შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს...


12-09-2015, 00:09
ავტორი Firefly
ნანახია 2 029

სუსხიანი ზამთარი კარზე აკაკუნებდა,ციდან თოვლიც და წვიმაც ერთად დიოდა.ყოველთვის მიყვარდა ნაღვლიანი ამინდი,არ ვიცი რატომ ალბათ ისიც მე მგავდა...
დილით ადრე ავდექი დუტის ქურთუკი მოვიცვი და სასეირნოდ გავედი.ფილაქანს მივყვებოდი როცა ის უცნობი კაცი ვნახე,მთელს ქალაქში თავისი იდუმალებით რომ ჰქონდა სახელი განთქმული.უცნაური იყო იგი,ამოუცნობი...მუდამ ზურგჩანთით დადიოდა,ყოველთვის მინდოდა მასთან საუბარი მაგრამ ხან ის გამირბოდა ხანაც მე გავურბოდი მასთან საუბარს.
ახლა კი იმაზე ვორჭოფობდი რა მეთქვა მისთვის,ღირდა კი მასთან მასლაათი?ბოლოს ნაბიჯებს ავუჩქარე დავეწიე და იდაყვში ხელი დავავლე რომ გაჩერებულიყო.
ღია ცისფერი,ცრემლჩამდგარი თვალები ჰქონდა სახე კი ტკივილიანი.გაკვირვებით თუ ერთგვარი რიდით მიმზერდა,მისი თვალებიდან კი ტკივლსა და მარტოობას ვკითხულობდი.
-თქვენთან საუბარი მინდა,თუ თანახმა ხართ-
-განა გვაქვს რაიმე სათქმელი?-მიმიგო უცნობმა.
-სათქმელი ბევრია,მხოლოდ გადმოცემაა ძნელი თუმცა ხანდახან თვალები გვყიდიან და სათქმელს ისინი გადმოსცემენ.-
-და მე თვალებმა გამყიდეს?-მკითმა მან მცირე დუმილის შემდეგ.
-დიახ,იქნებ მიამბოთ?-
-რთულია ჩემთვის-თავი ჩახარა კაცმა.
-გულში ნუ იხვევთ ტკივილს,განთავისუფლდით!-მცირე ხანს დუმდა უცნობი,ალბად სიტყვებს ალაგებდა.
-ბედნიერი ოჯახი მქონდა ,მოსიყვარულე ცოლი,შვილი.ჩემი ანო.(უდიდესი სითბოთი საუბრობდა იგი)ბედნიერად ვცხოვრობდით სანამ ანოს ლეიკემია არ წაგვართმევდა.სულ რაღაც 4წლის იყო ანო...მერე მეუღლემ ვეღარ გაძლო და გული გაუსკდა.-ცრემლებით დაასრულა მან თხრობა.
-ჩანთაში რა გაქვთ?-ვკითხე და მის პასუხს დაველოდე მაგრამ ის დუმდა,მერე ჩანთა მუხლებზე დაიდო ელვა შეხსნა და იქედან პაწაწინა ვარდისფერი სათამაშოები გამოჩნდა.ცრემლები აქ უკვე ვერაფრით შევიკავე და ავზლუქუნდი ხელში ავიღე ერთერთი სათამაშო და გულზე მივიდე.
-ჩემი ანოსია-ამოთქვა მან და აქვითინებულმა სათამაშოს აკოცა...



№1  offline წევრი სანდრა

იმდენად მწირი იყო და გაუმართავი, ემოციები, რომლებიც შეგეძლო გადმოგეცა და ჩვენც აგეტირებინე, დაიმალა.
როცა საკონკურსოდ ამზადებ რამეს, მეტი გააზრება გმართებს.
ეს არ არის საკონკურსო ჩანახატი, მაპატიე.
წარმატებები.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ყველანაირად სუსტი იყო.სჯობდა,ჯერ არ დაგედო.ხომ იცი, რომ კონკურსში არ არსებობს მეორე შანსი.

 


№3  offline მოდერი ანკა

სიმართლე გითხრა მაინცდამაინც არ მომეწონა. საშუალოზე ოდნავ დაბალ შეფასებას მივცემდი...
გრამატიკული შეცდომებიც გქონდა, რაც თვალში ცუდად მომხვდა. ემოცია ვერ ვიგრძენი. თითქოს მივხვდი რისი გადმოცემაც გინდოდა, მაგრამ არ გამოგივიდა...

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

ზედმეტად გაშიფრული იყო.
შეცდომებზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ "ალბად" რომ არ აღვნიშნო, არ შეიძლება.
მომავალში წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent