სამოთხე - ეს შენ ხარ!
ქარი ღრუბლებს ეთამაშებოდა, ჩემ წინ კი შენ იდექი, საოცრად ლამაზი, შთამბეჭდავი, ყველაზე არანორმალური და რა თქმა უნდა ჩემი, რომელსაც ვერავინ დაუძახებდა სხვა ასე და ვერავინ დაისაკუთრებდა ჩემ გარდა. პარკში ბავშვები თამაშობენ, მათი ჟრიამული ჩემ ყურს ხან უხეშად, ხან კი სასიამოვნოდ ედება, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს საოცარი ჟღურტული ყურებში შენ გამო ჩამესმის და შენ ხარ მიზეზი იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერი მსიამოვნებს, როცა შენ გვერდით ვარ. დაბნეული ვარ. როგორ დავეწაფებოდი ახლა შენ ენით დასველებულ, მაგ ვნებიან და ვარდისფერ, უფრო სწორედ სისხლისფერ წითელ ტუჩებს, რომელთაც ჯერ სხვა ტუჩების გემო არ უგრძვნიათ. მიყურებ გაშეშებული, ამ დროის ნაკადით მოზღვავებული, ქარის მოტანილი სურნელებით სავსე ამინდში და შენი თვალები ერთ რამეს მეუბნებიან. შენი ფიქრებიც იმავეს ღაღადებენ და მე ვგრძნობ, შენი ფიქრები მესმის და ეს ყოველთვის ასე იყო, უცნაურია ხომ? მაგრამ მართალია. „ჩამიხუტე რა... არსად გამიშვა, ჩამეხუტე და ყოველთვის შენთან მიყოლე, ყოველთვის შენად მიმიღე.“ შენ პირობას, უპირობოდ შევასრულებ და უყოყმანოდ, ამ ნაზ არსებას, ჩემ წინ მდგარს, შემოდგომის ფოთლებივით ცვალებადს, მაგრამ სიცოცხლეში ერთადერთს, ვისთანაც ყოფნას ვისურვებდი, ლამაზს და გასაოცარს. დიდი გრძნობებით სავსეს, შენი გული სიყვარულისთვის რომ ღიაა და თვალსაჩინო. აცრემლებულ თვალებში გიყურებ, ამ სევდიან და ქარიან ამინდში და როგორ მინდა ახლა, მეც ამ თითქოსდა ქარის ღრიალითა და აქვიშებული, აყავისფერებული და მაინც განსაკუთრებით თბილი ჰაერით გამოწვეულ სევდიან ამინდში გულში ჩაგიკრა და მეც ერთადერთი სიტყვა გითხრა, რომელიც ჩვენს ერთარსებას, იმ სულიერ სიგიჟეს და ფიქრებით მორთულ შენს გონებას პირდაპირ ასახავს და სხივების დასანახად მოდილიანის ტილოსავით, რომ გამოუფენიათ დიდი სიამაყით და გრძნობით. ჩემი ხარ და კიდევ უფრო მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ვიცი ჩემი ხარ და იმის მიუხედავად, ეს კიდევ ძალიან, ძალიან ბევრს უნდა, არასდროს იქნები მათი და ყოველთვის ჩემს გახურებულ და დაშანთულ გულში დაივანებ მთელი სიცოცხლე. სადაც კოშკებს და სასახლეებს აგებ, შენთვის მოკალათებულხარ და მყუდროდ მოგიწყვია იქაურობა. დიახ, თანახმა ვარ ჩაგიხუტო, თანახმა ვარ მუდამ გვერდით მყავდე და გვერდიდან არ მოგშორდე, ჩვენი დარჩენილი სიცოცხლის წუთები, რომ ერთად, ტკბილად და ბედნიერად გავატაროთ, როგორც ორი მოჭუკჭუკე ჩიტი, როგორც ერთად მდგარი, ძლიერად ნაშენები სახლები და ქუჩები, რომელთაც თავიდანვე დაწერილი აქვთ რომ ერთად იდგნენ და ისინიც დგანან. ჩემთვის კი შენ ხარ ის გვერდით მდგომი, რომლის გვერდით დგომაც ბედმა მარგუნა, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, საით ხარ, ახლოს ხარ, შორს ხარ. არ აქვს მნიშვნელობა შენი სიტყვები როგორ იცვლება, იცვლება მაგრამ უფრო თბება, უფრო მეტად მიყვარს შენი წარმოთქმული ჩემი სახელი და შენთვის განფენილი მარადისობა. თანახმა ვარ ჩაგიხუტო, მშვენიერო, დედოფალო, თანახმა ვარ შენი ყოველი სიტყვა ფირზე ჩავიწერო და დაუსრულებლად ვუსმენდე, დაღამებამდე და იმის იქით, თითქოს არც კი დაღამებულა და ეს ღამე არც გათენებულა. როგორ მინდა არასდროს გაგიშვა ხელი, არასდროს მიგატოვო შუა გზაში მარტო და ეს მინდა კი არა, ამას მართლა არასდროს გავაკეთებ, რადგან ეს ჩემი სურვილი არ არის და არც არასდროს იქნება ჩემი. შენ ის ანთებული და გაგიჟებული სხივი ხარ, ყოველ დილით ფანჯრის რაფაზე რომ აცეკვდება და თვალებში შემომიჭყუტუნებს, ალერსიანად მეტყვის უკვე ადგომის დროაო. ქარის ვეება და უშველებელი მოთქმა-გოდება მე სევდიან მუსიკას მაგონებს, ტერენტის სიტყვები კი ყურში ჩამძახის: „ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია, ვარსკვლავების სიმბოლო თეთრი მარადისობის.“ ო, ჩემო სიყვარულო, ჩემო თეთრო ანგელოზო, ის მარადისობა თავად შენ ხარ, ცაზე ანთებული დიდი ვარსკვლავი, რომელიც ჩემში ყველაფერს აცოცხლებს, აგიჟებს ვნებებს და ძლიერ მინდა მეც შენთან ვიყო, შენი სიცოცხლით დავდნე მარადის, ამ წამს ამ წუთს და სიცოცხლის ბოლომდე. თითქოს სხივები ჩაიკეცება, უჩინარდება შენი მხილებით და შენი ცქერით, რადგან ყოველი მარადისობა, ყოველი უხვი ნათელი სხივი, ყოველი ფიქრი და ის სინათლე, გვირაბის ბოლოს შენა ხარ მხოლოდ. შენ სამოთხე ხარ, ჩემთვის ნაშალი და ვარსკვლავების ტრფობა. ჩემი ხარ. მინდა ეს ვიყვირო, მთელ მსოფლიოს მოვდო და ის სიყვარული, რაც შენდამი გამაჩნია და ის სითბო, არასდროს იყოს ჩვენი გაციებისა და სიძულვილის მიზეზი, არასდროს გადაიზარდოს არა, არა არასდროს სხვა რამ გრძნობაში. ვერ ავიტან გესმის? ვერ ავიტან შენ თვალებში სიცივეს, შენ სიტყვებში გულგრილობას ვერ ავიტან ვერაფრით და ეს სტრიქონები ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფას ადამიანს ეკუთვნის. ხომ იცი სიცივე და ყინვა შენგან ბოლოს მომიღებს, მომკლავს. აი ერთად ყოფნა კი ჩვენთვის სამარადისო და საუკუნო ბედნიერება იქნება. ერთად ყოფნით გავიმარჯვებთ დროზე, გავიმარჯვებთ სიკვდილზე და უკვდავებით შევნიავდებით ერთმანეთში. მჯერა როცა კი არა თუ გადაგიყვარდები და ვიცი ეს თუ არასდროს მოხდება, მხოლოდ პირობითობით, თუ გადაგიყვარდები მზე სამუდამოდ ჩაესვენება და მისი ამოსვლა აღარავის გაახარებს, არა, ის არც ამოვა, გაქრება სიყვარული, დაინგრევა კოშკები, ოღონდ არა აგურის, არამედ ოცნების კოშკები და ადამიანებში ფერი ეცვლება ქუჩის ყოველ კუთხეს, ყოველ შუქნიშანს და ყოველ ფერს, რომლის დანახვაზეც კი ღიმილი გასკდება ხოლმე. ვდგავარ ქვიშაში, შენს სახებას დავყურებ ოდნავ ზევიდან, ცრემლებს სახიდან გწმენდ და თვალებზე გკოცნი, შენი ცრემლების გემოს ვგრძნობ ტუჩებზე და ეს იმ სიყვარულის და სიტკბოს ფერია, რაც მუდამ მატკბობს ჩემო ფერია. შემდეგ გეხუტები, გულში გიკრავ, გეფერები და ვგრძნობ რომ სულ მუდამ ასე დარჩენას ვნატრობ. ო, რა თბილია შენი მოხვევა, ნებისმიერ სუსხში რომ უბრალოდ გლეწავს და გლეწავს სითბოს და ვერასდროს იგრძნობ სიცივის გემოს, ვერ მიხვდები რა არის ზამთარი და შენ როცა ხარ ჩემ გულში, ის ერთადერთი სანთელი ანთია, რომელიც შენ დაანთე, იმ სასახლეში და დიდი გრძნობებით აგებულ სამოთხეში, შენ რომ ააშენე იქ, შიგნით, სადაც ეტევა მარადისობა. გახსოვს? გახსოვს ერთად ფრენა რომ გვინდოდა? როცა გავყურებდით ვარსკვლავებს, ველოდებოდით მათ ჩამოვარდნას, რომ შემდეგ გავყოლოდით და გვეფრინა. მე მახსოვს, შენ თბილ ხელებს ვგრძნობ როგორ მიხუტებს, მეც შენ სხეულს შემოვკვრივარ მთელი არსებით, ჟრუანტელი მივლის ტანში, ათასი, ათიათასი ვოლტი და მე კვლავ ცოცხალი ვარ. შენ ხომ ღვთაების სახელი გქვია, შენ ხომ თვით სიყვარული ხარ, რომელიც იტალიურად მართლაც შენი სახელივით ჟღერს. „თეა მო“ საოცრებაა არა? შენ ლამაზად დასმული და გასაოცრად გამაგიჟებელი, ერთი სასწაულებრივი კოცნა ხარ, რომელსაც ვერაფრით ვერ შეველევი. შენ ბაგეს, გამყინავ ბაგეს რომ დავეწაფო, მათი შეერთებით და ურთიერთქმედებით, ჩვენი სხეულებიდან წამოსული სითბო იმ მზეზე მწველი და კაშკაშაც კი იქნება, რომელსაც ჩვენ სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთ, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზეო, მაგრამ უსიყვარულოდ შენც არ იქნებოდი, მზე კი არა უსიყვარულოდ თეა არ იქნებოდა ამომავალი ვარსკვლავი და ყოველი ჩვენი ერთად გატარებული დრო, უფრო მმატებს თავდაჯერებას, მმატებს ძალას ვიყო ისეთი როგორიც ვარ და თვით სიყვარულთან ერთად შევცვალო მსოფლიო და ვაქციო ისიც სიყვარულად. შენ ხარ ჩემი მზე და მე სხვა მზეს არც ვაღიარებ, თუნდ ჩაქრეს მთელი სამყარო, შენი სიკაშკაშე ეყოფა გენერატორივით მუდამ რომ იბრწყინოს და გაგვინათოს, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ მზეს, რომელსაც ასეთი ძალა აქვს, მაინც მხოლოდ მე შევხედავ ისე, როგორც ვუყურებ, მე დავუწერ ლექსებს როგორც ვუწერ და მე მოვეხვევი ასე მგრძნობიარედ მხოლოდ, რადგან ის ჩემია. შენი თვალები სიყვარულის ფერია და ისინი იმ კითხვას მისვამენ, რასაც მუდამ ერთ პასუხს გავცემ. რატომ აგირჩიე? შენ, როგორც სიყვარულის სიმბოლო, როგორც მზე მუდამ ჩემში რომ სახლობ და მათბობ. აგირჩიე, რადგან შენში ვიპოვე, ის დაუოკებელი ჟინი ბედნიერების, ვიპოვე სიხარული, უსაზღვრო სიყვარული და მისი ნიჭი ვიპოვე და ამით ვარ ბედნიერი, რომ მე მხვდა წილად ამ სიყვარულის დიდი დოზის მიღება და მე მხვდა შენი თვალების ბრწყინვალების და სიკაშკაშის ხილვის ბედნიერებაც და შენგან გაგიჟებაც წილად. კიდევ რატომ? იმიტომ რომ განსხვავებული სიმშვიდე ვნახე, სიყვარული, ბედნიერება და ჩემი ღვთაება, სიყვარულის ქალღმერთი და უბადლო გოგო, ისეთი ფაქიზი გრძნობების მქონე და ისეთი საოცარი, რომ ვფიქრობ მუდამ ხელში აყვანილი ტარებას იმსახურებ, დედოფალივით რომელსაც დიდებით მიაბრძანებენ და ტახტზე სვამენ და ახლა მე შენ ხელში ამყავხარ. კიდევ იმიტომ რომ შენნაირი პირველად ვნახე, არ მეგონა თუ არსებობდნენ ყველანაირად ლამაზი გოგოები, შინაგანი სამყაროც ლამაზი და საოცარი რომ ჰქონოდათ და მისი მშვენება ყველასაც რომ ასე ატყვევებდეს, მისი გარეგნული მშვენება. შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც მე ბედნიერი ვიქნები და ვინც ისეთი გამიგო, ზუსტად ისეთი და არა ოდნავ სხვანაირი, როგორიც ვარ, ასეთი შემიყვარა, შემიგრძნო და შემიმიჯნურდა ბოლომდე. შენ გარეშე არ ვიქნები მეფე მე და, შენ კი დედოფალი ვერ გახდები ვერავისთან, რადგანაც ეს იყო ჩვენი ბედი, უნდა შევხვედროდით მაშინ, ხიდზე, სადაც სიცოცხლე მაჩუქე და შევხვდით კიდეც, ამას ვერაფერი შეცვლიდა, გარდაუვალი იყო. ქარის მადლიერი ვარ, მართალია სევდიან მუსიკას უკრავს, რომელიც აღვიძებს სინანულს, მონატრებას და იმის სურვილს რომ მუდამ დაგიტოვო, ჯიბეში ჩაგისვა და ყველგან გატარო, მაგრამ მას შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და თავგზას მირევს, მაბრუებს, მათრობს, სამოთხეში ავყავარ და მე ვხედავ, ვხედავ იმ მშვენიერებას, სამოთხეს ვხედავ, ჩვენივე შექმნილ და ჩვენ გამო შექმნილ, დიდ, ნათელ სივრცეს, ჩვენი სიყვარულის ვაკუუმს, წრეს, სადაც ამ გრძნობას, განუყრელ სიყვარულს და ერთმანეთისადმი ლტოლვას ბავშვივით სძინავს, რათა ძალები მოიკრიბოს ახალი რაუნდისთვის. უსიყვარულოდ და შენ გარეშე მე სიკვდილს მალე შევხვდებოდი, შენთან კი მე უკვდავი ვარ. და მე ბოლოსდაბოლოს ვეწაფები შენს ბაგეს. ო, რა ტკბილია. ერკე მიდასი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.