილის მოწერას.იმდენი უბედურება დაატყდა ჩვენს ფრონტს,რომ ამის აღწერა შეუძლებელია.მაშინ როდესაც სანგრებში ვიწექით,მოულოდნელად დაგვარტყეს ზურგიდან. ძალიან ბევრი ბიჭი დაგვეხოცა,ძალიან ბევრი. გუშინ ჩემი ხელით დავმარხე გიორგი. გახსოვს?! მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ.,ცრემლები და ბოღმა ძალიან მახრჩობს. ვერც კი წარმოვიდგენ,როგორ გავძლებდი აქ იმ იმედის გარეშე,რომელიც შენ ხარ. ფრონტზე თითოეული გასროლილი ტყვია,შენს სახეს მახსენებს და მეშინია,რომ კვლავ ვერ შევიგრძნო ის ბედნიერება რასაც შენი ერთი ჩახუტება ჰქვია. მენატრები.. რომ შემეძლოს გამოვიქცეოდი ახლა ხელში აგიტაცებდი და გეტყოდი თუ,როგორ მიყვარხარ. აქ,რომ ხარ ძნელია სიკვდილზე არ ფიქრობდე,ყოველ წამს მოჰყავთ დაჭრილები და დახოცილები. ბევრს წვერიც არ ჰქონდა ამოსული ისე ჩაჰბარდა უფალს. ზოგს არც კი გამოუცდია თუ რა არის სიყვარული.ბევრი დედა შეიმოსება შავებით. ბევრი მამა ივლის დიდი ხნის განმავლობაში წვერმოშვებული. მე კი შენ მიყვარხარ. რას არ მივცემდი ახლა შენს გვერდით,რომ ვიყო. თუნდაც ერთი წუთით მაინც შემეძლოს ჩაგეხუტო და შენი გადმოცემული სითბოთი შევძლო სიცოცხლის გაგრძელება.სიცოცხლე,რომ ყველგან სუფევს ცხადია. იცი გუშინ იმ ადგილას სადაც დესანტი გადაგვსხეს პატარა ბუჩქის ძირას ყვავილი ვიპოვე. საოცარია,ამ კვამლში უბედურებასა და ტკივილში მაინც,რომ შეძლო თავის გადარჩენა და გაალამაზა იქაურობა. მოწყვეტა და გამოგზავნა მინდოდა მაგრამ, ვერ შევძელი. ისეთი ლამაზი და კარგი იყო ვერ გავიმეტე სიკვდილისათვის. მაგრამ აქ სილამაზეს და სიკარგეს არ უყურებენ ძვირფასო. ისეთი ლამაზი ბიჭები წაგვართვეს, მებრალდებოდა მათი ყურება. ბევრი ტირილით ისვრლის ტყვიებს,ბევრი ზიზღით,მაგრამ რას ვიზამთ აქ ყველა თავის ოცნებებზე ფიქრობს. ჩემს ოცნების სახელი შენ ხარ. ყველაზე მეტად მინდა ამისრულდე და კვლავ შევძლო შენი სილამაზით ტკბობა. ბავშვებზე ვოცნებობდით ხოლმე.ახლაც როდესაც ფიქრის საშუალება მაქვს ყოველთვის ვფიქრობ. ბედნიერი ცხოვრება მინდა,გვქონდეს,ისეთი როგორსაც ვგეგმავდით. მე თუ შენი ნახვა ვეღარასდროს შევძელი, მინდა რომ ცხოვრება განაგრძო.მაგრამ ერთ რაღაცას გთხოვ: თუ დადგა ის წამი,რომ ჩემი ფეხის მაგიერ ჯარის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ჩამომიყვანეს, ჩემს საფლავზე ის ყვავილი დათესე,რომელიც უზომოდ გიყვარს.ყოველ გაზაფხულს,როდესაც აყვავილდება,ის ყვავილი იქნება ჩემი და შენი სიყვარულის ნაყოფი,რომელიც მთელი გულით იქნება მოცემული.არ დამივიწყო ისე,როგორც მე არ მავიწყდებდი არცერთი წამით. უნდა დაგემშვიდობო ახლა. ცოტა დრო მაქვს.მიყვარხარ და იმედი მაქვს მალე დავტკბები შენი თვალების ცქერით. შენი საყვარელი მეუღლე. ეს წერილი ერთი კვირის შემდეგ ჩაჰბარდა ადრესატს.ახალგაზრდა გოგომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და აქვითინდა.ალბათ მიხვდა რომ ცხოვრება სამუდამოდ დამთავრდა. მიზეზი?! მიზეზი კონვერტში წერილთან ერთად ჩადებული , ქმრის დაღუპვის ცნობა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.