წერილი მამას
მე მძულხარ და კიდევ უფრო მძულს საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გგავარ... გამარჯობა ძვირფასო დღიურო. მე ნატა ვარ 10 წლის. შენი თავი დედამ მაჩუქა, მე კი მინდა ჩემი ფიქრები გაჩუქო.დღეს მე იუბილარი ვარ, მაგრამ მაინც მაკლია სიხალისე. ჩემს სიხალისეს მამა ქვია.მე ის მხოლოდ ხუთჯერ თუ მეყოლება ნანახი, მაგრამ არასდროს მინახავს ჩემს დღეობაზე. მიუხედავად ამისა ყოველთვის ველი, დღესაც ველოდი, მაგრამ ვიცი რომ არ მოვა, თუმცა მაინც ველოდები. მე მასზე ძალიან ვარ ნაწყენი.ხანდახან მგონია, რომ არ ვუყვარვარ, მაგრამ დედამ მითხრა, რომ ყველა მშობელს უყვარს საკუთარი შვილი.ჩემს ძაღლ მურსიკასაც კი.დედიკო ჭკვიანია.მე ის არ მომატყუებს. 2010 წელი 28 აპრილი *** გამარჯობა ძვირფასო დღიურო. მე კიდევ ერთი წლით გავიზარდე. თუმცა უკვე ვიცი, რომ ის არ მოვა და აღარ ველოდები.დედიკო მართალი იყო. ყველა მშობელს უყვარს საკუთარი შვილი, მურსიკასაც უყვარს ბიბი, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს მშობელი. მე უკვე დიდი გოგოვარ და ვხვდები ამას.იმასაც ვხვდები, რომ მე მამიკოს ძალიან ვგავარ. მისნაირი თვალები და ტუჩები მაქ დედიკოს მხოლოდ ცხვირით ვგევარ, ამიტომ ვცდილობ, ხშირად აღარ ჩავიხედო სარკეში. არ მინდა გამახსენდეს და ისევ ვიტირო. 2011 წელი 28 აპრილი *** გამარჯობა ძვირფასო დღიურო. დღეს მე 15 წლის გავხდი და დღეს მამაჩემმა მომილოცა დაბადების დღე და პატიებაც მთხოვა. მან ეს პირველად გააკეთა, მერე ჩამეხუტა და მითხრა, რომ პატარა ძამიკო მყავს.მაგრამ მე არ გამიხარდა მისი დანახვა, არც ჩახუტება გამეხარდა, იმიტომ რომ მე ვერაფერი ვიგრძენი. საერთოდ ვერაფერი.მან მე ყვავილები და საყურე მაჩუქა. მე შევინახე ისინი. ჰო თაიგულს რამოდენიმე ყვავილი მოვწყვიტე და ისიც შევინახე როცა გავიზრდები მე მას ამ ყველაფერს დავუბრუნებ.მაგრამ მანამდე წარმატებული ქალი ვიქნები.ისეთი რომ ინანებს, ჩემს ვერ შეყვარებას. *** მე დღეს უკვე 20წლის ვარ.გადავწყვიტე „ მამას“ დავუბრუნო ყველაფერი, რაც მასთან მაკავშირებს მათ შორის გვარიც მანამდე კი მისთვის წერილი დავწერე. ძვირფასო.... არა! შენ არასდროს ყოფილხარ ძვირფასი, მითუმეტეს ჩემი. ადამიანებს გვიყვარს წუწუნი.არც მე ვარ გამონაკლისი,თუმცა მეზიზღება თვალები რომლებსაც ვეცოდები. სწორედ ამიტომ ვერასდროს მხედავენ მოწუწუნეს, დათრგუნულს და ატირებულს ეს ჩემი ღირსება იყო. 15 წლისას ესეც წამართვი. როდესაც პირველად მოხვედი ჩემთან. მე მართლა არ მინდოდა რომ მოსულიყავი. შენ ვერ გაიგებ რა იყო ჩემთვის ის თხუთმეტი წელი.სწორედ იმ პერიოდში ჩამოვყალიბდი პიროვნებად, დავისახე მიზანი და დავსახე გეგმები წარმატებული მომავლისკენ.მომავლის გეგვმისას ხშირად დამიგეგმავს ჩვენი შეხვედრა, მაგრამ შენ არასდროს ყოფილხარ ჩემ გვერდით, არასდროს მიწოდებია შენთვის ჩემი.ეს იმიტომ, რომ არასდროს მიგრძვნია ის, რომ მე შენი ვარ, შენი კი ჩემი.რა მნიშვნელობა აქვს სიტვაციას, როცა უსულო საგნებსაც კი ორივენი ვუწოდებთ ჩვენსას, მაგრამ არასდროს ერთმანეთს. შენ ვერასდროს გაიგებ როგორია როცა საკუთარი თავი გძულს, როცა სარკეში შენი თვალების ნაცვლად ხედავ შენთვის საძულველ ადამიანის თვალებს.ვერც იმას გაიგებ რა ტკივილია ფუნჯის ხელში დაჭერა და ხატვა ,როცა იხცი რომ ეს ნიჭი გაჩუქა ადამიანმა რომელიც გძულს. ყოველი ახლად აღმოჩენილი მსაგვსება რომელიც საკუთარ თავს მაძულებდა შენ გიკავშირდებოდა. ვიცი რომ მამა გახდი. ნამდვილი მამა. ეს კიდევ უფრო მშილის. ნუთუ ასეთი ცუდი ვიყავი, რომ მამად ვერ გაქციე. შენ ჩემთან მხოლოდ იმიტომ მოხვედი, რომ სხვისი მამა გახდი და ჩემი შეგრცხვა.რომ არა ჩემი ძმა არც მაშინ მოხვიდოდი. ამ წერილს კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. მიგახვედროს თუ როგორი არარაობა ხარ. მე არ მეზიზღები.აღარ.ან იქნებ ვეღარ...შენთვის ეს გრძნობაც დიდია.ზიზღიც ხომ რაღაცას ნიშნავს.შენ კი არა. შენ არ ხარ.შენ არარაობა ხარ. 2020 წელი 28 აპრილი *** დღეს ყველაზე უსუსური ვარ. მომაკვდავმა „მამამ“ დამიბარა რომელსაც ჩემი წერილი ხელში ქონდა ჩაბღუჯული და კარგად ნაცნობი ცრემლიანი თვალებით შემომხედა. მისმა მზერამ შემძრა. მე მას ვეცოდებოდი. ის ჩემში ხედავდა ობლად გაზრდილ გოგონას და არა საკუთარ შველს.მე დავიახე როგორ უყურებდა ჩემს ძმას. ეს სულ სხვა მზერა იყო. მას ასე არასდროს შემოუხედავს ჩემთვის. სიკვდილის წინაც კი.საავადმყოფოდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი და წვიმისგან დანისლულ ქუჩას გავუყევი. თითქოს ჩემი თავი დავკარგე მე ვისწავლე, გავხდი წარმატებული ჟურნალისტი, შევიცვალე გვარი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ენანა. ვცხოვრობდი მხოლოდ ამით არასდროს არ მიფიქრია სხვა რამეზე. მე ამით ვიყავი შებყრობილი და რა მივიღე სანაცვლოდ?! მხოლოდ შეცოდება მეტი არაფერი ის ამაყობდ მისი უბრალო ვაჟით რომელსაც ჰქონდა საშუალო განათლება.ჩემი წარმატება კი მისთვის უმნიშვნელო იყო. მიუხედავად იმისა რომ მე ის ტელევიზიით ხშირად მხედავდა.როგორ მინდა, რომ გავქრე და აღარ ვიარსებო. დავიღალე.. დამღალა ცრემმლმა რომელიც ყოველ ღამე მახრჩობს.სწორედ ახლა გამახსენდა მურსიკა, მას უყვარდა ბიბი მგრამ არა ბათურა რომელიც ჩემს მეზობელს ვაჩუქეთ .ის მას უყეფდა როცა ეზოში ჩამოსვლა უნდოდა. ქუჩას ბოლო არ უჩანდა. ცრემლები ნაკადულივით დამედინა.კარგია რო წვიმს, თორემ დაინახავდნენ რომ ვტირი. ქარი ჭამს ქუჩას ქუჩა ჭამს ქარს... მე თვალებს ვხუჭავ და ვუბამ მხარს ქარიან ქუჩას გზა მიდის მგზავრზე მგზავრს მიაქვს გზა... (თორნიკე ნაროზაული) ---------------------- მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა რომ ყველანაირად ვეცადე რაღაც გამოსულიყო.რა გამოვიდა ეგ უკვე სხვა საქმეა.ვიცი რომ ბევრი შეცდომა იქნება წერტილი და მძიმე ჩემი სუსტი მხარეა ამისთვის ბოდიშს ვიხდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.