შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვაფერადებ სამყაროს


15-09-2015, 00:18
ავტორი stranger9
ნანახია 2 240

მივუყვები ქუჩას და შავ-თეთრ სამყაროს ჩემს გონებაში ვაფერადებ. მივაბიჯებ გზააბნეული და ვხედავ უსიცოცხლო, გაყინულ სახეებს, თითქოს ხალხს დაავიწყდა რა არის: სიხარული, ბედნიერება, სიყვარული... მინდა ვიყვირო, ისე რომ ყველამ გაიგოს: "გაიღიმეთ ხალხო, ცხოვრება მშვენიერია". თუმცა, სულაც არაა უზრუნველი და ჩვენი სურვილების მიხედვით აწყობილი. ჩვენს პატარა სხეულებში ჩატეული დიდი გულებით უნდა გავალამაზოთ და შევცვალოთ ის. მე რომ ამის ძალა შემწევდეს, წამითაც არ დავფიქრდებოდი თუმცა ამისათვის ყველა ჩვენგანის პატარა წვლილია საჭირო.
რამდენ წელს ცოცხლობს ადამიანი? -70? -80? -90? თუ 100? ეს წლები არაფერია, წამში გაიფრენს ფრთაგაშლილი არწივივით და როგორც არ უნდა მოინდომო უკან ვერ დააბრუნებ. რატომ ვხარჯავთ ჩვენი სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს წამებს, წუთებს, საათებს მხოლოდ ცუდის ძიებაში? ვეძებოთ ადამიანებში კარგი და არ დავკარგოთ ისინი ვინც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. მერე რა, თუ ზოგჯერ გულს გვტკენენ? ჩვენ რამდენჯერ ვაწყენინებთ ღმერთს, თუმცა ის მოგვიტევებს როცა ამას ვთხოვთ და რა უფლება გვაქვს ჩვენ არ ვაპატიოთ ვინმეს?
ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი როცა ყალბი ღიმილიც კი აღარ ეკარება მის სახეს. სანამ ცრემლების საფრქვევად არ გვაქვს საქმე, გავიღიმოთ. ცხოვრების სიმწარეს ჩვენი სიცილი დავუპირისპიროთ და ზღვას კი არა ოკეანეს გადავცურავთ. ადამიანები ერთად დიდი ძალა ვართ, მთავარია გვერდიგვერდ დავდგეთ და "ცოცხალი ჯაჭვით" დავუხვდეთ სირთულეებს.
მიყვარს სეირნობა და ამ ყველაფერზე ფიქრი. აი, ახლაც მივუყვები ქუჩას რომელსაც ერთი შეხედვით ბოლო არ უჩანს, მივდივარ იმ იმედით რომ დავინახავ ბედნიერ სახეებს, დავინახავ როგორ ეხმარება ახალგაზრდა მოხუცს, მდიდარი - ღარიბს და პირველ რიგში ადამიანი - ადამიანს. გამვლელთა უსიცოცხლო სახეებს ჩემს გონებაში ვანაცვლებ ღიმილით და მეც მეღიმება. ალბათ ზოგს გიჟიც ვგონივარ.
ვეგონო.
ვეგონო გიჟი, თუმცა მიცნობდნენ როგორც ბედნიერ გიჟს და არა სიცოცხლე მობეზრებულ გენიოსს.

___________
ვიცი რომ პატარაა და არც იდეალურადაა დაწერილი. ჩემი მე-2 ან მე-3 ჩანახატია 14 წლის განმავლობაში და უბრალოდ მინდა შემიფასოთ❤



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

გამართული ნაწერი იყო,ძირითადად არც იყო მნიშვნელოვანი შეცდომები.დამწყების გვარობაზე კარგი გაოგივიდა.უკმარისობის გრძნობა დამრჩა.მგონია,რომ ვერ ჩასწვდი სურათს ისე,როგორც საჭირო იყო,მაგრამ მაინც ნორმალური გამოგივიდა.

 


№2  offline წევრი Ignifex

მომეწონა,ყოჩაღ. კარგი თემა აირჩიე,ჩემი სუსტი წერტილი. მართლაც არ გვაქვს უფლება ვინმეს რამე არ ვაპატიოთ,განსაკუთრებით მაშინ,თუ ყოველ მეორე დღეს ჩვენ ვთხოვთ ღმერთს მიტევებას. ყოველთვის ამას გავიძახი,მაგრამ ჩემს გარშემო მხოლოდ ერთი-ორი თუ მეთანხმება. wink მოკლედ,კარგი იყო ჩემს თვალში და წარმატებებს გისურვებ! love

 


№3  offline წევრი maridb

მომეწონა კარგი იყოო <3 წარმატებები love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline მოდერი ანკა

პუნქტუაციური შეცდომები გქონდა...
ჩანახატი ჩემი აზრით ნაკლებად იყო კავშირში სურათთან

 


№5  offline წევრი stranger9

ანკა
პუნქტუაციური შეცდომები გქონდა...
ჩანახატი ჩემი აზრით ნაკლებად იყო კავშირში სურათთან

როცა საქმე სურათის აღქმას ეხება, ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent