შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე.. შენ.. ის..


10-10-2015, 01:38
ავტორი jjiikk
ნანახია 1 588

-ზამთრის არდადეგებით დაღლილი და თან არ დაღლილი მიდიხარ სკოლაში..
ჩვეულებრივი დღე , რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა დღეებისგან.. ჩვეულებრივი შენ რომელიც არ განსხვავდება სხვა "შენ"-ისგან.. ისევ ის მეგობრები .. ერთის გამოკლებით.. თუმცა ის მაინც შენთანაა.. შენს გულშია .. შენს გონებაშია..
სკოლაც ჩვეულებრივი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა სკოლებისგან.. მასწავლებლებიც იგივე.. იგივე კლასელები.. იგივე სკოლელები ამჯერადაც ერთის გამოკლებით.. იმ ერთის ყველაზე მეტად რომ გიყვარს და ყველაზე მეტად გაკლია.. გზაც ჩვეულებრივი.. ბავშვებით გადაჭედილი.. მათი ხმა გაღიზიანებს და უბრალოდ არ გინდა იქ ყოფნა.. არ გინდა ამ , ჩვეულებრივი დღით, ჩვეულებრივი ხასიათით, ჩვეულებრივი მეგობრებით (მითუმეტეს იმ ერთის გმაოკლებით) , იგივე მასწავლებლებით , იგივე კლასელებით , იგივე სკოლელებით (ასევე ერთის გამოკლებით) , ჩვეულებრივ სკოლაში .. უბრალოდ არ გინდა .. უბრალოდ დაიღალე ყველაფრისგან..
-დრო ? დროც იგივე.. იგივე განრიგით , იგივე საათებით.. იგივე სიგარეტით , იგივე სასმელით..
და მაინც დაიღალე .. და მაინც არ გიდა იქ ყოფნა.
-რეალობა ? ეს არ არსებობს.. ის უბრალოდ ვიღაცამ/ რაღაცამ გამოიგონა.. დაასახლა შენს ცხოვრებაში და ახლა არ გაძლევს იმის საშუალებას რომ გაექცე.. თუნდაც ორი წუთით..
მოდიხარ სკოლიდან.. იგივე გზით , იგივე ხასიათით, იგივე მეგობრებით (რათქმა უნდა ერთის გამოკლებით) , დროც იგივე.. იგივე განრიგით , იგივე საათებით.. იგივე სიგარეტით , იგივე სასმელით..
-სახლი ? სახლიც იგივე .. პატარა.. მყუდრო მაგრამ ცივი..
-ოჯახი ? ოჯახიც იგივე ორის გამოკლებით .. დედა? დედაც იგივე .. ოჯახის წევრი.. განუყრელი..
-მე? მეც იგივე .. ნაგავი .. მშიშრა.. სუსტი..
-შენ ? შენ არ ვიცი..
-ის? ისიც არ ვიცი..
-ტყუილი ? ესეც ჩვეულებრივი .. ცხოვრების განუყრელი ნაწილი.. ყველა იტყუება..
-ადმიანები ? ადამიანებიც არიან.. ოღონდ კანიბალები უფრო მეტნი არიან..
-წერილი? ეს არაფერია.. უბრალოდ წერ.. რაღაცას .. ყველასთვის ან არავისთვის.. საშუალებაა რომ შენი გრძნობები გადმოსცე..
-ვინმე დაინახავს? არ ვიცი.. არამგონია.. ან იქნებ დაინახონ?! და მე მაინც არ მაინტერესებს.. მთავარია მე ვთავისუფლდები ნეგატივისგან..
-ნეგატივი ? რათქმაუნდა.. ესეც არსებობს და ყველაფრისგან გმაომდინარეობს.. ჩემგან.. შენგან.. მისგან.. უფრო ჩემგან..
-არსებობა ? ეს სიცოცხლეს ნიშნავს..
-როგორ უნდა მიხვდე რომ ცოცხალი ხარ? მიხვდები მაშინ სიკვდილი რომ მოგიახლოვდება..
-მერე? მერე უბრალოდ აღარ იქნები.. იქნებადა დაავიწყდე ყველას.. არა.. იქნებადა- არა.. ყველას დაავიწყდები.. შეიძლება გაგიხსენონ ხოლმე.. მაგრამ მაინც ასეთი გაახსენდები.. ამ ტექსტისნაირი.. ნეგატივით აღსავსე .. ბევრის მთქმელი..
-მაგრამ შენ ? მე არ ვარ ბევრის მთქმელი.. უბრალოდ ბევრის მომსმენი ვარ..
-ყველას დაავიწყდები? ყველას.. ოჯახის გარდა..
-უბრალოდ რომ წახვიდე სადმე? .. სადმე ? არ აქვს მნიშვნელობა.. მაინც დაავიწყდები.. ყველაფერი წარმავალია.. მე .. შენ.. ის .. უფრო მეტად კი მე..
-პოზიტივი? არსებობს.. სადღაც ყველგან.. შენში.. მასში .. მათში..
-შენში ? არა.. მე უბრალოდ ნიღაბს ვატარებ პოზიტიურს.. ყველას მოსწონს..
-სიყვარული? ესეც არსებობს.. სადღაც ისევ შენს გულში.. ან იქნებ სულში.. მას შენ გადაწყვეტ.. სიყვარული ყველგან არსებობს.. ჩემში .. შენში..
-მასში ? მასში აღარ..
-მეგობრები? ესეც არსებობს დაყველაზე კარგია .. თუმცა გულს გატკენენ მაინც გიხარია რომ არსებობენ.. მაინც გგონია რომ შენს გვერდით არიან.. თუნდაც თვეების განმავლობაში არ შეგეხმიანონ..
-ანუ ყველაფერი არსებობს ? ყველაფერი არსებობს.. არსებულიც და არ არსებულიც..
-არარსებული ? ეგ როგორ? .. ჩვეულებრივად.. თუ მოინდომებ არარსებულიც იარსებებს..
-რომ არ მოვინდომოთ ? მაშინ უბრალოდ არ აქვს აზრი შენს ცხოვრებას..
-როდის აქვს აზრი შენს ცხოვრებას ? როდესაც ამ კითხვებს არ პასუხობ.. მითუმეტეს ესეთი პასუხებით..
-სად იქნებოდი ახლა თუარა აქ ? იქ სადაც დიდი მთაა.. პატარა მყუდრო სახლებით.. სადაც ბუხარია.. ბევრი ჩაია.. წიგნებია..
-მაშინ იარსებებ? მე ეხლაც ვარსებობ.. მოსწონთ ადამიანებს თუ არა.. მე -მევარ.. შენ-შენ.. ის-ის..
-ყველა სხვადასხვაა? რათქმაუნდა.. არავინ არ არის ერთნაირი.. მე სხვა ვარ.. შენ სხვა.. ის სხვა..
-როდის ხვდები ყველაფრის მნიშვნელობას? როდესაც კარგავ.. მერე მიხვდები შენ.. მერე მიხვდება ის..
-შენ? - მე უკვე მივხვდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent