ჩანახატი,რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!
ჩვენს ახალგაზრდობას ვიხსენებდი წუხელ .. იცი როგორ მომენატრა?! არაფერი,რომ არ გვადარდებდა ამ ქვეყნიერებაზე.ერთმანეთი გვყავდა და გაუთავებლად ერთმანეთის სიყვარულში გაგვყავდა დრო.წვიმაში სირბილიც მახსოვს,შემცივნული ,რომ მეხუტებოდი ხოლმე და სულს მითბობდი. პირველად,რომ მოვედი შენთან სიყვარულის ასახსნელად იალქნებივით გქონდა დაბლა დაშვებული თვალები და სირცხვილით დახამხამებასაც ვერ ბედავდი. ახალ დამწიფებული პამიდორივით,რომ გქონდა ლოყები წითელი.მეც ვნერვიულობდი.მთელი ღამე გავდიოდი რეპეტიციას,თუ რა უნდა მეთქვა,მაგრამ წინ,რომ დამიდექი ერთიანად გადამიატრიალდა ტვინში ყველაფერი და ისე ვსაუბრობდი გაუგებრად,როგორც პატარა ბავშვი,რომელიც პირველად ცდილობდა ხმის ამოღებას. ყველაფერს მივცემდი ოღონდ ის დრო დაბრუნდეს უკან. ხელში აგიტაცებდი,მთელ თბილისს შემოვირბენდი და ბოლო გეზს ნარიყალასკენ ავიღებდი. გახსოვს,როგორ გვიყვარდა იქაურობა? დაღლილები ავბობღდებოდით ხოლმე ყველაზე მაღალ ადგილას,ვტკბებოდით თბილისის ხედითა და ერთმანეთით. გუშინ მარტო ვიჯექი იქ და იმის მიუხედავად,რომ არ იყავი იქ მაინც ვსაუბრობდი. გიჟი არ ვარ უბრალოდ შენ არ ხარ წასული ჩემგან. ყოველთვის ვგრძნობ შენს სიახლოვეს.აი ყვავილები მოგიტანე,აქ დაგირგავ და მოვუვლი ხოლმე. ნახე შარშან,რომ დავრგე ის ყვავილი როგორ აყვავილდა?! . ალბათ ჩემმა ცრემლებმა გაზარდა. როგორ გიყვარდა ყვავილები გახსოვს? დღე არ გავიდოდა შენთვის,რომ არ მომეტანა. შენ ღიმილი მახსოვს და ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ. დღესაც დამესიზმრე რა. არ დამტოვო გეხვეწები. -ძია რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? -არა შვილიკო გაიხარე კარგად ვარ. -ცოლი იყო ძია თქვენი? -კი შვილო. -რა ახალგაზრდა დაღუპულა ძია. -სულ რაღაც 24 წლის იყო შვილო. -ახლა რამდენის იქნებოდა ? -74 ის შვილო. ტოლები ვიყავით. უნივერსიტეტში გავიცანი და მალევე შევუღლდით.სამწუხაროდ დამტოვა და გაფრინდა ცაში.მაგრამ გულიდან ვერ ქრება შვილო.მეჩხუბებოდნენ ახალგაზრდა ხარ მოიყვანე ვინმე , თავს მიხედეო. -მერე რატომ არ მოიყვანე ძია? -მას სწორედ "ვინმე" ერქმეოდა შვილო. მე კი ის მელოდება და ვერ დავაღალატებ. -წავალ ახლა ძია მე,დედიკოს მოვუტანე ყვავილები -მიდი შვილო,გაიქეცი გელოდება ისიც . გურო დავითლიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.