არავინ...
ჩემი არასდროს,სულ ცოტაც არ ესმოდა არასდროს, არავის. ცრემლები ყელში მეჩრებოდა და ვერ გადმოვცემდი ვერასდროს იმას, რაც ჩემს შიგნით ხდებოდა.თითქოს, ამ სამყაროში ზედმეტად ვგრძნობდი თავს და საზოგადოება ყოველთვის მიმანიშნებდა იმაზე, რომ სულაც არიყო საჭირო მეარსება. მგონია, ადამიანები ძლიერნი არიბადებიან,ისინი ძლიერნი ყალიბდებიან, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევით. მეც, ასე დამემართა, ცალმხრივი სიყვარული, მან თან მომკლა და თან გამაძლიერა, მაგრამ უბრალოდ ხანდახან ვგრძნობ, რომ, სადღაც კიდევ ვარ სუსტი, ისიც ვიცი, რომ მალე ეს სისუსტეც ჩაბარდება წარსულს, როგორც სხვა სისუსტეები. ცრელებით დამძიმებულს, სუსხიან ზამთარში, მარტოდმარტო მიგდებულს ზოგჯერ ტირილიც გამჭირვებია. ყველა ვერ შიგრძნობს, ვერ მიხვდება, მხოლოდ ერთეულები თუ გამიგებენ. იმას რის გადმოცემასაც ვცდილობ. უბრალოდ, ბედნიერება მინდოდა და ამისთვის მხოლოდ შენ მჭირდებოდი,სხვა არავინ, არ დამცალდა, არაუშავს, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება უკუღმა. მალე ჩემს გრძნობებსაც დამარხავენ, ჩემს გულმოკლულ დაღლილ გრძნობებს და განვისვენებთ უსასრულობაში. მხოლოდ ამ გაფრენაზე ვოცნებობ, სამოგზაუროდ ზეცაში წასვლა, მხოლოდ ეს მინდა. მაგრამ მაინც მწყდება გული, იმიტომ რომ ერთს ვითხოვდი, იმ ერთს რომელიც ჩემთვის შვიდ მილიარდს უდრიდა. არაუშავს, მარტო მე არა, ბევრს არდასცალდა. ჩემი გრძნობით არა, მაგრამ არდასცალდა. ძალიან მწარეა თვალი გაუსწორო, სიმართლეს რომელიც,ყოველ წამს გახსენებს, რომ სულაც არ ხარ საჭირო არსებობდე. დაღლილი გრძნობებით დამძიმებულს, დღეს სუნთქვაც კი მიმძიმს უშენოდ. ყველაფერი მარტივი მეგონა, მე ხომ ვერც კი ვხვდებოდი წინ რა მელოდა. მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულს ფერი დამკარგვოდა, ოთახში გავიქეცი, ჩავკეტე კარი და უზომოდ ბევრი ვიტირე. გაივლის, ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, როდესაც ამ სიტყვის ჭეშმარიტებაში თვითონ მეპარებოდა ეჭვი. მახსოვს, უბრალოდ ვერნათქვამი სიტყვები მახრჩობდა. ცრემლები მერევა, ულევი ცრემლები და მშურს იმ ადამიანების, რომლებიც იძულებით არ იღიმიან. ხანდახან ისე მწარედ და მტკივნეულად მენატრები, რომ ეს მონატრება შემისისხლხორცდა. ისე დამივლის ხოლმე შენი ჩახუტების სურვილი ტანში,ისე მასევდიანებს, ვერ გადმოვცემ უბრალოდ სიტყვებით. როგორ მინდა თხუთმეტი სექტემბერი დაბრუნდეს, თავიდან გათენდეს, თავიდან დაიწყოს დრომ ათვლა, მზემ ამოსვლა, შენ კი კვლავ მაჩუქო ალერსი, უამრავი თბილი სიტყვა და ტკბილი ღიმილი. ვიცი, რომ შენთვის სულ არავინ ვარ, საერთოდ არავინ, ვიცი, რომ უნდა წავიდე. წასვლა არმინდა, მაგრამ წავალ..... და ესე უბრალოდ ძალიან ვიღლები ხოლმე, ვიღლები ცრემლებით , სევდებით და ადამიანებით. და როცა.... ათი წლის შემდეგ, იგივე გრძნობით და უფრო ძლიერად გეტყვი "მიყვარხარ!! ვიცი, უბრალოდ გაგეცინება და მოეხვევი , მას ვინც ორ დღეში დაგანახა სიყვარული. მაგრამ, გახსოვდეს ჩემნაირად ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს, როცა ყველა მიგატოვებს და მარტოდ-მარტო დარჩები, გამიხსენე რადგან მე შენ ყოველთვის დაგელოდები............................. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.