ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
-სიკვდილი არა არის რა! - მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი! - მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ! - რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ! - ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს! - ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გისაუბრია! - ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი! - ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს! - გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა! - ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე! - ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე! - სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა! - იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო! ძაფი არ გამწყდარა! - რატომ გგონივარ შენი ფიქრების გარეთ? - იმიტომ, რომ შენი თვალსაწიერის გარეთ ვარ? - მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ! - ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის! - ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!.. - თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი?! - თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო?!.. - თუ ძალგიძს, დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ?!. - თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება?! - როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?!. - გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,როცა ერთ დღეს მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ.. - და ღვთისაგან დადგენილ დღეს შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო იმ დღეს კვლავ შეხვდები იმას ვისაც უყვარდი - და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს,და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი ოღონდ უფრო განწმენდილს! - შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.