შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამა-შვილი


3-10-2015, 04:18
ავტორი ერკე
ნანახია 2 549

ცხოვრობდა ერთი მამა-შვილი, რომელთაც არაფერი აკლდათ. მის შვილს ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურვებდა, რადგან მას ბევრი არც სჭირდებოდა, მხოლოდ მამის სიყვარული უნდოდა. მამასაც ყველაზე მეტად უყვარდა საკუთარი ვაჟი, მისთვის სიკვდილსაც კი დასთმობდა და ყველაფერს აძლევდა, რასაც კი შვილი მოისურვებდა. თუმცა ეს დროც დამთავრდა და ომის ერა დაიწყო. ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, შემდეგ კვლავ იპოვეს ერთმანეთი, მაგრამ მალევე დაკარგეს. ერთმანეთის ძიებაში გაატარეს წლები, მთელი ცხოვრება, მაგრამ ვერც ერთმა ვეღარ მოახერხა უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა.
კარგად ახსოვდა მოხუც მამას, ის ტკივილი, რასაც განიცდიდა შვილის დაკარგვის გამო, რომ მას ვეღარ ნახავდა და მარტო მოუწევდა იმ ბილიკის გავლა, რასაც დრო ჰქვია და ამ დროს კი ის სიკვდილამდე მიჰყავდა. დაფიქრებულა ადამიანი თუ რატომ არის ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები წამებით დაყოფილი, ან რატომ წიკ-წიკებს ორი უმნიშვნელოვანესი რამ - ადამიანის გული და დრო... გულის გაჩერებასთან ერთად, დროის წინსვლაც ჩერდება და სამუდამოდ გადადის მოლოდინის რეჟიმში, სადაც ის აღარ იღვიძებს.
ტკივილი არ შუშდებოდა, რადგან მისი ტკივილი შორს იყო მისგან, გული ახლოს, მაგრამ რაც მის ტკივილს იწვევდა მისი თვალისგან დაფარული იყო. უჩიოდა ღმერთს, სამყაროს, ბუნებას, მისი ერთადერთი ძვირფასი განძი რომ მოაშორა მას და ის მარტო უნდა წასულიყო იმქვეყნად, ღმერთთან მაგრამ მას შვილის გვერდით სულის დალევა უფრო ეძვირფასებოდა.
დრო, რომელსაც უკან ვერაფრით ვეღარ დააბრუნებდა, სამუდამოდ გაქრა და წავიდა... ის იმ შორეულ ქვეყანაში მიდის, საიდანაც ადამიანებიც ვერ ბრუნდებიან და აქ კი მხოლოდ დარჩენილი წუთები და წამები რჩება.
და ბოლოს, ბოლო გაელვება. შვილის სახე უდგება თვალწინ, რომელსაც ბედმა დააშორა, მაგრამ ეს მოჩვენება არ იყო, ის ნამდვილად გვერდით ჰყავდა და მათ კვლავ იპოვეს ერთმანეთთან მისასვლელი გზა...
-სიყვარული ძლიერია, ის ყოველთვის გვაპოვნინებს ერთმანეთს. - ჩაილაპარაკა მოხუცმა. - სიყვარული ყველა მაგნიტზე დიდი მაგნიტია, რომელიც იმას ყოველთვის გვაპოვნინებს, ვინც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს. - მოხუც მამას ცრემლები წამოუვიდა, ფერი მოუვიდა და პირველად, ამდენი ხნის განმავლობაში კვლავ გაიღიმა.



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან მომეწონა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent