შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ცეკვა


16-09-2015, 20:40
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 2 427

არსებობს შლიაპა,რომელიც არ ხუნდება და ის მე მეკუთვნის.
პიჯაკი ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ ჩამოძონძილი, უხეში ნაჭერი, ძაფის რამდენიმე ფერითაა ერთმანეთს დაკავშირებული,რომ არ ჩამოიქცეს. ხელის მოსმის დროს, თითები ხშირად მეწებება იმდენადაა ოფლითა და ტანჯვით გაჟღენთილი.
შარვლის ტოტები ტალახითაა შეღებილი და სუნი პიჯაკამდე აღწევს. ფეხებს ებლანდება და სიარულში ხელს უშლის. რამდენჯერმე წამაქცია როცა მაღალ კიბეებს ავუყვებოდი ან ესკალატორში მყვებოდა გადმოსვლის დროს. როგორ ვართობდი უნებურად ადამიანებს. როგორ ბრწყინავდნენ მათი თვალები...
ზურგჩანთა მე უფრო მატარებს-ვიდრე მე მას. ტყავის, მოყავისფრო,თითქმის მდიდრული შესახედაობის. შიგნით თვეებია რამდენიმე გადაუშლელი, ჭიების შეჭმული წიგნი გდია,რომელსაც სავარაუდოდ არც არავინ გადაშლის. ხალხი ნაგავს გულით ატარებს და არაფერი დაშავდება მე მას ზურგი მივუშვირო. დაე,იაროს ჩემთან ერთად, ჩემსავით დაფლეთილმა და დავიწყებულმა.
მეტი არაფერი გამაჩნია. მართლაცდა როგორი შთამბეჭდავია ჩემი საცოდაობა. რამდენიმე ცრემლსაც დააცდენინებს ადამიანს, თუ კოკისპირულად არ ატირა. ისე როგორც ის გოგონა, ლუვრის შესახვევთან, წვიმის დროს. ცრემლების სიხშირემ დაფარა წვიმა და მე ვიგრძენი მისი გემოც კი. ,,რა ლამაზია“... გავიფიქრე ჯერ ისევ ახლად მბზინავი შლიაპის შიგნით და თავი ჩავხარე. ,,და ის ჩემს გამო ტირის...“
მე გამაჩნია სითამამის უხვი დოზა,რადგან ფანტაზია უნებურად რეალობასაც უერთდება ხოლმე,როცა კრიტიკული სიტუაციაა ან მიუსვლელი გზა. მივედი, შევხედე და ჩემი შლიაპა ოფლით დაინამა, კანმა კი წითელი შეფერილობა მიიღო. ,, რა ლამაზია“-ო შეჰყვირა მთელმა შინაგანმა და ყველა ემოცია ჩემკენ გამოუშვა... სიტყვები რაღაც ძალით შევაერთე და გავუღიმე.
-ჩვენ,მოღრუბლული პოეტები... -დავიწყე,მაგრამ ვერ გავაგრძელე- ჩვენ... ერთ მოღრუბლულ სამყაროში ვცხოვრობთ, ის გავს... ჩაცმულობას, განწყობას,სხეულის რითმს...
სიტყვებმა დაკარგეს ადგილმდებარეობა. თვალები დავხუჭე, არ მინდოდა მეყურებინა როგორ გაიქცეოდა და როცა რამდენიმე წამის შემდეგ მისი სუნამოს მომაჯადოვებელი სუნი კვლავ ვიგრძენი, ყველა სიტყვა ადგილზე დავაბრუნე...
-ნუ შემიცოდებთ,რადგან ჩვენ მოღრუბლულ პოეტებს აქ - ხელი შუბლზე დავიდე- იმაზე მეტი ფული გვაქვს, ვიდრე რომელიმე მილიონერს შენი სანაცნობოდან.
და ჩვენ... ვითხოვთ მოსმენას. და...

თვალები მოვაშორე, ტუჩები გამიქვავდა - ღმერთო ჩემო,როგორ დამაბნიე. - ამოვიკვნესესავით და ზურგი ვაქციე, საკუთარი თავით დამწუხრებულმა, შემთხვევის ხელიდან გაშვების გამო,დანაშაულის გრძნობით სავსემ...
-სულ ეს იყო?! სულ ეს ხართ?- შემიძლია დავიფიცო რომ მე ანგელოზის ხმა გავიგონე-ჰეი, ამით აპირებთ ყველაფრის დასრულებას ბატონო ფრენკ? თუ ვეღარც მცნობთ?

ანაბელი. სილამაზით და სიკეთით სავსე ანაბელი. როგორ დამავიწყდა მისი სახე.
-ანა... - ჩემი აყროლებული პიჯაკი ვეღარ დავაკავე და მივეხუტე- როგორი საოცარი ხარ, პატარავ... სულ პატარა, ცამეტიოდე წლის და ახლა. ღმერთო!-შევიცხადე- ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მომდევნო შეხვედრისას ვერ გიცნობდი, თუმცა მე ხომ არც მიფიქრია მომდევნო შეხვედრაზე.

-შენ საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდი ხოლმე, შენ ამ ბნელი ქუჩების უდანაშაული მსხვერპლი ხარ, უსათუოდ მოგატყუეს არა ფრენკ, აბა სად წახვედი, ვისთან,რა მიზნით... რომ მიდიოდი წამოგცდა ,,უნდა ავიხდინო ჩემი ოცნებაო“ მე კი რასაც ვხედავ, ოცნებას სულაც არ ჰგავს, ეს დამამცირებელია შენთვის.
-მე სულ ვოცნებობდი ვყოფილიყავი მაწანწალა, ჩემო მშვენიერო, და მე ეს ოცნება ავიხდინე. - თვალები მიბრწყინავდა-შენი მეორედ ნახვის ოცნებასაც თუ არ ჩავთვლით, მე უკვე ყველაფერი მინახავს და ყველაფერი განმიცდია, ამ ბილიკის დანახვაც კი მაბედნიერებს რომელზეც ახლა ვდგავართ, ეს ნახევრად ანთებული მთვარეც სიცოცხლეს მივსებს, შენი სახის დანახვისას კი -უკვდავებას ვგრძნობ. გინახივარ ასეთი ჩემო ანა?! ჰა, რაღა გატირებს, გინახივართქო?!

პატარა თითები ჩემს ჭუჭყიან ხელებს მოუჭირა და ციცინათელებით განათებულ ცას ავუყევით.

-რატომ წახვედი?
-მე არ ვეკუთვნოდი იმ სამყაროს ანა.
-სხვა მიზეზი არ არსებობს?
-იმაზე დიდი მიზეზი არაფერია,როცა შენს გარშემო, ადამიანებთან რომლებიც წესით მოელვარე იმედებს უნდა გავდნენ, გამუდმებით უცხოობას გრძნობ.
-შენ გაიქეცი...
-არა, მე ჩემი სახლის გზა ვიპოვე.
-მაგრამ გაიქეცი.
-კარგი, იყოს როგორც ამბობ. თუმცა მართალიც ხარ. გავიქეცი. გავიქეცი ჩემი სამყაროსკენ...
-და უკან არც მოგიხედავს ხომ?-ცრემლებმა სახე დაუნამა
-დამიჯერე, იმის მიუხედავად რომ შენ უკან დარჩი, გამუდმებით წინ ვხედავდი შენს სახეს,ჩემი ნაბიჯების პირისპირ.
-მე არ მჯერა მაგის.
-ისევ ისეთი სულელი ხარ და იმიტომ... -მინდოდა ცხვირზე მეკოცნა უბრალოდ ჩემი ჭუჭყიანი ტუჩების შემეშინდა. მისმა ღიმილმა გაანათა სხეულის ბნელი კუნჭულები.

ნახევრად განათებულმა მთვარემ,რომელიც მწვანედ აბიბინებული ბალახის წინ, თეატრის სცენასავით მოჩანდა, იარუსზე ადგილები დაგვითმო.
რამდენჯერმე აირეკლა ანას თვალებში, მთვარის მომხიბვლელი ჩრდილი, ღიმილმა კი მთლიანად შთანთქა. მე არ ვუყურებდი მთვარეს,რადგან მხოლოდ ანგელოზს ვხედავდი ჩემს გვერდით... სუნთქვისას კი უნებურად ვუკავშირებდი წამებს ან უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყოველ დეტალს ვიწერდი ჩემი გონების უბის წიგნაკში.
-თუ მთვარეს შეხედავ, მითუმეტეს მაშინ როცა ასე ახლოსაა შენთან,მასში უამრავი რამის დანახვას შეძლებ.

გაკვირვებულმა დახამხამა თვალები და გამომცდელად მიაშტერდა თეთრ,ოვალურ სივრცეს.
-სამწუხაროა რომ, სითეთრის გარდა არაფერი არ ჩანს. თუმცა ამ ძონძების ჩაცმის და ქალაქში წანწალის შემდეგ იქნებ დავინახო კიდეც...- ამოიგმინა-და შენ რას ხედავ ფრენკ?

იმ წამს,როცა ასეთ კითხვას სვამენ,შენ არ შეგიძლია იყო დედამიწაზე,მითუმეტეს ადამიანთან ერთად.

-მე ვხედავ... აი იქ- ხელი გავიშვირე- მარცხნივ, რამდენიმე სკამი დგას და შემოქმედი ადამიანები თავიან საკრავებს აჟღერებენ. ისმის ჯაზი, მკვეთრად... ჯერ არავინ ცეკვავს, მხოლოდ დასაწყისი ნოტებია, ჯერ მხოლოდ სიამოვნების ერთჯერად შეგრძნებას განვიცდით. შემდეგ იმის კლავიში, უერთდება საქსაფონი. დო,რე... აი აქ უკვე ხმის უშრეტ რიტმს ვგრძნობთ, მუსიკა ცოცხლდება, ადამიანების თვალებში ცეცხლი ელვარებს. გოგოებს ყვავილებიანი კაბები აცვიათ, ლამაზ,დაბალძირიან ფეხსაცმელებზე დგანან. თმაში გვირილები აქვთ დამაგრებული და მხიარულად საუბრობენ რაღაცაზე. ტანი ცეკვაზე ოცნებობს, თუმცა მფლობელი არ უშვებს. საჭიროა რაღაც სხვა. ისმის გიტარა , მი,ფა,სოლ... უკვე ვეღარ მორჩილდებიან, კისერს იღერებენ, ტანს არხევენ. ლა... სუნამოს სურნელადაა ქცეული მთელი ოთახი, ჭერიდან იასამნის ფურცლები ცვივა. ნახატები ჩნდება კედლებზე, ვან გოგი, მოდილიანი, ფრიდა. ოთახი უკვე ჩვეულებრივი აღარ არის, ის მუზეუმია, სიხარულგადაფარებული, შემოქმედებითი საბნით. ყველგან ხელოვნებაა, ,,არტი“, მუსიკა. იატაკზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე,ნოტები გდია... რამდენიმე ფრად იღებება კედლები, ცოცხლდება შედევრები, კვდება სინამდვილე...

სინამდვილე კვდება...- გავიმეორე დამწუხრებული სახით და წამიერად ანას შევავლე თვალი-ის დაბნეული იყო, თუმცა შეპყრობილი მისმენდა.
-ახლა უკვე აღარ არსებობს სიუცხოვე, შიში, შფოთი, ყველაფერი დღესასწაულია, ყველას უხარია რომ სუნთქავს, მოძრაობს, ხმაურობს... მოძრაობები მკვეთრად გამოკვეთილია, უკვე ყველა გმირი გაცოცხლდა. მოცარტი როიალზე უკრავს, პიკასო კი, ჩვეული, ამაყი მზერით ხატავს მოცეკვავე გოგონების სახეებს და უნებურად ღიმილი ეპარება. მარმელადივით ტკბილია, ყოველი კოცნა და ჩახუტება უცხო ადამიანების,რომლებიც თითქოს წამიერად გაერთიანდნენ. ეს რომ დედამიწაზე ხდებოდეს,ყველაფერი უნებურად დაიღუპებოდა. და ბოლოს... სი... - ხელი მთვარის დასასრულისკენ გავიშვირე და თმაზე ოდნავ შევეხე ანაბელს- აი იქ, ანა, სადაც მეორე ოთახია, სულ სხვა ხმა ისმის... გახსოვს რომ გითხარი, მთვარემ იარუსზე ადგილები დაგვითქმოთქო. აი იქ, იმ ოთახის კუთხეში, ის ჩვენთვის...

გავჩუმდი, თითქოს გონს მოვეგე, თვალები მოვისრისე და წამოდგომა ვცადე.
-რას აკეთებს იქ მთვარე ჩვენთვის?
-ცეკვავს...

გოგონამ გადაიკისკისა და ისიც ფეხზე წამოდგა. ხელი მხარზე დამადო და სიცილნარევი ხმით გამომემშვიდობა.
-გამიხარდა რომ გნახე ფრენკ. ამ სიტუაციაშიც კი გამიხარდა. ისიც კი გამიხარდა,რომ შენი გონება, ოცნების მუზეუმია და მეტი არაფერი.თუ ეს გაბედნიერებს,რატომაც არა...

მან მიმატოვა ანთებულ და ცრემლებით სავსე ღაწვებთან,სრულიად მარტო.
და გავუყევით გზას, მე და ჩემი მდიდრული სამოსი.
ტკივილის ძგერა ვიგრძენი და სიტყვები ოდნავ გასაგონად დამცდა...

-ის რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო... ის გზა რომ გაევლო რაც გავიარე.ასე არ დამცინებდა არა?! ღმერთო ფრენკ, რას ბოდიალობდი. და მაინც... ის რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო...

ნაბიჯებს ავუჩქარე და ერთ ვიწრო შესახვევში შევედი.
-ალბათ ის ჩემთან ერთად რომ წამოსულიყო, სრულიად არ მოეჩვენებოდა ეს უცნაურად...

თავი ხელებში ჩავრგე და ისე მივმართე მას თითქოს ჩემს წინ მდგარიყოს...
- ანა... ჩემო ძვირფასო... შენ არ იცი.
- რა არ ვიცი?
მესმის სუსტი ეგო და მეც შესამჩნევად მეღიმება.

- შენ არ იცი და ვერც ვერასდროს გაიგებ იმას რომ, სავსებით შესაძლებელია მთვარე ცეკვავდეს.

ჭუჭყიანი ფეხის ნაბიჯები, ბნელი ქუჩის ბოლოს შეწყდა.
პატარა მათხოვარი, ბუნკერიდან ამოძვრა და ჩემკენ გამოემართა ცრემლიანი თვალებით.
მე და მთვარემ კი-ცეკვა შევწყვიტეთ.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

" ტანი ცეკვაზე ოცნებობს, თუმცა მფლობელი არ უშვებს. " - ძალიან ახლოსაა ეს წინადადება ჩემთან. ფაქტობრივად მთელი ჩემი ცხოვრებაა.

რა კარგი იქნება, ყველას რომ შეგვეძლოს დანახვა, როგორ ცეკვავს მთვარე.

რაღაც მომენტში ცოტა გაწელილი მომეჩვენა ჩანახატი, მაგრამ ალბათ სიცხიანი რომ ვარ, ამის ბრალია.
მაინც შენებურად ლამაზი და მელანქოლიური იყო.
გამიხარდა, რომ მიიღე მონაწილეობდა და წარმატებებს გისურვებ.

მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები შენი გულშემატკივარი, უნიჭიერესო!!!

 


№2  offline წევრი gvanc(a) 15

მადლობა მარიამ, ვეცადე მაქსიმალურად დავხარჯულიყავი,ალბათ ამიტომ მოგეჩვენა გაწელილად. ფიქრი იმის უფრო მქონდა არ შევამოკლო,არ შევამცირო,რამე არ გამომრჩეს...

მე კი,შენი გულშემატკივარი ვარ...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

 


№3  offline მოდერი malena

ვერასდროს ვპოულობ სიტყვებს, როცა შენს "დამანგრეველ" რაღაცებს ვკითხულობ, თითქმის ყოველთვის მამუნჯებ და მიუხედავად იმისა, საზიზღარ ხასიათზე მაყენებ, სულ ველი შენგან სიახლეებს.

 


№4  offline წევრი gvanc(a) 15

malena
ვერასდროს ვპოულობ სიტყვებს, როცა შენს "დამანგრეველ" რაღაცებს ვკითხულობ, თითქმის ყოველთვის მამუნჯებ და მიუხედავად იმისა, საზიზღარ ხასიათზე მაყენებ, სულ ველი შენგან სიახლეებს.



მე და ჩემი მელანქოლია.
უდიდესი მადლობა.

 


№5  offline წევრი maridb

მომეწონა ძალიან <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№6  offline წევრი gvanc(a) 15

maridb
მომეწონა ძალიან <3



მადლობ :*

 


№7  offline წევრი lisebeth

გასაოცარი იყო ავტორ ყოჩაღ...ერტადერტი ხარ ვისაც 10 ქულას დავუწერდი... ბრწყინვალე იყო განსაკუთრებით ეს მომეწონა
ადამიანები გულით ატარებენ ნაგავს და მე ზურგს თუ შევუშვერ არაფერი დაშავდებაო
ყოჩაღ <3

 


№8  offline წევრი gvanc(a) 15

lisebeth
გასაოცარი იყო ავტორ ყოჩაღ...ერტადერტი ხარ ვისაც 10 ქულას დავუწერდი... ბრწყინვალე იყო განსაკუთრებით ეს მომეწონა
ადამიანები გულით ატარებენ ნაგავს და მე ზურგს თუ შევუშვერ არაფერი დაშავდებაო
ყოჩაღ <3


უდიდესი მადლობა.

 


№9  offline წევრი Ignifex

რაღაც საოცრად მომეწონა. ამ ადამიანში რომანტიკოსი დავინახე,რომელიც იდეალურ სამყაროზე ოცნებობს. ალბათ იმის ბრალია,რომ ახლა ვსწავლობ რომანტიზმს :D მოკლედ,ძალიან კარგი იყო და წარმატებებს გისურვებ! <3

 


№10  offline წევრი gvanc(a) 15

Ignifex
რაღაც საოცრად მომეწონა. ამ ადამიანში რომანტიკოსი დავინახე,რომელიც იდეალურ სამყაროზე ოცნებობს. ალბათ იმის ბრალია,რომ ახლა ვსწავლობ რომანტიზმს :D მოკლედ,ძალიან კარგი იყო და წარმატებებს გისურვებ! <3


მადლობ.

არ ოცნებობს,იქნებ იპოვა კიდეც, ვინ იცის...

 


№11  offline წევრი მეამეა

ძალიან კარგია, ძალიან...

 


№12  offline წევრი gvanc(a) 15

მეამეა
ძალიან კარგია, ძალიან...



მადლობ,მადლობ,მადლობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent