შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი თხოვნა_ გამიღიმეთ


23-09-2015, 12:54
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 084

ჩვეულებისამებრ, ფანჯარასთან ვზივარ რაფაზე იდაყვ ჩამოყრდნობილი, ისევ ღამეა, ისევ ის მთვარე და მე კვლავ თვალცრემლიანი შევცქერი მას იმის იმედად, რომ მხოლოდ ისაა ვისაც უთქმელად ესმის ჩემი მწუხარება, არც მიწყრება, არც მარიგებს, არც მტუქსავს და მაკრიტიკებს, უბრალოდ მისმენს_ მშვიდად, აუღელვებლად, მოთმინებით.

უკვე 14 სექტემბერი თენდება, ყველასთვის საყვარელი და საოცნებო დღე. ვის სკოლაში მიეჩქარება, ვის კი უნივერსიტეტში, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, ოღონდ ერთი განსხვავებით_ მე არ მიმეჩქარება. ან მინდა რომ მიმეჩქარებოდეს, მაგრამ ვერ ვჩქარობ, არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია... აი ასე უკვე 3 წელია... თუმცა ადრე ასე არ იყო. ყველგან ვჩქარობდი, იმ დღესაც ვჩქარობდი გზაზე გადასვლას და აი... დღეს უკვე მინდა, რომ ბედნიერს მიმეჩქარებოდეს სასწავლებლისკენ მაგრამ...
არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია.
და განა მარტო ფიზიკურად?
არა. მე მეშინია!
ვისი? რისი?
ხალხის, ჩემი, შენი, მისი...
თვალების... მზერის... ყურადღების...
მე სტუდენტი ვარ.
ხვალ პირველი დღეა.
და მე არ მეჩქარება ამ დღის გათენება.
იმიტომ, რომ არ შემიძლია...
თვალს ვწყვეტ ჩემსავით ჩაფიქრებულ მთვარეს და აკანკალებული ხელებით ჩემს კალთაში ტელეფონს ვეძებ, რომ ვნახო რომელი საათია, მაგრამ აქ არ არის, მაგიდაზე დამრჩენია. "კიდევ ერთხელ" იმედგაცრუებულმა ღრმად ამოვისუნთქე, ძლიერად ჩავავლე ჩემი სუსტი თითები ეტლის ბორბლებს და მაგიდისკენ გავგორდი.
ღამის 4 საათია.
უნდა დავიძინო.
თუმცა, ისევ ფანჯარასთან მივაგორე გაჭირვებით ჩემი ეტლი და მთვარეს ვედრებით ავხედე დანამული თვალებით. არ ვიცი რა მინდოდა. უბრალოდ იმ წუთას ვიგრძენი, რომ მთვარეს მარტო მე არ შევცქეროდი ამ ქალაქში ხვალინდელი დღის მოლოდინით და მე მას ვთხოვე გზავნილი გადაეცა ყველასთვის.
გთხოვთ გამიღიმეთ, რომ მე ბედნიერმა ვთქვა ცრემლების გარეშე____
მე შემიძლია... ხალხო, მე ეს შემიძლია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent