შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიმიფურთხებია შენი მეგობრობისთვის.


22-09-2015, 21:31
ავტორი blue jeans
ნანახია 2 135

მე მძულხარ!მძულხარ იმიტომ რომ მეგობრობის სამი წელი არ დააფასე.მძულხარ რადგან გამყიდე.
მძულხარ რადგან სამი წლის მეგობრობა ორ თვიანზე გაცვალე.მძულხარ რადგან იმ სამ წელს პატივს არ სცემ.მძულს შენი გამოხედვა.მინდა რომ მოგკლა მაგრამ მერე ვფიქრდები მე შენზე ხელს არ გავისვრი.მე შენზე კარგი ვარ.
შენს ბოღმიან გამოხედვას რომ ვიჭერ მეცინება.სიმწრით მეცინება, სინანულით რომ ამდენ ხანს დაბრმავებული ვიყავი ვერ შევამჩნიე ‘’მე და შენ’’ როგორ დაიშალა.
მეცინება როცა შენს ახალ ‘’საუკეთესო მეგობართან’’ ერთად ბოლო ხმაზე ხარხარებ რადგან გინდა რამე მანანო,გინდა ვინანო რომ ვიჩხუბეთ.არ ვნანობ მინდა იცოდე.
არც მიხარია თუმცა შენ შეგეშალა ჩემთან.შეგეშალა როცა გამყიდველი მიწოდე.მე შენ არ გგავარ.
არ მჭირდები! არ მჭირდები!
როცა ვიღიმი მახსენდება რომ მარტო ვარ მე ცალკე ვდგავარ.მე სხვებს გამოვეყავი.
სიმარტოვე მომწონს.მომწონს რომ ვტირი რადგან ტკივილს უფრო კარგად შევიგრძნობ.
არ ვნანობ ამას სრულიად სერიოზულად გეუბნები.
გგონია შენ რომ მამცირებ ამით გამტეხავ??ასე მიცნობ??
იცი რომ არ გავტყდები მაგრამ გინდა გული მატკინო.გილოცავ გამოგდის.
იცი შენ ბოლომდე არ მოცნობ შენ არ იცნობ ჩემს ფიქრებს.იმდენად ღრმა ვარ ვერ ჩამწვდები შენ მაგდენი ძალა არ გეყოფა არ მიგიშვებ.არც მანამდე მიგიშვი ბოლომდე არ გენდობოდი და ახლა მიხარია.მიხარი რომ მხოლოდ შენს ლაპარაკს ვუსმენდი და მე ჩემზე არაფერს გიყვებოდი.
მტკივა მაგრამ ვერ ვინანებ იმას რომ მხედველობა დამიბრუნდა.
ეს კარგი იყო ასე უნდა მომხდარიყო თორემ ვერ გავიგებდი რომ არსებობენ შენნაირები.
სამი წელი მტკივა.სულში იარა მტკივა რომელიც სამმა თვემ ვერ შეახორცა.ვცდილობ დავივიწყო მაგრამ შენი ნახვა ყოველდღე მიწევს და სულში იარა ისევ იხსნება.
შენი მზერა ჭრილობაზე მარილს მაყრის.
მძულხარ მართლა მძულხარ ვიცი რომ სხვებთან დამცინი (ვიცი ბევრი მტერ მყავს).
მტკივა რომ ვერ გამიგე.ვერ გაიგე ჩემს სულში ვერ შეხვალ იქ ვირტუალური ლაბირინთია რომლიდანაც ვერ გამოხვალ.იქ იმ ლაბირინთში დაიკარგე და ის სირთულე ვერ გადალახე რომელსაც ერთგულება ქვია.ვერ მიერთგულე არ მჭირდები.მე მჭირდება ის ვინც იქ სადღაც შემოვა და დამინახავს მიმიღებს ცემი შავბნელი მხარეებით და არ გამკიცხავს.
ის მჭირდება ვინც ტკივილს კი არ მომაყენებს იმ სამ წელს შეახორცებს რომელიც აი ახლაც ამტკივდა და თავი ვერ შევიკავე.
კლავიატურაზე თავისით მეწერება.ის გამწარებული სული წერს,ის საშინელი ჭრილობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent