შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი?!


22-09-2015, 20:58
ავტორი სანდრა
ნანახია 1 817

იყო დრო, როცა რეალობა ფერადი იყო... ახლა გაუფერულდა.
იყო დრო, როცა სიცოცხლე მიხაროდა... ახლა გაუბრალოვდა.
იყო დრო, როცა თოვლი მაციებდა... ახლა მახურებს.
იყო დრო, როცა მზე მათბობდა... ახლა მაციებს.
იყო დრო, როცა ყველაფერი მიღირდა... ახლა გაუფასურდა.
იყო დრო, როცა თავი თოლია ჯონათანი მეგონა... ახლა ფრთები მეკეცება.
იყო დრო, როცა შესაძლებლობები უსაზღვრო მეჩვენებოდა... ახლა ჩარჩოები მაფერხებს.
***
მაშინ ვეხვეოდი. მაშინ ვეფერებოდი. მაშინ ვკოცნიდი... ახლა მეშინია. მეშინია, რომ ეს სამყარო ჩამჭირებს კლანჭებს და ჩამითრევს მასში.
დრო მიდის. მე ჯერაც ალტერნატივას ვეზიარები დღევანდელობის, მაგრამ დრო მაფერხებს... დრო მაშინებს... დრო სასრულად მეჩვენება, მგონია გახსნის პირს და შთამინთქავს. მთელ ჩემს ფანტაზიებს შთანთქავს და მე ჩავიძირები ამ უმარილო ზღვაში... ამ მშრალ ზღვაში... ამ უსიცოცხლოსა და უგრძნობში.
მაკანკალებს. გგონიათ მცივა? ერთ–ერთი ვარსკვლავი დურბინდად გამიხდია და ქვემოთ შემყურე თვალები იცინიან. დასცინიან? დიახ, დასცინიან.
დრო მიდის და შესაძლებლებლობების თითქოს უსასრულო, ამ დროს კი სასრულ მორევში ვიძირები.
***
–ქალბატონო? – წრიპინი ისევ და მომაბეზრებლად გადატრიალებული თვალები.
–გისმენთ, – მისკენ ვტრიალდები და ხელებს მუცელზე ვიკრებ.
–მუშაობთ? – აგრძელებს მომაბეზრებლად.
–ვმუშაობთ. – მოკლე პასუხებით ვიფარგლები.
–ტრანზაქცია? – არ ჩერდება. ტვინში მიკაკუნებს.
–დროებით შეჩერებულია, – მხრებს ვიჩეჩ და თვალი აციმციმებულ კომპიუტერს ეპარება.
–აბა როგორ მუშაობთ?! – დუდღუნებს თავისთვის, ტრიალდება და მიდის.
–უბრალო, – მობეზრებულად ტრიალებს ჩემი თვალები, ვარსკვლავებად ქცეული და უსაზღვრო გალაკტიკას შესცქერის.
ერთფეროვნება მოდის და მჭამს. ფეხის თითებიდან იწყებს და თავამდე ამოდის. ვემუდარები, რომ ფანტაზია დამიტოვოს. დამინდობს ვითომ? შეუძლია ვითომ?
–მან რა დაგიშავა... – ვემუდარები.
–არ შემიძლია, – მკბიჩავს, მახრამუნებს – გემრიელად.
–ის ხომ უდანაშაულოა... – ცრემლები მახრჩობს. მინდა დავემშვიდობო და ვერ ვემშვიდობები.
–არ შემიძლია! – აგრძელებს.
–კი, შეგიძლია! – დახშული ხმით ვყვირი.
–არა, არ შემიძლია! – მისი ფანტაზიაც უმატებს ტონს.
–შესაძლებლობები უსაზღვროა... – თითქმის ჩემთვის ვჩურჩულებ, მაგრამ ზუსტად ვიცი – ესმის.
–მაშინ რისთვის არსებობს ზღვარი? – მაბნევს.
–ზღვარი?! რისთვის არსებობ შენ? – ახლა ის იბნევა.
–ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს... მეც მაქვს, – აღარ მჭამს. ისვენებს და ხმამაღლა ხვნეშის.
–ჰოდა, ზღვარსაც აქვს თავისი დანიშნულება! ოღონდ ყველაფერში არა! დამიჯერე, შენს ქვეცნობიერს დაუჯერე და ნახე, შესაძლებლობები უსაზღვროა...
–არ შე... – წინადადებას წყვეტს, ტრიალდება და მიდის.
ერთფეროვნებისგან ნახევრად შეჭმული, მაგრამ, რაც მთავარია, ფანტაზია სავსე „მე“ მრჩება.
***
ერთფეროვნება ჯდება და ფიქრობს ბევრს. „ნუთუ მართალია? არასდროს მიცდია...“.
–ცდა ბედის მონახევრეა! – ჩასძახის ალტეგო.
–რა ვცადო? – ეკითხება დაბნეული.
–სცადე, შესაძლებლობებს ჩარჩოები მოხსნა და ზღვარი გაუუქმო! – ყვირის და აყრუებს.



№1  offline წევრი სანდრა

ენენე
patara momechvena,cotac areuli...
saboloo jamshi,mainc momewona.

დიდი დავწერე - ზედმეტიაო..
პატარა დავწერე - მცირეაო...
რაც ვარ, ეს ვარ, პლიუს ამას სიცხიანმა დავწერე თანაც ხუთ წუთში, ამიტომ მომიტევეთ თუ რამ სწორად ვერ მოვიტანე თქვენამდე❤

 


№2  offline წევრი Ignifex

მე ძალიან მომეწონა <3 წერის მანერიდან დაწყებული შინაარსით დამთავრებული. ყოჩაღ! წარმატებებს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი სანდრა

Ignifex
მე ძალიან მომეწონა <3 წერის მანერიდან დაწყებული შინაარსით დამთავრებული. ყოჩაღ! წარმატებებს გისურვებ <3

მადლოობა დიდი❤❤

 


№4  offline წევრი KaTE:))

მე პირადად ამ ნამუშევარში ავიბენი დავიბენი და გადავიბენი. ვერც თავი და ვერც ბოლო ვერ გავუგე... შენი წინა ნამუშევარი არ წამიკითხავს და არც მისი მოცულობა ვიცი, მაგრამ პირველად შდაბეჩტილებაზე გეუბნები, რომ ჯობდა დიდი დაგეწერა და გასაგები ვიდრე მოკლე და აბდა-უბდა... ვერც იმას მივხვდი ზღვა და ვარსკვლავები რა შუაში იყო? გასაგებია შედარება გსურდა, მაგრამ შედარების გარდა იმ მომენტში ყველაფერი გამოგივიდა...
დასაწყისი ადვილ ენაზე გეწერა და გავაანალიზე მაგრამ ბოლო იყო ვეფხისტყაოსანი... ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.
ნაშრომი სვსე ჩანდა გარეგნულად და იყო ცარიელი... ლამაზი გოგო სულით მახინჯი დაახლოებით ამდაგვარი რამ იყო...
გრამატიკული შეცდომებიც აღმოვაჩინე რამდენიმე, მაგრამ არაუშავს...
ჩემთვის მთავარი შინაარსი იყო, მაგრამ ვერ გამოვიტანე, არც ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შეიძლება მე ვერ ჩავწვდი ნამუშევარს სრულად ან... არ ვიცი!

ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ეს ჩემი არგუმენტია!
მე შენ ნამუშევარს-6 ქულით შევაფასებდი...

წარმატებები!
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent