სექტემბერი
სექტემბერი ვერ ვიტან სექტემბერს ! არც ზაფხულია და არც შემოდგომაა, რაღაც ნეიტრალური... საშვალო... ვერც ბედნიერი ხარ. ვერც უბედური. თან ყველაფერი გინდა–თან არაფერი მწვანე ჩაის ვსვავ, ჩვენს აივანზე ვზივარ და სიგარეტს ვეწევი. ყველაფერი ისევ ისეა, ოღონდ უშენოდ... ჩვენს აივანსაც აღარ ქვია ჩვენი–ახლა ჩემია. ჰო, სიგარეტის მოწევა ისევ დავიწყე. პირობა ვერ შევასრულე, მაგრამ არც შენ შეგისრულებია პორობა! დამპირდი არასდროს მიგატოვებო. ახლა კი მარტო ვზივარ აქ უკვე ჩემს აივანზე და შენს საყვარელ ჩაის მარტო ვსვავ. (შენს და აღარ ჩვენს) მარტო ვაბოლებ სიგარეტს და კვამლს გავყურებ. მენატრები გითხარი არ მომენატრებიტქო მაგრამ ახლა ეს მონატრება მთელ სხეულს მიწვავს... ტირილი მინდა–ვერ ვტირი ისევ გავყურებ უსასრულობას და გელოდები ისევ ისე გელოდები. მაშინაც სექტემბერი იყო. მაშინაც საშვალო იყო ყველაფერი, ჩემი სიყვარულიც. საერთოდ ცხოვრებაში ან უყვართ ან არ უყვართ! შუალედი არ არსებობს, შუალედი დამღუპველია! ამიტომ არ მიყვარს არც სეტემბერი და ამიტომაც არ ეწერა ალბათ ჩვენს სიყვარულს გაგრძელება. –არ მომენატრები–გითხარი მაშინ და ესეთი დიდი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს. ახლა ეს მონატრება ყელში მებჯინება და ყველაფრის უნარს მართმევს. შენ გიყვარდა სექტემბერი. მე კი ახლაც ვერ ვიტან! იცი რატომ? სექტემბერში ყველა გრძნობა საშვალოა ჩემთვის. სექტემბერში ვერც კარგად ვიყავი, ვერც ცუდად. ახლა კი აღარ ვარ. ვეღარ ვარ უშენოდ! დიდ ნაპას ვარტყავ და შენი უძირო მწვანე თვალები მახსენდება. მწვნე... მწვანე... ჩემ ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი მწვანე იყო შენი წყალობით, მე კი ვერც მწვანეს ვიტან და ვერც სექტემბერს. ისევ ვაბოლებ სიგარეტს და ისევ შენ მახსენდები. რატომ ვერ გივიწყებ? ვეკითხები ჩემ თავს და მეცინება. ეს არც მიცდია და როგორ დაგივიწყებდი. სიგარეტი ჩაიწვა, ჩაიც დაილია... ჩემი მონატრება არ ტოვებს თავის ადგილს. ეხლა გეტყვი რომ მიყვარხარ, ვიცი ეს დიდი ხნისწინ უნდა მეთქვა და ახლა არც ეს მონატრება იქნებოდა ჩემი მეგზური, ერთად დავლევდით ჩაის, მე შენზე ჩახუტებული ვიჯდებოდი და კვლავ უსასრულობისკენ გვექნებოდა თვალი. –მიყვარხარ!–ახლა შემიძლია ვიყვირო. მაშინ კი ჩურჩულსაც ვერ ვბედავდი. დაელოდები თუ იცი რომ მოვა, მე კი ვიცი რომ შენ აღარ მოხვალ... და მე მაინც გელოდები... ვიცი აღარ მოხვალ... მე მაინც დაგელოდები... სიყვარული ტანჯვა ყოფილა მართლაც. და არც სექტემბერი ყოფილა საშვალო ჩემთვის. ჩემი მონატრება შეუძლებელია იყოს საშვალო ნებისმიერ თვეს თუ წელს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.