მარტოსული
შემოდგომის ცივი სიო სახეზე სასიამოვნოდ დამთამაშებდა. .აივანზე ვიჯექი ფეხებმოხრილი და ცხელ შოკოლადს ვსვამდი.ვფიქრობდი ჩემს აწმყოზე,წარსულზე და მომავალზე.თუ როგორი არარაობა იყო ჩემი ცხოვრება. სახლში ცხოვრობ მარტო,არ გყავს მამა ეს იმიტომ რომ ძალით ჩასახული ხარ დედის სხეულში.რომ შენმა „მამამ“ დედაშენზე ძალა იხმარა და ამის შედეგად კი გაჩნდი შენ. დედამ მიმატოვა რადგან ალბათ მე ვძულვარ,შესძულდა ჩემი არსებობა,მაგრამ რატომ გამაჩინა რატომ მაჩუქა სიცოცხლე თუ მაინც უნდა მივეტოვებიე და ქუჩაში დავეტოვებიე?ამას არ სჯობდა რომ სულ არ გავეჩინე?ეხლა ვარ ერთი მდიდარი ოჯახის მოსამსახურე,იქ ვცხოვრობ და იქ გამომუშავებული ფულით სწავლის თანხას ვიხდი.ყველა დამცინის სკოლაში როდესაც მივალ ყველა შემომხედავს და ამბობენ: „შეხედე რა აცვია“, „თმები რა მოუწესრიგებლად აქვს“, „მეცხრე კლასელია და თავს საერთოდ არ უვლის“. და მრავალი დამამცირებელი სიტყვები.ფულს ვაგროვებ რადგან მინდა რომ ჩემი ოცნება ავიხდინო და ლონდონში წავიდე რომ ცნობილი დიზაინერი გავხდე.მაგრამ ეს ოცნება ალბათ არ ამისრულდება ან ამისრულდება არ ვიცი.ცხელი შოკოლადი რომ დავლიე სამზარეულოში შევედი და ჭიქა გავრეცხე.ამ ოჯახში ძალიან კარგად მექცევიან.ნინა და ზაზა (ჩემი უფროსები)შვილივით მექცევიან და როდესაც ხელფას მაძლევენ ზაზა ყოველთვის მაძლევს ზედმეტს რომ ჩემთვის ტანსაცმელი ვიყიდო.მათ ერთი შვილი ჰყავთ სანდრო.სიმპათიურია,ერთ სკოლაში ვსწავლობთ მაგრამ ეგ „მაგარი ბიჭია“ და ჩემთან ურთიერთობა არ აქვს,პირიქით როდესაც სხვები დამცინიან ისიც მათ ჰყვება.სახლშიც ცუდად მექცევა.სულ მაწვალებს ხან ყავას მომადუღებიებს შემდეგ კი მეტყვის მე ჩაი მინდოდაო და ესე,დიდ ყურადღებას არ ვაქცევ მის მოქცევას,მაგრამ მაინც გულში მრჩება ის სიტყვები რასაც ყველა მეძახის-„მიტვებული საცოდავი“.ისეთი გვერდით არავინ მყავს რომ დავეყრდნო,რომ ჩემი აზრები გავუზიარო და რჩევა მომცეს.მეგობრები არ მყავს ყოველთვის მარტო დავდივარ,სწავლით კარგად ვსწავლობ,ინგლისურს კარგად ვფლობ.ალბათ გიკვირთ სამუშაოს და სწავლას ყველაფერს ერთად როგორ ასწრებსო?-დილით შვიდ საათზე ვდგები,სჭმელს ვაკეთებ შემდეგ სახლს ვალაგებ ნინას და ზაზას ვაღვიძებ ასევე სანდროსაც.სანდრო გოგოების მუსუსია ბევრჯერ შემისწრია რომ მის ოთახში ვიღაც ახალ-ახალი გოგოები ყოფილან მაგრამ მეუბნებოდა რომ არ უთხრა ნინას და ზაზას თორემ სამსახურს დაკარგავო მეც ვემორჩულებოდი სხვა გზა არ მაქ.ის 17 წლისაა მაგრამ თავის თავს ბევრის უფლებას აძლევს.შემდეგ წავალ სკოლაში მოვალ სახლში. დავალაგებ სახლს გავაკეთებ საჭმელს წავალ სუპერ მარკეტში და 10 საათისთვის უკვე თავისუფალი ვარ.შევალ ოთახში და ვმეცადინეობ ღამის პირველ საათამდე,შემდეგ ვწვები და ვიძინებ.მეორე დღეს ისევ შვიდზე ვდგები და ასე გრძელდება მთელი დღეების განმავლობაში. გათენდა.ავდექი ხელ-პირი დავიბანე და ჩავიცვი.დილის „პროცედურები“ ჩავატარე და სკოლაში წავედი.სკოლის ეზოში ფეხი შევდგი თუ არა გაისმა ხმები:“ვაუ მიტოვებული საცოდავი მოდის“ შემდეგ გოგოები შემომეგებნენ „ვაუ ახალი კაბა?რა მიეცი?ისე მეც ძალიან მინდა კოჭებამდე ჯინსის კაბა“ მე თავდახრილი მივდიოდი და კლაშიც შევედი.სკოლაში ჩემი დამცირების მეტი საქმე არაფერი ქონდათ.გაკვეთილები მალე დამთავრდა და სახლში წამოვედი სუპერ მარკეტში შევიარე და ეხლა ვიყიდე ყველაფერი რომ მერე არ გამოვსულიყავი სახლიდან.სახლში ყველაფერი გავაკეთე და ჩემდა გასაკვირად ადრე მოვრჩი.ოთახში შევედი ვიმეცადინე და გენიალური აზრი მომივიდა თავში.-აწი აღარც მე აღარ ვივლი 80წლის ბებერი ქალის ტანსაცმელით.ვთქვი და სახლიდან გავედი.მაღაზიაში შვედი და თვალები ამიჭრელდა ისეთი კარგი რაღაცეები იყო.ერთი შარვალი მომეწონა შავი რომელიც არც ისე ძვირი ღირდა და ეგ ვიყიდე.შავი ფეხსაცმელები და თეთრი „საროჩკა“.სახლში დავბრუნდი და დავიძინე რადგან გამოძინება არ მაწყენდა.მეორე დღეს ეს შავი შარვალი შავი ფეხსაცმელები და თეთრი საროჩკა ჩავიცვი.ჩანთა ავიღე და სკოლაში წავედი . „ვაუ ახალი სტილი?ეგრე გააგრძელე კატო კარგი სტილია.“ ირონიით მითხრა ერთ-ერთმა გოგომ მე კი კლასში შევედი. „მაინც მახინჯი ხარ“ და უამრავი ესეთი სიტყვები.უკვე ჩემი ფსიქიკა პიკს აღწევდა სახლში გავიქეცი და ოთახში შევვარდი რაც მეცვა ყველაფერი შემოვიხიე ტანზე და სარკის წინ სრულიად შიშველი დავდექი.ცრემლების ნაკადი სახეზე ჩამომდიოდა და გზას მიიკვლევდა.ვაკვირდებოდი ჩემს ყოველ ნაკვთს,ნუთუ ესეთი მახინჯი ვარ?გრძელი ფეხები მაქვს, მკერდი ნორმალური ზომა მაქვს,ქერა კულულა თმა მაქვს რომელიც სულ შეკრულია.დიდი ცისფერი თვალები და დიდი ტუჩები.კბილებზე ბრეკეტები მაქვს.და წარბები გაუკეთებელი.ხალათი შემოვიცვი და ჩემს ყულაბას მივვარდი სადაც ფულს ვინახავდი.გავტეხე იქედან საკმაოდ ბევრი ფული გადმოიყარა რომ დავითვალე თვალები შუბლზე ამივიდა.ძალიან ბევრი იყო ამ ფულით შემეძლო ლონდონში წავსულიყავი.ჩავიცვი და სკოლაში წავედი.ჩემი საბუთები გამოვიტანე და სახლში წამოვედი.ნინა და ზაზა სახლში იყვნენ ამიტომ მათთან მივედი და ვუთხარი: -მე სამსახურიდან მივდივარ,უფრო სწორედ ქვეყნიდან მივდივარ.ამ დროს კარებში სანდრო შემოვიდა. -კატო მშია და რამე მაჭამე რა. -ის ვერ გაჭმევს სანდრო.უთხრა ნინამ. -რატომ?გაიოცა სანდრომ და შემომხედა. -მიდის. -სად მიდის? -ლონდონში.-ვთქვი და მათ შვხედე. -აღარ დაბრუნდები?-მითხრა სანდრომ. -არ ვიცი ალბათ არა.ოთახში შევედი და ყველაფერი გავამზადე აეროპორტში წავედი და აქაურობას საბოლოოდ მოვსწყდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.