შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი დღით ხომ მაინც ვიყავი შენი ცოლი


8-09-2015, 00:05
ავტორი სოფია სოფია
ნანახია 2 639

ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა დღესაც, მაგრამ გაღვიძებისთანავე ორივემ გავიფიქრეთ: „დღეს ყველაფერი მთავრდება!“ ...
თუმცა დღეს მე ერთი დღით მაინც ვიყავი შენი ცოლი... უბრალოდ მეღიმება, ბათუმის ქუჩებში დავდიოდით, არა, უფროსწორად მე მივრბოდი,როგორც პატარა ბავშვი,შენ კი უკან მომყვებოდი... ხელები გვქონდა ჩაკიდებული და მიგათრევდი... გიჟივით შევვარდებოდი ხოლმე მაღაზიებში და ყოველი ლამაზი კაბის დანახვაზე გეწუწუნებოდი მიყიდე მეთქი,მიუხედავად იმისა,რომ ფული საერთოდ არ გაგვაჩნდა,უბრალოდ მომწონდა ასე მოქცევა. საქორწილო კაბების მაღაზიაშიც შეგიყვანე, გამყიდველიც მოვატყუეთ ქორწილი გვაქვსო და მხოლოდ ამის შემდეგ მომცა უფლება კაბა მომესინჯა... ყოველი კაბით აღტაცებული იყავი,ცუდი იყო თუ კარგი,მოგწონდა თუ არა.. გასახდელიდან უამრავი თეთრი კაბის ამარა გამოსულს ნაღვლიანი და თან ბედნიერი თვალებით მიყურებდი და მეუბნებოდი : „ლამაზი ხარ“! მე კი ვცდილობდი არ მეტირა..თავს ვიტყუებდით,ვითომ ძალიან ბედნიერები ვიყავით..ჩემს თავს ვეღარ მოვერიე როცა კიდევ ერთი კაბის ჩაცმისას გაღიზიანებულმა მითხარი : „გეყოფა,არ შემიძლია ასეთს გიყურო და ვიცოდე, რომ ვერასდროს იდგები ჩემს გვერდით ამ კაბაში “.... აი მაშინ ჩაგეხუტე და ამეტირა,ამეტირა ისე როგორც პატარებს სჩვევიათ ხოლმე, გულწრფელად,მთელი გულით... გამყიდველის სახეც არასდროს დამავიწყდება,ჩვენით გაოგნებული დიდხანს იდგა კარებთან და გვიყურებდა მიმავალთ. მერე საბავშვო მაღაზიას ჩავუარეთ, ჩვილი ბავშვის ტანსაცმელები დავინახე და ისევ გთხოვე შევსულიყავით. მიუხედავად იმისა,რომ არ გინდოდა, მაინც შემოხვედი...იქაც მოვიტყუეთ,რომ ფეხმძიმედ ვიყავი, გახსოვს მუცელი რომ გამოვბერე როგორ ჩაგეცინა? რამხელა ღიპი გქონიაო?... მერე შენ გოგონების სექციისკენ წახვედი,მე კი უბრალოდ გიყურებდი...ვიცოდი როგორ გინდოდა,რომ გოგო გვყოლოდა, მიკვირდა..შენ იმ იშვიათი ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნებოდი,რომელთაც პირველი გოგონა უნდოდათ... მერე პატარა კაბა აიღე და ტუჩებთან მიიდე,მე ვიდექი და გული მტკიოდა,რომ ვერასდროს ვერ შევძლებდით ჩვენი შვილისთვის ჩაგვეცვა ერთად,თუნდაც ის პატარა კაბა,რომელიც გულში ისე ჩაიკარი,თითქოს ბავშვი ყოფილიყოს.... იქ ყოფნაც ვერ შევძელით დიდხანს, ვეღარც ერთად დავდიოდით...მე ისევ წინ, შენ კი უკან.... თუმცა თვალები ორივეს ცრემლიანი გვქონდა.
ორივეს ისევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი...
და ეს ყველაფერი 5 წლის შემდეგ, ჰო, ჩვენი „დაშორებიდან“ 5 წლის შემდეგ... როცა შენ უკვე ჩემს მაგივრად გყავდა გვერდით ადამიანი,რომელსაც ჩემს მაგივრად ეცვა თეთრი კაბა, რომელსაც ჩემს მაგივრად ეძინა შენთან, რომელმაც ჩემს მაგივრად გაგიჩინა შვილი-ოღონდ ბიჭი. მაგრამ ეს ხომ ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ჩვენ ხომ არ გვინდოდა ასე..ნუ, ყოველშემთხვევაში მე არ მინდოდა ასე... ბავშვები ვიყავით...სწორედ ამით გვაჯობეს ოჯახის წევრებმა,სწორედ მათ წამიყვანეს აქედან შორს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ,რომ ჩვენი სიყვარულისთვის წერტილი დაესვათ... დღეს კი მე ისევ აქ ვარ,ისევ ისე, ისევ შენ გეკუთვნი, მაგრამ შენ უკვე აღარ ხარ ჩემი.... მიყვარხარ!!! ამ სიტყვაზე მეტი,უფრო ძლიერი თუ არსებობს რაიმე აი იმ გრძნობით მიყვარხარ !!!



№1  offline წევრი მირზა

კარგია :) <3

 


№2  offline წევრი სოფია სოფია

ეს ყველაფერი რეალობაა...ყველაფერი მართლა გადამხდა

 


№3 სტუმარი lililiiiiiiii

ძვალში ხორცში სულში ჩამწვდა ძალიან მეტკინა გული მითუმეტეს რომ ეს რელობა იყო ეს ყველაფერი შენ გადაგხდა სოფი <3 ძალიან მაგარი და ძლიერი გოგო ჩანხარ <3 !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent