მარტოხელა კაცი
გამარჯობათ ეს მე ვარ, ან ვის აინტერესებს ვინ ვარ მე? ჩემი ცხოვრება ისე წარვმართე ეხლა მე მარტოხელა კაცი მქვია... ჩემი ფერადი ცხოვრება, სიცოცხლით სავსე და ბედნიერი, ეხლა რუხია, შავ-თეთრია... სეზონის ნებისმიერი დრო, გაზაფხული თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი ჩემთვის ნაცრისფერია, ფერი დაკარგა ცხოვრებამ... რა ცხოვრება განვლე? ეჰ, რო ვიხსენებ ეხლა ვხდები ბევრ ჩემს შეცდომას, მაგრამ ვაი რომ გვიანია... ვთამაშბდი, ვიკეთებდი, საყვარლებს ვიცვლიდი და ისე გადავეშვი წუმპეში, ისე ჩავეფალი ჭაობში, ვერც კი გავიაზრე... ჯერ მამა დავკარგე, მერე ცოლ-შვილმა მიმატოვა, ყველაზე გვიან დედამ დამტოვა, დიდხანს იბრძოლა ჩემი გამოსწორებისთვის, მაგრამ ხომ გაგიგონიათ? " კუზიანს სამარე გაასწორებსო?" დარდსა და სიმარტოვეში დალია დედამ სული... ჩემმა არასწორმა ცხოვრებამ ციხის გზას დამაყენა, ძლიერ გამიჭირდა, რუხი ფერები, სიმარტოვე, ლომკა... მერე, გვიან მაგრამ მაინც მივხდი ჩემს არასწორად არჩეულ გზას და სინანულის და სინდისი გრძნობამ არაქაცი გამომაცალა... საშინელებაა, როდესაც არც გარეთ და არც აქ, შენი მომკითხველი, რომ არავინაა!!! არავის ადარდებს შენი არაფერი, მაგრამ მე მადარდებდა იმ დროს როცა ყველა მყავდა მათი გრძნობები? აი, ჩემივე დათესილს ვიმკი... აღარ მახსოვს რამდენი წელია რაც ვზივარ ან რამდენი დამრჩა? დროის შეგრძნება დავკარგე, ისე არც ვინტერესდები... მე ჩამქარლი ცეცხლი ვარ, ნაცრად ქცეული... მგონი მეძახიან?! თქვენც გაიგონეთ? რაო? თავისუფალი ხარო? ნუთუ? ასე უცებ გავიდა წლები? ვაახ, უკვე გასულა, თურმე, 10 წელი... ციხის ჭიშკარი ჩემს ზურგს უკან მოიხურა. ერთი ცხოვრება იქ დარჩა, ეხლა ახალი იწყება ან იქნებ ისევ ძველი გრძელდება? ვდგავარ, გარემოს გავსცქერი და სიმარტოვე შემომაწვა... ნაცნობ ქუჩაში მივაბოტებ უცნობივით ჩემი პატარა ზურგჩანთით, ირგვილივ გაზაფხულია, სურნელით ვიგრძენი, თუმცა ჩემთვის ბურუსია, ნაცრისფერია გარემო. მე ხომ მარტო ვარ. მივდივარ, მაგრამ სად? ვინ მელოდება? ვის დავკარგივარ? მაგრამ მივდივარ ამ რუხ ფერებში დაკარგული მე, დაკარგული მარტოხელა კაცი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.