შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილის ,,პიკი,,


3-10-2015, 22:20
ავტორი ninaa --
ნანახია 2 540

საბოლოოდ დგება ის წამი,როდესაც აცნობიერებ რომ რეალურად შენს გვერდით არავინაა,არავინ გყავს რომ გული გადაუშალო და შენი ტკივილი გაანდო..ბევრი ცდილობს შენს ,,დახმარებას,, შენც მოთმინებით უსმენ და ხვდები რომ ისინი შენ გაკრიტიკებენ,რაც უფრო გტანჯავს და ყველაფერში შენს თავს ადანაშაულებ და ეს დანაშაულის გრძობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გტანჯავს... შეიძლება გყავდეს საუკეთესო მეგობარი ან შენ თვლიდე რომ ის საუკეთესოა ,მაგრამ ეს ასე არ არის და ამას დროთაგანმავლობაში ხვდები...ერთი უბრალო სიტყვით დაკარგე ადამიანები რომლებიც მთელი ცხოვრებაა გიცნობენ და ახლა უბრალოდ არ შეგიძლია როცა მოგენატრებიან ნახო..არსებობს ისეთი ვიღაც ან რაღაც რისგანაც ,,დამალვა,, გიწევს,გეშინია მასთან,მის საშინელ გამოხედვასთან შეხვედრა რომელიც ისევ შენ გადანაშაულებენ ყველაფერში და საკუთარი თავის დასჯის სურვილი უფრო გიმძაფრდება...საბოლოოდ შენ გიჟს ემსგავსები რომელსაც სიკვდილი უნდა,თუმცა ამავდროულად ეშინია მისი და აგრძელებ სიცოცხლეს შავ-თეთრ ფერებში ...ამას ბევრი ვერ გაიგებს..ეს უნდა გამოცადო,თუმცა არავის ვუსურვებ იმის განცდას რასაც ახლა მე განვიცდი..ეს უბრალოდ საშინელებაა !!



№1  offline წევრი ninaa --

eremar მე ვფიქრობ არსებობენ..ის ვინც ნამდვილად შენი სულის ნაწილია..მე მაგალითად ერთადერთი ნამდვილი მეგობარი დამრჩა და ერთმანეთის გულისთვის ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ დანარჩენი ყველა დავკარგე ვინც გამაჩნდა უაზრო მიზეზების გამო...ჩემი აზრით ცხოვრებას უნდა მიენდო და ის ნამდვილად გიჩვენებს ვინ არის შენი სულის ნაწილი...

 


№2  offline წევრი ninaa --

ჩემი აზრით ეგ ყველაფერი პირველ რიგში აღზრდის ბრალია და შემდეგ ადამიანის ბუნების...მე მაგალითად ჩემს დაკარგულ მეგობრებთან არანაირი პრობლემა არ მქონია,4წლის განმავლობაში მხოლოდ 2ჯერ ვიჩხუბეთ ძალიან უაზრო მიზეზის გამო და მეორე ჩხუბის შემდეგ გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა და მიზეზი ის იყო რომ მათი აზრით ჩვენ შორის მეგობრობა არასდროს ყოფილა და ყველაფერი სიყალბე იყო...ვერ გეტყვი როგორ მეტკინა გული ამ სიტყვების შემდეგ,მაგრამ ისინი ახლაც რომ მოვიდნენ ჩემთნ თუნდაც დასალაპარაკებლად მე მათ უპრობლემოდ მივიღებ,რადგან ისინი ძალიან მიყვარს ყველაფრის მიუხედავად..და სადაც სიყვარულია იქ წყენა არ არსებობს და თუ ოდნავ მაინც რამე ნებით ან უნებლიედ გაწყენინეს პატიება არ უნდა გაგიჭირდეს...

 


№3  offline წევრი ninaa --

ზუსტად ეგ კითხვა ჯერ შენ თავს უნდა დაუსვა და დარწმუნდე რომ პრობლემა შენში არაა და შემდეგ შენს გარშემომყოფებს..დარწმუნებული ვარ სასურველ პასუხს მიიღებ და ყველაფერი შეიცვლება.

 


№4  offline წევრი ninaa --

არაფერს ჩემო კარგო..მე ჩემი აზრი გაგიზიარე და იმედია დაგეხმარე <3

 


№5  offline წევრი marisa

რატომ მხვდება სულ წაშლილი? ვიღაცას მაგრად არ ევასება ჩემი ნაწერები. ვნახოთ ერთი, სადამდე გაქაჩავს. რაც შეეხება კომენტარს, მასეთი მეგობრის ყოლას მირჩევნია, საერთოდ არ მყავდეს. შენს სიახლეებს გადავხედე და გეწერა, რომ დაქალები ყველაფერს გერჩივნა. ასე შეიცვალა საქმე? მეც დავშორდი საუკეთესო მეგობარს. მე გავესაუბრე, რათა ურთიერთობა გვქონოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა ისე ვართ, გამარჯობას არ ვეუბნებით ერთმანეთს, იმიტომ რომ როცა ესალმები და არაფერს გეუბნებიან, შენც ჩუმდები. უბრალოდ, ჩემი სტილი არ არის, ადამიანი ერთ დღეში წავშალო, გავაქრო მისი სურათები საიტებიდან, დავბლოკო და ა.შ. არცერთ მიქნია და მსგავსი მოთხოვნები მაღიზიანებს. რაც შეეხება კრიტიკას, ყოველთვის გაგაკრიტიკებენ. როცა რაღაც ძალიან გინდა და სწორად მიგაჩნია, კრიტიკა უნდა დაიკიდო. სულ რომ არაფერი ქნა, ვიღაცა რაღაცას მაინც გამოგიჩხრიკავს. ამ ზაფხულს სულ ის პრობლემა მქონდა, რომ გარეთ დიდხანს არ დავრჩენილიყავი, რადგა გოგო ვარ და ბიჭებთან ერთად რომ ვიყავი, ვინმეს ცუდი არ ეფიქრა. იფიქრეს კიდეც და გამოხატეს. სამაგიეროდ, მათი ძვირფასი შვილიკოები ბიჭები დღე და ღამე გარეთ იყვნენ :)) გოგოს კიდევ ათას იარლიყს მიაკრავენ, უბრალოდ ბიჭს რომ ხელი გადახვიო და კალთაში ჯდომაზე, საუბარი არ არის. უამრავი ჭორი ააგორეს, ზოგიერთმა მათგანმა. ამას, როგორც ასეთი, მშობლები ნერვიულობენ და ეს არ მინდა, თორემ მე ვცდილობ, რომ დავიკიდო. წარმატებას გისურვებ <3 ნუ იქნები ეგეთი პესიმისტი. ისედაც დანევროზებული დადის ხალხი, გარეთ რომ გაიხედო .

 


№6  offline წევრი ninaa --

Marisa საქმეც მაგაშია რომ არ შემიძლია მათი ,,გაქრობა,, ჩემი ცხოვრებიდან და ისე მოვიქცე თითქოს არასდროს ვყოფილვართ საუკეთესო მეგობრები,თუმცა ისინი ზუსტად მასე იქცევიან ყველაზე მეტად მტკივა მათი ასეთი საქციელი... შეიძლება უნდათ დამანახონ რომ მართლები იყვნენ და ჩვენი ურთიერთობა სიყალბე იყო მაგრამ მე ასე არ ვთვლი ...ყალბი არასდროს არავისთან არ ვყოფილვარ სულ ის ვიყავი ვინც ვარ...

 


№7  offline წევრი yvavi

ზუსტად რამოდენიმე საათის წინ საკუთარმა "ვითომ ახლო მეგობარმა" ერთი სიტყვის გამო ისეთ დღეში გამიყვანა, რომ მიკვირს ახლა როგორ ვაზროვნებ. გამომიცხადა რომ მასთან მიმართებაში არაფრის თქმის უფლება არ მქონდა და კიდევ უნდა შევრიგებოდი, რადგან მე თავად ვიყავი კომპლექსარიკი და ურთიერთობების დამანგრეველი.
ვთვლი რომ ურთობები ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ანდაც ერთ უბრალო სიტყვაზე არ უნდა ავარდე. უკვე იმდენად შევეჩვიე ამ უეცარ ურთიერთობის ნგრევებს რომ ყოველ ახალ დანგრეულ ურთიერთობაზე მეცინება და ვიკიდებ. მესამე წელია ჩემი ლაივ ურთიერთობები მაქსიმუმ სამი-ოთხი თვე გრძელდება, (ძირითადად გოგოები :დდდ ) ჰოდა იმდენად დავისტრესე ამ ყველაფრით რომ არანაორო სურვილი აღარ მაქვს ახალი ურთიერთობების წამოწყების.
თუმცა...
მეგობრების დაკარგვა სულაც არ იწვევს სიცარიელეს, ყველაფერი შეჩვევაზეა. არავინ იმსახურებს იმას რომ მის გამო დეპრესიაში ჩავარდე და დაგრუზულმა იარო. ყოველ ახალ დაკარგულ მეგობაზე წარმოიდგინე რომ მათი საკუთარი თავი ამოწურეს შენთან ურთოერთობაში და დრო იყო მათი წასვლის.
ამდენი ბლადაბლუდის შემდეგ, მოკლედ, არავის იმსახურებს გადამეტებულ ყურადღებას და ემოციებს.

არადა როგორ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა ^^ ინტერნეტი რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა :დდდ

 


№8  offline წევრი ninaa --

გეთანხმები მეგობრობაში ნდობაა მთავარი...ჩვენს შორის ყველაფერი იყო ნდობაც გაგებაც და ერთმანეთის განსხვავებების პატივისცემა...ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა დავიჯერო რომ ყველაფერი სიყალბე იყო....ერთად გატარებულ დღეებს რომ ვიხსენებ მეცინება..ისინი სუსტები იყვნენ ეს დაბრკოლება რომ გადაელახათ და ყველაფერი სიყალბეს დააბრალეს...უბრალოდ არ შემიძლია ყველაფრის დავიწყება და ისე მოქცევა თითქოს არაფერი ყოფილა...

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

როგორ საოცრად მძულს ეგ პროცესი, როცა ხვდები, რომ შენ ცხოვრებაში ის აღარ გამოჩნდება, აღარ გაგიღიმებს და ეს ღიმილი არ მოგგვრის სიამოვნებას, აღარასდროს დაგელაპარაკება და რაღაცნაირად იმის შეგრძნებაც გაქვს, ან უნებურად იმას ფიქრობ სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი რა მოხდებოდაო. მიყვარს რისკი, მიყვარს პოზიტივი და მეგობრებთან დროის ტარება, გინდაც პირადად, გინდაც სოციალური ქსელით მიმოწერა და ყოველთვის საშინლად განვიცდი მათ დაკარგვას, თითქოს ჩემი ნაწილი წაიღეს და აღარასდროს დამიბრუნდება, არასდროს შევივსები და ვიქნები, ისეთი როგორიც ვიყავი მანამდე. თუმცა ფაქტია, რომ როცა ვინმეს ვკარგავ, ვფიქრდები თუ რატომ, შემდეგ კი უფრო ლოგიკურ დასკვნებს ვეძებ, პრობლემა, ბარიერი რომელიც წარმოიქმნა ეს რატომ მოხდა და ხშირად ჩემ თავს ვადანაშაულებ.
იქამდე მივდივარ, რომ მომაბეზრებელი მეჩვენება თავი, ძალიან მოსაწყენი და გამაღიზიანებელი, ჩემთან კი უბრალოდ საუბრისას არ იმჩნევენ და ყალბ ღიმილსაც კი მჩუქნიან, თითქოს ყველაფერი რიგზეა ხოლმე, შემდეგ კი აღმოჩნდება რომ თურმე არა და ეს მაცოფებს.
ვერ გადავჩვეულვარ ჩემი თავის დადანაშაულებას და მიჭირს, რომ ყოველგვარი ასეთი "შემთხვევა" დიდ ტკივილს მაყენებს, საოცრად დიდ ტკივილს.... მეგობრები ჩემთვის ისინი არიან, ვინც გვერდით მიდგანან ყველაფერში და საუკეთესო რჩევებს მაძლევენ, გზიდან რომ არ გადავუხვიო, ასევე მეგობრები ჩემი სულის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ჩემი მარტოსულობის დამანგრეველი, რადგანაც თავი მეც მარტო არ ვიგრძნო, თუმცა ამდენი ყურადღების მიუხედავად ხოლმე, მაინც ვგრძნობ თავს მარტოსულად, ჩემს ირგვლივ ადამიანებს, თითქოს ვამჩნევ იმ ყალბ ღიმილს, რომლის მიღმაც სხვა რამ იკითხება, ის რომ დროზე დავანებო თავი, ან რით ვერ მორჩა საუბარს და ესეთი ფრაზები გულში.
არ ვიცი :დდ მეც ზუსტად იმას ვფიქრობ, რომ თუ კარგავ მეგობრებს ესე იგი ეს ასეც უნდა მოხდეს და მათმა დაკარგვამ რაღაც ახალი უნდა შეგძინოს, რაღაც ახალი გასწავლოს და გამოსწორების გზასაც ეძებდე, ეს არის ერთადერთი გზა შეცვლის და ვფიქრობ ხოლმე ეს ყველაფერი ბედი, განგებაა, რომელსაც ვერ გაექცევი, რადგან საბოლოოდ უნდა იქცე ისეთად, როგორიც უნდა გახდე.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline წევრი ninaa --

Erckemydass რთულია შეგუება...

 


№11  offline მოდერი Mary Drey

.................................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent