შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასროლა...


12-09-2015, 21:48
ავტორი IZABELA...
ნანახია 2 140

***
ამბობენ როდესაც ,ვიღაცას კლავ, შენი მზერა იცვლება ,თვალში თითქოს უშიშრობის ნაპერწკალი გენთება,რადგან გგონია უარესი უკვე მოხდა ..მაგრამ ცდება ის ვინც ამას აღიარებს, ადამიანი ვერასდროს შეეგუება იმას ,თუ როგორ ხელყო სხვისი სიცოცხლე,თვით მკველელბსაც კი გულის მიყრუებულ ,ობმოკიდებულ კუნჭულში უღვივით სინდისის ნაპერწკალი ,რომელიც ღამით სიზმარში მაინც არ მიატოვებს და სასთუმალს ნაირ-ნაირი ზმანებებით გაუმრავალფეროვნებს.
***
ოთახში სიკვდილის და სიბინძურის მძაფრი სურნელი ტრიალებდა,ორი მამაკაცის გახშირებული სუნთქვა ერწყმოდა ,გამეფებულ მდუმარებას.ერთ-ერთის გული უფრო მეტი სიმძაფრით ძგერდა ..ვინ იცის, ეს გარდაუვალი სიკვდილისგან თუ წარსული ცოდვების უხვი რაოდენობისგან ხდებოდა მაგრამ ფაქტია, გული ძგერდა ...
სიკვდილის ანგელოზი ნაზად ირწეოდა კაცის მხარზე და ჩუმი ,ბოროტული სიცილით ელოდა დასასრულს ... სიკვდილიც დააფრიალებდა ფრთებს, შრიალებდა ,ელამუნებოდა ჰაერს,სიმძიმეს მატებდა. მკვლელის,მოჭმუხნული სახე უფრო მოიჭმუხნა ,ჟანგბადი სწრაფად გადაუშვა ფილტვებში ,თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და გაისროლა.ტყვია ,მცირე ბათქით მოსწყდა ჩამკეტს და ერთ წამში რაღაც დასრულდა.

მკვლელის თვალები და გამოხედვა შეიცვალა, უამრავი ცოდვით დამძიმებული ხურჯინი ,უფრო დამძიმდა და დააწვა მის მხრებს,კიდევ ერთი შავი ლაქა შეემატა ,ანვლილ ცხოვრებას.
მკვლელმა სახლი დატოვა...
***
ამბობენ ნოემბრის წვიმა განსაკუთრებულიაო,ადამიანთა გულებს მისი მაცოცხლებელი ძალა სიყვარულით ავსებსო.აი,ნოემბრის წვიმის ბოლო წვეთები სხლტებოდა გამხმარი ფოთლებიდან .დედამიწას ნისლის ფარდა დაეფარებინა.ირგვლივ კანტი-კუნტად მიმოდიოდა ხალხი და ჩუმი ჩქამი აპობდა დამძიმებულ ჰაერს.
კაცს იარაღიანი ხელი ქურქის ჯიბეში ჩაედო,მძიმე ხურჯინს ოდნავ წელში მოეხარა მაგრამ ,ის ნაბიჯებში კვლავ იგრძნობოდა სიამაყე განვლილი ცხოვრების სისასტიკე ,სიყვარულის მათრობელა სურნელი და ალბათ მეგობრისთვის ვერ ნაპატიები საყვარელი ქალის სიკვდილი.
მიდიოდა ...მხოლოდ მისი ფეხსაცმლის ლანჩი გამოსცემდა ხმას და დედამიწას უყვებოდა წუთისწინ ჩადენილ დანაშულს.
მიდიოდა...მიჰქონდა დამძიმებული სინდისი და ხურჯინი.
მიდიოდა და კვლავ ბუზის ბზუილივით შემაწუხებელი ხალხის წიკვინიღა აპობდა ჰაერს...ცოდვებით დამძიმებული დედამიწის ჰაერს...


ვეცადე ბოლომდე გადმომეცა ის რასაც წერის დროს ვგრძნობდი,არ ვიცი რამდენად შევძელი.ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდვია
....



№1  offline მოდერი sopiko

კარგი იყო მაგრამ პირველ აბზაცში შევატყვე რომ სერიალ "კარადაის" უყურებ :-D სულ ბელგინის და ნაზიფის სიტყვები იყო, ოღონდ მხოლოდ პირველ აბზაცში! :-D

 


№2 სტუმარი izabela

მადლობა ,მაგრამ კარადაის არ ვუყურებ უბრალოდ ეგ სიტყვები მომესმინა, სამი თუ ოთხი. :-D დანარჩენი ჩემი ონტერპრეტაციაა.

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო და განსხვავებული იყო.რაღაც მომენტებში იყო შეცდომები,მაგრამ მთლიანობაში ნორმალური გამოგივიდა.

 


№4 სტუმარი izabelA

მადლობააა და გავითვალისწინებ… <3

 


№5  offline წევრი Ignifex

კარგი იყო,მომეწონა<3 წარმატებებს გისურვებ <3

 


№6  offline მოდერი ანკა

მომეწონა, კარგი ჩანახატი იყო, მაგრამ სასვენი ნიშნების დასმასთან დაკავშირებით ბევრი ხარვეზი გაქვს. აზრი საინტერესოდ გქონდა ჩამოყალიბებული. საბოლოო ჯამში ნორმალური იყო

 


№7  offline წევრი IZABELA...

Ignifex
კარგი იყო,მომეწონა<3 წარმატებებს გისურვებ <3

მადლობა დიდი.<3

ანკა
მომეწონა, კარგი ჩანახატი იყო, მაგრამ სასვენი ნიშნების დასმასთან დაკავშირებით ბევრი ხარვეზი გაქვს. აზრი საინტერესოდ გქონდა ჩამოყალიბებული. საბოლოო ჯამში ნორმალური იყო

ოოო სასვენი ნიშნები ჩემი ტკივილია.:D გავითვალისწინეეებ და გამოვასწორეეებ.<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent