შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰიპური ბოდვები


5-09-2015, 22:11
ავტორი tekka
ნანახია 1 711

ჰიპური ბოდვები
(მეტროში დაწერილი ნაჯღაბნი)

ზოგჯერ ვხვდები,რომ სამყარო ისეთი არაა,როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.ალბათ,ზოგჯერ ყველა ხვდება ამას.დღეს კი მივხვდი,რომ ვერ ვიტან ვერავის და ვერაფერს.ვერ ვიტან,როდესაც მეკამათებიან იმაზე,რის აზრზეც არ არიან,ვერ ვიტან კატებს,წვიმას,ვარდებს,თევზის ხორცს,მუდამ დაბღვერილ ადამიანებს,უარზოდ მომღიმარებს,დროებით შეყვარებულ წყვილებს,ჭორიკანა მეზობლებს,ქუსლიან ფეხსაცმელს,უჰაერობას ავტობუსში,ვერ ვიტან ცრუ,ყალბ ადამიანებს,ვერც იმ ქალს უკანა ვაგონში ბავშვს რომ უბრაზდება ვინ იცის რაზე,ვერ ვიტან ვერც იმ ბავშვს,რადგან ტირის,ვერც იმ დედაბერს ვაგონში შემოსულ მათხოვარს რომ ლანძღავს მხოლოდ იმიტომ,რომ მათხოვარია,ვერც იმ ბიჭს გვერდით,რომ მიზის და ცალი თვალით აკვირდება რას ვწერ(აი გაიხედა კიდეც...იდიოტი.). მოკლეთ,სულიერო თუ უსულო არსებებო,ვერავის ვერ გიტანთ.განა შეიძლება 21წლის ასაკში ამდენ რამეს ვერ იტანდე?!მეც იმ ბრბოს ვემსგავსები თანდათან,რომელსაც გამუდმებით ვლანძღავ მანკიერი თვისებების გამო.დაზომბებული ბრბო.სახეზე ვერც კი ამოიკითხავ რა აწუხებთ,ან საერთოდ აწუხებთ თუ არა რაიმე.იქნება ბედნიერები არიან უსაზღვროდ,მაგრამ იმდენად უემოციოები დადიან გაყინული სახეებით შეუძლებელია რაიმეს მიხვდე.მუდამ გაბრაზებულები,ჩხუბისთავები. მერე მიდი და ეკამათე აბა...ასგზის მართალიც რომ იყო არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ყველა ვარიანტში შენ ხარ.მერე გამოჩნდება მეორე მისნაირი ხისთავა,მერე მესამე...საბოლოოდ ისევ ბრბო გროვდება და მიდის უმისამართო ლანძღვა-ჩაქოლვა.ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ეპიცენტრის უსიტყვოდ დატოვებაა დაუყოვნებლივ,წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგჭამენ თავის მართლების გარეშე.ამ დროს უნდა მოშორდე საზოგადოებას და სადმე შორს გაიხიზნო.შორს დამპლური ცხოვრებისგან.იქ სადაც,არავის იცნობ და სადაც არავის აინტერესებს შენი წარსული.უნდა მოძებნო შენსავით სხვაგვარად მოაზროვნე.(საზოგადოებას არ უყვარს განსხვავებული აზრები.მუდმივად ეწინააღმდეგებიან მათ,რადგან ეშინიათ,რომ შესაძლოა ოდესმე ისინიც დაიწყებენ „სხვაგვარად აზროვნებას“ და დამპალი საზოგადოება გარიყავს.)
უნდა იცხოვრო ტყეში.შორს ბინძური პოლიტიკისგან, გამომაშტერებელი ტელევიზორისგან, მტვრით აყროლებული ქუჩებისგან,აუზროდ მოლაყბე ვაჭრებისგან,შორს ფულით გაქსუებული „ელიტისგან“ და ფეხებში მოვარდნილი მათხოვრისგან...და რაც მთავარია,შორს გუგუნისგან. დაკვირვებიხართ,თუნდაც შუაღამისას,როდესაც გარეთ არავინაა,ქუჩაში მაინც ისმის გუგუნი.გულისწამღები,გამაყრუებელი გუგუნი.ეს ქალაქის ხმაა,რომელსაც ტყეში ვერ გაიგებ.ვერ გაიგებ ვერც მაწვნით მოვაჭრე ქალის ხმას,ვერც ჯართით ჩამბარებლის ხმას(აქ ისევ 90-იანებია),ვერც პოლიციის სირენის ხმას,რომელიც ისედაც შეზღუდულ თავისუფლებას გიხშობს,ვერც მეზობელი ნაირას გაუჩერებელ ქოთქოთს ლალის გოგოს შესახებ,რომელსაც აგერ უკვე მესამე თვეა უთვალთვალებს.განა აუტანელი არაა ამდენი სიყალბე?აუტანელია „ფეხებზე “-ს დევიზით მოძრავი ბანკირები.აუტანელია მოკლე კაბიანს ბოზს რომ უწოდებენ მხოლოდ იმიტომ,რომ მოწონს მოკლეების ჩაცმა.აუტანელია კოჭებამდე კაბიანის ცამდე აყვანა,რადგან წინა წელს მან სანთელი დაანთო სახალხო დღესასწაულზე(სახალხო დღესასწაულზე და არა ყოველკვირეულ წირვაზე).აუტანელია შენელებული მანქანიდან ხამი მზერით მომზირალი სნობები....და მათი მზერით თავმომწონე კახპები. აუტანელია მუდმივად ფუფუნებაზე ოცნებობდე მაშინ,როდესაც არაფერს აკეთებ მის მოსაპოვებლად(ოცნების გარდა).ანდაც რა თავში იხლი წვალებით ნაშოვნ ფულს,თუ მთელს ცხოვრებას მის მოგროვებაში დახარჯავ და მხოლოდ სიბერეს მიღწეული გააცნობიერებ,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოტოვე ცხოვრებაში.თავისუფლება. თავისუფლებას ვერ იგრძნობ ოთხ კედელში გამოკეტილი თუ იქნები,ორიენტირებული მხოლოდ ფულზე.თავისუფლებას ვერ იგრძნობ, თუ შენი თავის სიამოვნებაზე უარს იტყვი მხოლოდ იმიტომ,რომ „რას იტყვის ჭორ-ბიურო“.ვფიქრობ,მხოლოდ კაიფში მეგიძლია სრული თავისუფლების შეგრძნება.სხვა განზომილებაში გადასვლა.არარეალურ სამყაროში.მე მაშინ ვკაიფობ,როდესაც ვწერ. (თუმცა არც ზე ვიტყოდი უარს).მაშინ ვკაიფობ,როდესაც Placebo-ს ვუსმენ,ამაზე დიდი ექსტაზი არ არსებობს.ვკაიფობ,როდესაც მატარებელში ხალხს ვაკვირდები,მათ გამოშტერებულ სახეებს.(სიტყვა „კაიფი“ყველას სხვაგვარად ესმის,რას ვიზავთ).ზოგჯერ ჩემსავით „დამკვირვებელს“ აღმოვაჩენ ხოლმე და ამ დროს უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ...ისიც...ვხვდები ამას.ვგრძნობ,რომ საღ აზრს გადაშენება არ უწერია,სანამ ასეთი დედამიწაზე ერთი მაინც დაიარება.დიახ!მე ვფიქრობ,რომ საღი აზრი გამაჩნია ყველაფერ იმაზე,რასაც თქვენ,სულიერები,ამქვეყნიურს უწოდებთ.უმეტესისთვის ადამიანად წოდება ზედმეტი პრივილეგიაა,ამიტომ ისინი უბრალოდ სულიერები არიან.ძროხაც სულიერია,მაგრამ დამიჯერეთ ის უფროა ადამიანი,ვიდრე ზოგიერთი თგვენგანი.მარტივი მისახვდრია,რომ თქვენ ამ რიგებში არ თვლით თავს.რაღათქმაუნდა,ამას დიდი ფილოსოფია რად უნდა. წარმოგიდგენიათ რამდენი სულიერი ფიქრობს თქვენსავით? მოლიონობით,მილიარდობით...და ყველა თქვენგანი ერთმანეთზე უარესად საზიზღრები ხართ.ნუ დამძრახავთ იმის გამო,რომ აუტანელ სიმართლეს პირში გახლით.თუ ოდნავ მაინც ვმოქმედებ თვენს ნერვულ სისტემაზე მაშინ,გილოცავთ,თქვენ გხვდათ პატივი მეზიზღებოდეთ. მე რომ თქვენს მიმართ რაიმე გრძნობა გამაჩნია(მერე რა,თუ ეს არც ისე კარგი გრძნობაა...) დედა ბუნების დამსახურებაა,რომ ასეთი გაჩნდით. მადლობა დედა ბუნებავ ამისთვის.
არ მინდა იფიქროთ დეპრესიაში ჩავარდნილი,უიღბლო, დაბოღმილი,ყოვლად უპერსპექტივო ადამიანი ვარ,რომელიც თავის უკუსვლას საზოგადოებას აბრალებს.პირიქით,დღეს საკმაოდ კარგ ხასიათზე ვარ იმისთვის,რომ ძლივს გამონახული ნახევარი საათი რაღაც უაზრობების განხილვაში დამეთმო.არასდროს მიცდია დონ კიხოტობანა მეთამაშა და ვიღაცის წვალებით აშენებული სტერეოტიპები უროთი დამენგრია.ეს ჩემი საქმე არაა.უბრალოდ ვცდილობ,ჩემი აზრი გამოვთქვა რაღაცებზე,რომელიც ვფიქრობ,ნაკლებად აინტერესებს ვინმეს.მით უმეტეს საბჭოთა საქართველოს დროინდელ თაობას.დიახ!ეს ის თაობაა,რომელიც განუწყვეტლივ ესხმის თავს ოცდამეერთე საუკუნის თაობას და ერთიანად აოხრებს,თუმცა ამაზე მოგვიანებით. არცაა გამორიცხული,რომ ჩემი ნორმალურად გესმოდეთ ვინმეს.ამის ამბიცია არც მაქვს და მეც რაღა დამრჩენია გარდა იმისა,რომ გისურვოთ გამოჯანმრთელება.ისწავლეთ პარტიზანულად აზროვნება,ეს არც ისე ცუდია და ნუ მიეკედლებით ერთფეროვან,მომაბეზრებელ კონსერვატიზმს.მე არც ჯეკ ლონდონი ვარ და არც ლორდ ჰენრი „დორიან გრეის პორტრეტი“-დან,რომ რაიმე შთაგაგონოთ.არც აინშტაინი და ფსიქოანალიზის მამა(ზიგმუნდა) თავდაყირა აზროვნება გასწავლოთ,მაგრამ...
იბრძოლეთ რევულუციური სალმით „ჩე“...რა იცით რა ხდება 

პ.ს.
ძალიან ნუ განმიკითხავთ,რადგან არც რაიმე საკონკურსო ნაშრომია ეს და არც მილიონიანი ტირაჟით ვაპირებ წიგნის გამოცემას. უბრალოდ,მინდოდა დამეწერა.პირველი შემთხვევაა,როცა რაიმეს საჯაროდ ვაქვეყნებ და სულაც არ გამიკვირდება გაღიზიანება რომ გამოვიწვიო თქვენში.თუ წაიკითხავთ ხომ კაი,თუ არადა არც ეგაა პრობლემა,ყველას თავისი გემოვნება აქვს,რაზეც არანაირი პროტესტი არ გამაჩნია.


By TeBe...



№1  offline წევრი marisa

ჰმ, მეგონა ჰიპი ვიყავი, მაგრამ შენი აღწერილობით თუ ვიმსჯელებთ, ნურას უკაცრავად. დაე, ვიყო ძროხაც. აუცილებელია, რომ აღინიშნოს ისიც, რომ ძროხები კარგ მდგომარეობაში არ არიან .
პ.ს. მთავარია მე მჯერა, რომ ჰიპი ვარ და ვისურვებდი, რომ გვწამდეს

 


№2  offline წევრი zoi

ალბატ მეეც ისსსეტი გადარეული ვარ როგორც შენ იმიტომ რომ ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე დავინახე შენ ნაწერში მე ჩემს თავს ხალხთმოძულეს ვეძახი იდენად ვერ ვიტან ამ დროს ამ სიიტუაციებს ამ სიმდაბლეს ყვლაფერი უაზრობა ახლა ხდება ყველაფერი გაუფასურებულია საზიზღრობა. Nაგავ ხალხს მიაქვს ქვეყნიერება მოდი და არ შეიშალო ამის მერე და კალდუნია არ გახდე

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

ძალიან მაგარი იყო...
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4  offline წევრი tekka

beqaloxishvili
ძალიან მაგარი იყო...

ჰა ჰააა.ბექა,ვხედავ ერთი და იგივეე პრობლემები გვაწუხებს.სამწუხაროა,მაგრამ ეს რეალობაა...შენც "დამკვირვებელი"ხარ?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent