შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,ჩემი ფსიქოლოგი, გიჟია"


24-09-2015, 04:22
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 3 146

ხალხი მზეს სხივებს ეხვეწებოდა, იმდენად ციოდა იმ დღეს. ღრუბლებით მორთულ ცაზე, რამდენიმე ნაადრევად გამოღვიძებული ვარსკვლავიც ჩანდა,რომლებიც შეუმჩნევად ციმციმებდნენ ცისფერ ნაჭერზე.
ზიზღი იყოთქო ყველგან, ეს რომ ვთქვა, ალბათ არც იქნება გასაკვირი, უფრო პირდაპირობისთვის გამასამართლებენ, უბრალოდ სხვანაირად ვერ დავიწყებ.
ჰოდა ზიზღი იყოთქო ყველგან. განსაკუთრებით გამჭირვალე და აქტიური, ამობურცულ ასფალტსაც კი აჩნდა, კედლებსაც კი ღებავდა, ადამიანსაც კი აძულებდა- ადამიანს .ზიზღმა გაიმარჯვა, გრძნობების ომში.ზიზღმა შექმნა... შექმნა გარემოს არასამართლიანი თავსებადობა.

,,გავაქროთ ზიზღი, გავაქროთ ბოღმა, შევცვალოთ მსოფლიო!“
როგორი პოზიტიური და სიცოცხლით სავსეა ადამიანი,რომ მოინდომოს. ,,სამყაროსაც შეცვლიდა თურმე“-გავიფიქრე და ჩამეცინა. ,, ძალიანაც არ იჩქარო“- ისევ ღიმილი და გადაფურცვლის ხმა.
სწორედ იმ დღეს,როცა სისულელეების ამ უწყვედ ნაკადს თვალს ვავლებდი, შემხვდა უცნაური სტატია. გაზეთში,რომელშიც ძირითადად მარტოხელები დასეირნობდნენ და გულისწამსვლელი სასიყვარულო ისტორიები იწერებოდა, გაზეთში რომელშიც საჭმლის რეცეპტების და უაზრო ,,მრჩეველი“სტატიების გარდა არაფერი ეყარა, წავაწყდი თემას ფსიქოლოგიის არარსებობაზე.
მე როგორც მომავალ ფსიქოლოგს,გულზე მომხვდა ასეთი აგდებული მინაწერი და მთელი სტატია გულდასმით წავიკითხე.
ვიღაც ლაწირაკი, მდიდარი შთამომავლობით, ირწმუნებოდა რომ მისმა ფსიქოლოგმა ძალის გამოყენებით, ლიფტში ,,ჩატოვა” რის გამოც გული წაუვიდა და რამდენიმე დღე ანერვიულებული იყო.

,, ანერვიულებული ყოფილა“ - ზიზღის გრძნობა მომედო ,, ვინ იცის,იქნებ ამ ანერვიულებამ, იმ ფსიქოლოგს,სამსახურიც დააკარგვინოს. „- ისევ შევავლე ნაწერს თვალი ,, ფული არის ძალაუფლება,ფული არის ყველაფერი,სიცოცხლეც,სიკვდილიც და ბედნიერებაც“. გამიელვა, როცა გამახსენდა რომ ჯიბეში მხოლოდ ხურდები მეგდო.

,,სიღარიბეც ზოგჯერ გემრიელია,ოდნავ სიმდიდრეს როცა ჰგავს. ბევრს არც ითხოვს,უპრეტენზიოდ იღებს -მისაღებს“.

გაზეთის ძველი ნომერი გვერდით გადავდე და ახალი ავიღე, სხვა რა საქმე მქონდა, გაჩერებაზე, შაბათ საღამოს. უკვე ბნელოდა, მზემ ასპარეზი დათმო, ცა შავი ნისლით დაინამა. ყველაფრის ფინალი კი იყო, მუქად შეფერილი ბურუსი და ოდნავი ყინვა.
მოსაცმელი ტანზე შემოვიხვიე და იმ გვერდზე გადავშალე სადაც იმ პატარა ანერვიულებულის სტატია შემხვდა. რამდენიმე წინადადება და გავჩერდი.
,, პასუხი ანერვიულებულ პაციენტს“ - უმალ მოვკეცე გაზეთი და მოუთმენლად დავუწყე კითხვა..

,, ჩვენ, ადამიანის ფსიქიკასთან მოლაპარაკე ხალხი, ყოველთვის აღმოუჩენს და არარსებულს ვეძებთ.შენი აზრით რასაც ხედავ, პირველყოფილია? სიახლე და ექსპერიმენტები ქმნის სრულყოფილებას, ეს კარგად დაიმახსოვრე. უნდა გარისკო, უნდა გააკეთო ის რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, არასტანდარტულია. ასე მივაღწევთ, ასე შევქმნით,აღმოვაჩენთ. მითხარი რა ჯობს, დაეცე და შეეგუო იმას რომ რადგან დაეცი,ესეიგი ასე იყო საჭირო, თუ დაეცე და ხედავდე წამოდგომის შანსს, თუნდაც რამდენიმე ადამიანი გადგამდეს ფეხს? ასეა, ტალახის სროლა იოლია, არაფრის კეთება კი მარტივი. ჩემი ექსპერიმენტი,რომელმაც შენ ასე დაგაზარალა, ფსიქოლოგიის ერთ ძალიან საინტერესო მეთოდს მოიცავს. ალბათ არ არის საჭირო მაგრამ მაინც დავწერ, მას ჰქვია ,,პარადოქსული ინტენცია“. ის სავსებით გამართლებული და გამოყენებადია. ეს ტერმინი ნიშნავს, საუბრის ნაცვლად-მოქმედებას. ადამიანი ფსიქოლოგიურად მომზადებულია უარყოფითი რეფლექსისკენ და როცა მას უფრო აღრმავებენ,ინსტიქტურად ითრგუნება. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ერთ პაციენტ ქალს , რომელიც მძიმე კლაუსტროფობიით იტანჯებოდა ეშინოდა ლიფტის , ყოველგვარი ტრანსპორტის , თეატრის , რესტორნის -მისმა მკურნალმა დაავალა სპეციალურად ეძებნა სიტუაციები , რომლებიც იწვევდნენ კლაუსტროფობიის შეტევას და მოენდომებინა ის , რისაც მას ეშინოდა , კერძოდ სულის შეხუთვა . ასე მაგალითად იგი უნდა შესულიყო ლიფტში და ეთქვა საკუთარი თავისთის : '' აი , აქ კი ნამდვილად დავიხრჩობი !'' ასეთი მეთოდით ორი დღის მკურნალობის შემდეგ ეს ქალი უკვე ყოველგვარი სიძნელეების გარეშე შედიოდა ლიფტში და ავტობუსში , ხოლო ნახევარი წლის შემდეგ - უკვე მეტროშიც და საბოლოოდ განიკურნა .
როცა გაგიცანი, შენ კლაუსტროფობიით იტანჯებოდი,მე კი - შენით. არ მისმენდი, არაფრად მაგდებდი, სიტყვას სიტყვაზე მაყრიდი. მოკლედ, დამღალე. ჩემი ამხელა გამოცდილების ხარჯზე, მინდოდა ეს ყველაფერი გამეტარებინა როგორც ,,ფსიქოლოგიური სულისკვეთება“-ეს რა თქმა უნდა,ჩემი მხრიდან. საიდან არ მოგიდექი, როგორ არ ვეცადე, შენ კი არც მისმენდი, დაჯერებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
ხოდა ჩემო კარგო, ერთ ლამაზ საღამოს როცა უკვე შენგან თავის დაღწევას ვაპირებდი, ვიფიქრე ,, მე არ ვარ კარგი ფსიქოლოგი“, რამდენიმე ნაბიჯი გადავადგი და ავხსენი ჩემი თვითგვემა ,, ყველაფერი რაც გავაკეთე-არაფერია“. ადამიანს,ისევე როგორც ჩაის ჭიქას მრავალი მხრიდან შეიძლება მიუდგე. ყოველთვის ერთი მხარე არ გაამართლებს,ხოდა რისთვის არსებობს სხვა მხარეები? უკვე აღარ მამოძრავებდა ის შიში,რომ მე ვერ შევძელი შენი განკურნება, ეს უფრო ადამიანურ სოლიდარობას გავდა.რამდენიმე წუთის შემდეგ მე მართლა გულით მინდოდა დაგხმარებოდი.
იმ დღეს სეანსმა ჩვეულად ჩაიარა, რაღაცები დაათვალიერე ოთახში, ყავაც დალიე, წიგნიც წაიკითხე, პასტაც აწვალე, ყველაფერი გააკეთე-გარდა ჩემი მოსმენის. ამ დროს, მიზანზე გადართული ადამიანი, მსხვერპლზე ფიქრს წყვეტს და საქმეს შეუდგება ხოლმე. როცა ოთახიდან გამოვედით გთხოვე უბრალოდ შემოსულიყავი,რამდენიმე წამით, შენც დამიჯერე, ჩემს გვერდით დადექი. ხელი ქვედა სართულს მივაჭირე და მალევე გამოგეცალე. შეშინებულმა ყვირილი და ტირილი დაიწყე, მე კი ვიგრძენი სინდისის არნახული გამოვლინება. გული მეტკინა, მინდოდა გამეგო როგორ იყავი,რადგან იმ დღის მერე აღარ მინახიხარ. ჩემს ,,საზარელ“ ექსპერიმენტზე ვფიქრობდი. ეს ბოლო დღეები, მინდოდა განცხადება დამეწერა,სამსახურიდან წასვლის თაობაზე. დღეს კი შენი სტატია წავიკითხე და ის განცხადება სანაგვეში მოვისროლე. არაფერს არ ვიტყვი იმაზე,თუ როგორ მაღიმებდა შენი სალანძღავი სიტყვები,არც იმაზე გაგკიცხავ რომ მეც და ჩემ პროფესიასაც აბსტრაქტულ სისულელედ თვლი. ეს არაფერია... მთავარი მხოლოდ ერთი რამ არის.

ჩემო ძვირფასო, იმ დღის შემდეგ, ისევ გეშინია ლიფტში შესვლის?
ალბათ ამაზე პასუხს არ გამცემ, თუმცა სანდო წყაროსგან ვიცი,როგორ გამოხვედი დამშვიდებული, აუღელვებელი სახით და როგორ იქცა ეს საზარელი ადგილი, უკვე ბუნებრივ ტრანსპორტად. ასეა ასე, გახარებული ვარ... ნაწყენი კი არა,გახარებული. მინდა დაიმახსოვრო რომ ვერც მე, ვერც მსოფლიო დონის ფსიქოლოგები ვერ გიშველიან,თუ შენს თავს,თავად არ უშველი. მე უბრალოდ ხელი გკარი.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,ამას თავად ვქმნით.
ნახვამდის. იმედია ყველგან შევხვდებით,გარდა ლიფტისა.
შენი გიჟი ფსიქოლოგი“

გაზეთი დავხურე და ფეხზე წამოვდექი.
,,რა მშვენიერი დღეა“ ვთქვი ღიმილიანი სახით და მზის ჩამავალ ანარეკლს სახე შევუშვირე. რაღაც განსაკუთრებით ბრწყინავდა თბილისი.


<<






პირველ რიგში დიდი მადლობა, ვინც შემაფასეთ და გადაწყვიტეთ ჩემი მეორე ტურში გადასვლა.
ძალიან გამიხარდა,ძალიან.

ჩანახატს რაც შეეხება, სულ მინდოდა მსგავსის დაწერა, ახლა კი თითქოს ,,მიზეზი მომეცა". არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაიმსახურებს მოწონებას, ჩემი სურვილი უბრალოდ ის არის, რამდენიმე წამით დაფიქრდეთ იმ ყველაფერზე რაზეც ვილაპარაკე.

მომენატრეთ და მიყვარხართ.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ღმერთო შეყვარებული ვარ შენზე და ამ გიჟ ფსიქოლოგზე. გვანცა სიტყვები არ მყოფნის. უსაზღვროდ ნიჭიერი გოგო ხარ. შინაარსობრივად ძალიან გამსხვავებული ჩანახატი იყო და მზად ვარ კიდევ ათასჯერ წავიკითხო. იქნებ ამან მაინც მკრას ხელი და ბოლოს და ბოლოს მეც ვთქვა, რომ შემიძლია.
მოხიბლული ვარ და უდიდეს წარმატებას გისურვებ არა მარტო აქ!

 


№2  offline მოდერი malena

უჩვეულოდ პოზიტიური იყო. თითქოს შენგან მსგავსს არ ველოდი, გავხალისდი კიდეც და ისევ აღვფრთოვანდი...

 


№3  offline წევრი KaTE:))

არ ვიცი რა ვთქვა...
ყველაზე კარგი საკონკურსო ჩანახატია, რომელიც ჯერ-ჯერობით წამიმითხავს...
უკეთეს ვერც ვინატრებდი!
ყველფერი თქვი...
ყველაფრით დააკავშირე ჩანახატი ფოტოსთან...
ნამდვილი იყო...
არაფერი ზედმეტი!
მადლობა ამ შესანიშნავი წუთებისთვის!
ნეტავ შემეძლოს და ხმა მოგცე შენ!
10+ შენ ნამუშევარს!


საუკეთესოთან შორის საუკეთესო აღმოვაჩინე!
დარწმუნებული იყავი შენი ჩანახატი ჩემს უბის ბლოკნოტში გადააინაცვლებს დახშირად წააწყდება ჩემ ვალებს!

ბრავო, ბრავისიმო!
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline წევრი gvanc(a) 15

გამიხარდა,გამახარეთ <3


უდიდესი მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent