შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის თეორია..


11-09-2015, 17:11
ავტორი Russian Paradise
ნანახია 2 522

მარტოობა?
საქმე იმაშია, რომ ჩვენ მარტოობას მხოლოდ მაშინ განვიცდით, როცა ჩვენ ეს გვინდა. როდესაც ამის სურვილი არ გვაქვს მაშინ სიტუაციას ვცვლით. და საერთოდ რა იგულისმება მარტოობაში? ის, რომ გვერდით საპირისპირო სქესი არ გყავს? თუ ის, რომ მეორე შენნაირი იდენტური ადამიანი არ არსებობს, ვინც ყოველ შენს აზრს ისე გაიგებს, როგორც თვითონ გესმის?
მახსოვს, ბავშვობაში მეშინოდა მარტო დარჩენის. მეშინოდა ოთახიდან ოთახში გასვლის, თუკი ვიცოდი იქ არავინ იყო. მახსოვს, სირბილით გავირბენდი უკაცრიელ ოთახებს სანამ ვინმეს ვიპოვიდი. მერე მახსოვს, ვიღაც გარდაიცვალა, მაშინ გავაცნიბიერე თუ რა იყო სიკვდილი. მივხვდი, რომ ადამიანი, როცა კვდება, ცივ მიწაში ჩადების შემდეგ, მისგან მხოლოდ ხსოვნა რჩება. ეს მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ახლა მე მივდხვდი, რომ მხოლოდ ხსოვნა ვერ შეავსებდა სიცარიელეს (და არა მარტო ფიზიკურს). დღესაც მეშინია მარტოობის, ოღონდ არა იმიტომ, რომ მეშინია გარდაცვალების? –არა! მეშინია იმის, რომ მეგობარი, რომელმაც ჩემი შინაგანი სამყარო შეისწავლა, და რომელიც მასში ხეტიალისას არასდროს დაიბნევა, რომელსაც ხშირად უსიტყვოდ ესმის ჩემი და, ძალიან ხშირად ჩვენი საუბარი უცხო თვალისთვის სხვა არაფერია თუ არა, უცნაური ჟესტებისა და უაზრო წამოძახილების ერთობლიობა… ერთხელაც დაიბნევა და კვალს დაკარგავს, ვერსაით გაიგნებს გზას და, გაიქცევა. წავა და ამ დროს მოვა მარტოობა, დავრჩები მარტო…
მარტოსულობა კი ისეთი რამეა , რასაც ვერც გაექცევი და ვერც დაემალები. რადგან ის შენშია და შენი ნაწილია თუ არ გყავს გულ-სულის თანაზიარი, ძნელია იცხოვრო გასიებული გულით და შეკუმშული სულით. ის არ მოითხოვს ბრძოლას „ჭურჭლის” არსებობისთვის. მას არ შია და არ სწყურია. მარტოობა დამრთგუნველია და ავიწროებს ადამიანის მენტალურ შესაძლებლობებს. ზღუდავს მის ცნობიერებას და ამცირებს ადამიანურობის შეგრძნებას. მარტოსულობის საბოლოო შედეგი იმის დაკარგვაა, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.
თუკი მარტო დარჩები, უნდა გახსოვდეს, რომ ვიღაცას უყვარხარ და ფიქრობს შენზე. ხოლო, თუ ეს ასე არ არის აწმყოში, მაშინ უნდა იფიქრო იმაზე, რომ მომავალში შენ იბრძოლებ სიყვარულისთვის, მარტოობის დასამარცხებლად. შეეცდე არ დარჩე მარტო; ნუ ჩაიკეტები; ნუ აყვები პესიმიზმს; ნუ დაკარგავ ადამიანობას; იცხოვრე ხალისით და გაიხარე ყოველი დღით, რადგან, როგორც იტყვიან, „განა ყოველი ახალი დილა სასწაული არაა?!”

_
ძალიან ვეცადე კარგი გამომსვლოდა, მადლობა ვინც წაიკითხა!



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

არ გეთანხმები იმაში,რომ მარტოსულობის საბოლოო შედეგი იმის დაკარგვაა,რაც ადამიანას ადამინად აქცევს.
მგონი,სათაურად სჯობდა დაგერქმია "მარტოსულობის თეორია" და არა "მარტოობის თეორია".მგონია,რომ ასე უფრო უკეთ ჟღერს.
ერთი-ორი სიტყვა,რომელიც მიბმულად გქონდა განმეორებული,ცუდად მომხვდა ყურში.პუნქტუაციური შეცდომებიც იყო.
დაწყება და დასასრული განსაკუთრებით მომეწონა,ორიგინალური იყო.

იმისდა მიუხედავად,რომ არ იყო უინტერესო,უკმარისობის გრძნობა დამრჩა.კერძოდ,მინდოდა,უფრო ვრცლად გაგეშალა და გადმოგეცა იმ კითხვებზე პასუხი,რაც ჩანახატის დასაწყისში სვამდა.ესეც რომ დაგემატებინა სრულყოფილი იქნებოდა.
საბოლოო ჯამში,ნორმალური იყო.

 


№2  offline მოდერი nicol

სათაური სწორად შეურჩიე, მართლაც თეორია იყო. კარგი გოგო ხარ. ნაწერიც მომეწონა. წარმატებებს გისურვებ. ♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი Russian Paradise

drunkinlove
არ გეთანხმები იმაში,რომ მარტოსულობის საბოლოო შედეგი იმის დაკარგვაა,რაც ადამიანას ადამინად აქცევს.
მგონი,სათაურად სჯობდა დაგერქმია "მარტოსულობის თეორია" და არა "მარტოობის თეორია".მგონია,რომ ასე უფრო უკეთ ჟღერს.
ერთი-ორი სიტყვა,რომელიც მიბმულად გქონდა განმეორებული,ცუდად მომხვდა ყურში.პუნქტუაციური შეცდომებიც იყო.
დაწყება და დასასრული განსაკუთრებით მომეწონა,ორიგინალური იყო.

იმისდა მიუხედავად,რომ არ იყო უინტერესო,უკმარისობის გრძნობა დამრჩა.კერძოდ,მინდოდა,უფრო ვრცლად გაგეშალა და გადმოგეცა იმ კითხვებზე პასუხი,რაც ჩანახატის დასაწყისში სვამდა.ესეც რომ დაგემატებინა სრულყოფილი იქნებოდა.
საბოლოო ჯამში,ნორმალური იყო.

ეს ჩემი აზრი იყო drunkinlove, რომ მარტოსულობის საბოლოო შედეგი იმის დაკარგვაა,რაც ადამიანას ადამინად აქცევს. იდეალურად სწორს ვერც დავწერდი პირადად :). გრამატიკასთან რაღაც პრობლემები ბავშობიდან მქონდა, რასაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლამაც შეუწყო ხელი. 8 წელი რუსეთში ვცხოვრობდი და როცა ამ მხრივ უნდა განვვითარებულიყავი, პირიქით მოოხდა. <3 ნუ ეს შენი აზრია. :) მადლობა!
nicol
სათაური სწორად შეურჩიე, მართლაც თეორია იყო. კარგი გოგო ხარ. ნაწერიც მომეწონა. წარმატებებს გისურვებ. ♥

უღრმესი მადლობა, ნიკოლ. <3 <3

 


№4  offline მოდერი ჯია

2ჯერ წავიკითხე და საბოლოოდ მაინც ვერ მივხვდი რისი თქმა გსურდა, ბოლო აბზაცმა საერთოდ დამაბნია.
რაღაც ფრაზების ამოღება შეიძლება, ლამაზად გიწერია..

"დღესაც მეშინია მარტოობის, ოღონდ არა იმიტომ, რომ მეშინია გარდაცვალების?" -ეს ალბათ უყურადღებობის გამო გაგეპარა, როცა კონკურსში იღებ მონაწილეობას მსგავს რაღაცეებს აუცილებლად დააკვირდი.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

Russian Paradise
drunkinlove
არ გეთანხმები იმაში,რომ მარტოსულობის საბოლოო შედეგი იმის დაკარგვაა,რაც ადამიანას ადამინად აქცევს.
მგონი,სათაურად სჯობდა დაგერქმია "მარტოსულობის თეორია" და არა "მარტოობის თეორია".მგონია,რომ ასე უფრო უკეთ ჟღერს.
ერთი-ორი სიტყვა,რომელიც მიბმულად გქონდა განმეორებული,ცუდად მომხვდა ყურში.პუნქტუაციური შეცდომებიც იყო.
დაწყება და დასასრული განსაკუთრებით მომეწონა,ორიგინალური იყო.

იმისდა მიუხედავად,რომ არ იყო უინტერესო,უკმარისობის გრძნობა დამრჩა.კერძოდ,მინდოდა,უფრო ვრცლად გაგეშალა და გადმოგეცა იმ კითხვებზე პასუხი,რაც ჩანახატის დასაწყისში სვამდა.ესეც რომ დაგემატებინა სრულყოფილი იქნებოდა.
საბოლოო ჯამში,ნორმალური იყო.

ეს ჩემი აზრი იყო drunkinlove, რომ მარტოსულობის საბოლოო შედეგი იმის დაკარგვაა,რაც ადამიანას ადამინად აქცევს. იდეალურად სწორს ვერც დავწერდი პირადად :). გრამატიკასთან რაღაც პრობლემები ბავშობიდან მქონდა, რასაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლამაც შეუწყო ხელი. 8 წელი რუსეთში ვცხოვრობდი და როცა ამ მხრივ უნდა განვვითარებულიყავი, პირიქით მოოხდა. <3 ნუ ეს შენი აზრია. :) მადლობა!
nicol
სათაური სწორად შეურჩიე, მართლაც თეორია იყო. კარგი გოგო ხარ. ნაწერიც მომეწონა. წარმატებებს გისურვებ. ♥

უღრმესი მადლობა, ნიკოლ. <3 <3

არა,მე არ გედავები.
ეს შენი აზრია და ამაზე ვერც ვერავინ შეგედავება.მე უბრალოდ საკუთარი აზრი გამოვთქვი.

 


№6  offline ახალბედა მწერალი Keke27

გოგას ვუთხარი, ჩამხსენი ჟიურიდან-თქო. მკაცრი ვიქნები და არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. თუმცა... მოვალეობა, მოვალებაა.

მოკლედ, რაც შეეხება ჩანახატს. საიდან დაიწყე, სად წახვედი, რა გააგრძელე, სად დაასრულე... მოკლედ ყველაფერს მიედე. ჯერ მეგონა, ჩანახატს, კი არა, სტატიას ვკითხულობდი.
როგორი შტაბეჭდილება დამრჩა იცი? თითქოს გინდოდა, რაც კი ცოდნა გაგაჩნდა ("მსოფლმეხველური"), გინდოდა ყველასთვის თავი მოგეყარა ამ ნაწერში.

მთელი გულით გთხოვ, მომიტევე, თუ გაწყენინე.
წარმატებები.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№7  offline მოდერი MyLove

ნორმალური იყო smile
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline წევრი სანდრა

არ ვიცი რა გითხრა.
ძალიან კომპეტენტურები იყვნენ, როცა გითხრეს, რომ ერთი აზრით დაიწყე, მეორე აზრით გააგეძელე და მესამეთი დაასრულე.
მომაბეზრებელი ხომ იყო და იყო.
მომიტევე თუ გაწყენინე.
5 ბალიანი სისტემიდან 2.
წარმატებები.

 


№9  offline მოდერი Kira

ცოტა დავიბენი გადახტომები გაქვს ერთიდან უცებ მეორეზე რაღაცა სულ სხვა აზრზე. საბოლოო ჯამში ნორმალური იყო. წარმატებები.
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№10  offline მოდერი ანკა

ჩანახატში ბევრი აზრი მონაცვლეობდა, ასევე მეორე აბზაცის ბოლოს საშინელი გრამატიკული შეცდომა გქონდა წინადადების სწორად აგებასთან დაკავშირებით, ანუ სასვენი ნიშნები სრულიად არეულად გეწერა. გასაგებია საყვარელო, რომ შეიძლება უცხოეთში ცხოვრობდი და ამის გამო პრობლემები გაქვს გრამატიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე თვალს მაინც ვერ დავხუჭავ. თუ წინადადების სწორად აგება და სასვენი ნიშნების დასმა გიჭირს, სჯობს პატარა და ლაკონური წინადადებებით შემოიფარგლო ორხაზიან წინადადებასთან შეჭიდების მაგივრად...
საბოლოო ჯამში რავიცი როგორ შეიძლება შევაფასო... ნორმალური იყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent