შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.....


22-09-2015, 22:57
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 976

კვლავ პესიმიზში ვიხრჩობი და გთხოვთ ჟანგბადს, რომელსაც ფასი არა აქვს ჩვენს წრეში და მაინც არ მაწვდით, მე დამოკიდებულს მასზე.
ისევ ჩემს ოთახში ვზივარ, სადაც მწუხარე სიმშვიდე სუფევს, ჰარმონიულად მოწყობილ კედლებში და აუღელვებლივ ვადევნებ თვალს ყველაზე სასტიკ ომს, რომლის განრისხებულ ერთ მხარეს შესაძლებლობები ჰქვია, მეორე მხარეს კი სურვილები რაც საერთო ჯამში წარმომიდგენს მძიმე დეპრესიას. დეპრესიის სიმძიმე და აუტანლობა, ჩემი თავის დაკარგვაში მდგომარეობს. ომობენ ჩემი უცნობი სურვილები, რომელნიც მიგზავნიან მე ამ მშვენიერ შიზოფრენიას და ვხდები წინ მჭვრეტელი, რადგანაც თვალ წინ მიდგას ბნელ ღამეებში ის ფსიქიატრიული კლინიკა სადაც მე მოვკვდები და ფეხს ავიდგამ სხვა განზომილებაში მშვენიერ ბნელ სიკვდილთან, რომლის მონატრება ამ ცოდვით სავსე ქვეყანაში მაცოცხლებს. რამდენადაა სიცოცხლე გამუდმებით წერაზე ფიქრი, ტანჯვა აუხსნელი მიზეზის გამო, და მწუხარება ამ უსასრულო სივრცეზე, თქვენ გადაწყვიტეთ. ასევე გადამიწყვიტეთ ის, თუ რამდენად ვარ ცოცხალი მე, როდესაც ეს ლამაზი სულები ეკვრიან ჩემს კედლებს.
მე შემიძლია გავანადგურო ჩემი უმიზეზო მძიმე მწუხარება ? მე შემიძლია ავდგე და გავიდე ჩემი ოთახიდან, სადაც რჩებიან შავი სულები და შიზოფრენია. არა, მე ისინი მიყვარს. მე ბავშვობიდან ვწუხდი ამ ჩემს სიგიჟეზე, მაგრამ ახლა მასზე ვარ შეყვარებული. ან მწუხარება რომ გამექცეს, ან ეს სულები, თუნდ შიზოფრენია, განა მე შევძლებ კვლავ წერას და უსაზღვრო სიყვარულს ხელოვნებისადმი, რომელიც საერთოდ არ მესმის.
ვდგავარ მდუმარედ სადღაც ჩემს შექმნილ ადგილას, და ველი ღმერთს, კრშნას, ბუდას ან ქრისტეს. ველი ღმერთს, რადგან მწამს არა მისი, არამედ მისი საუბრის, რომ შვებას მომგვრის, რომელსაც დაადასტურებს ბედნიერების ჟრუანტელი და იმედით სავსე ღიმილი.
გადაწყვეტილია ის, რომ ყველაფერი შემიძლია, რადგან ვარ ღმერთი. ნეტა განახათ ის მომენტები როცა მე დავფრინავ, ან შემოგეხედათ იმ დროს როცა ვთქვი „ იქმნას ნათელი–მეთქი“
ჩემი შესაძლებლობები ნათელს ჰფენს უმაღლესი ჭკუა გონების არსებობას, მაგრამ მაინც შეშინებული, ისევ ვწუხვარ სიკვდილთან მოგზაურობაზე, ვაითუ ვცდებოდე და ეს მტვრის ტოლფასი არსებობა შევწყვიტო.
არ შემიძლია წერა ოპტიმისტურად ადამიანის შესაძლებლობებზე... მე მწამს ამ კაცობრიობის, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია. მე მწამს საკუთარი თავის. მე მწამს ჩემი უსაზღვრო შესაძლებლობების რომელსაც ვერავინ ხედავს, რადგან მხოლოდ ჩემს გონებაში ხდება ის, რაც მე მსურს. და აჰა, გჩუქნით ჩემს პესიმიზმს, რომელიც რელობაა, და მოგიწოდებთ ოპტიმიზმის გაუქმებისკენ, რადგან არ მომწონს რომ გიყურებთ თვალებ ახვეულებს, სახეზე ღიმილით.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

დღეს სხვისი რჩევით წავიკითხე შენი წინა და ეს ჩანახატიც და...სად მქონდა აქამდე თვალები?!

 


№2  offline მოდერი malena

დედააა... არა, მე კი ვარ ქალი ოპტიმიზმი, სულ ყოველთვის უკეთესის იმედი მაქვს და მირჩევნია ასე, თვალებახვეული დავრჩე, მაგრამ შენ ვინ ხარ, აა?
ძალიან, ძალიან მომეწონა.

 


№3  offline წევრი maridb

მომეწონა ძალიან. იმედი მაქვს გადახვალ მესამე ეტაპზე. წარმატებები
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

დასასრულზე რატომღაც სიცილით ლამის მოვკვდი :D <3 რაღაცნაირი ფრაზა იყო ბოლოს, შეიძლება რეალობით სავსე, მაგრამ მაინც იუმორისტული ცოტა, ნუ ჩემთვის მაინც :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent