Dreams never go on...
მონატრება ხარ. მეტი რა გითხრა? აუხდენელი ოცნება, რომელიც რამდენი ხანია სულში მიზის, ვერასოდეს ეზიარება რეალობას. შენ იმდენად შორს ხარ ჩემგან, იმდენად შორს, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ შენი მზერა შემიძლია. ჩემსა და შენს შორის დიდი კედელია. კედელი, რომელიც სიშორით არის სავსე. ეს კედელი ყოველთვის მაღლდება. ყოველ დღე... და მძულს ყველა მშენებელი, ვინც ჩვენს შორის არსებული ზღუდის აშენებაში დამნაშავეა. ვერ ვიტან გრძნობებს.. რომ ვერ ვიტან, სწორედ მაგიტომ ვგრძნობ! შენი სიყვარულით ვარ სავსე და ალბათ, ვერც ვერასოდეს დავცლი საწყაულს. სხეულს, რომელშიც სისხლი განუწყვეტლივ მოძრაობს. სისხლი კი არა, შენ მოძრაობ. მხრები ჩამოვუშვი და გრძნობა ჩამოვაყოლე. მძულს ჩემი თავი, სიყვარული რომ შემიძლია... მინდა ვიტირო და სულ ღამე იყოს. თითქოს მზე მაღიზიანებს, რადგან მთვარის შუქზე უფრო ლამაზი ხარ, გეფიცები! ვოცნებობ, ერთხელ მაინც მითხრა "შენს სუნთქვას ვფიცავარ!" უცნაურია არა?! გრძნობა მინდა,გესმის? გრძნობა, რომელიც ყველაფერს აიტანს. გრძნობა, რომელიც ვერასოდეს მოკვდება. გრძნობა, რომელიც მე და შენ დაგვაკავშირებს. ვოცნებობ შვილებზე: ლილეზე, ილიაზე, სანდროზე და ნინეზე. მერე ვახელ თვალებს. ბნელ ოთახში ვარ მხოლოდ მე - მოსიარულე მოჩვენება და ცხოვრების მარიონეტი, რომელიც საკუთარი ოცნებებით ცხოვრობს და ერთხელაც სულს დაღაფავს. რაც უფრო გიახლოვდები, მით უფრო გშორდები. ეს მკლავს. სული, რომელიც ჰაერია, 60 კილოგრამ სხეულში მხოლოდ 12 გრამია ნელ-ნელა კვდება. უპეები მიშავდება და ვერც კი ვაცნობიერებ, რომ ოცნებები არ მიხდება. მე მოვალ შენთან, სიკვდილის წინ? არა, ჯერ არ მოვკვდები. სიკვდილის მოახლოება ან უნდა იგრძნო, ან უნდა დაინახო. მე კი მხედველობა და გრძნობა დაქვეითებული მაქვს. მეტირება, იცი? არ ვნანობ შენზე ოცნებაში გალეულ დროს. არაფერს არ ვნანობ! ან რას უშველის სინანული. უბრალოდ, სული მტკივა და ცრემლები მომდის! არ მინდა უბედურების ჟამს ვღვარო მხოლოდ ცრემლები, მინდა ვიცოცხლო და ბედნიერებამ ამომიცალოს ცრემლის უკანასკნელი წვეთი! შენ გნატრობ. გეფიცები, ვგრძნობ, რომ ნახევარი ვარ. აჩქარებული პულსი უფლებას არ მაძლევს არ მიყვარდე. მითხარი, რომ შენი პრინცესა ვარ, ან თუნდაც, შენი ციცქნა! დამიფიცე, თუნდაც ტყუილზე. სანამ დამემშვიდობები მაგრად ჩამეხუტე, თვალები დამიკოცნე და მითხარი, რომ... რომ მოგენატრები, როგორც კი ხელს გამიშვებ. დამარწმუნე, რომ Dreams never go on... მაგრამ, ეჭვი მეპარება! ავტორი - ზანდა ფაჩულია თარიღი - 20.07.2013 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.