შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის ჩემთვის მეგობრობა...


22-10-2015, 19:24
ავტორი zak
ნანახია 4 496

მიყვარდა,მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა."მეგობრებს"ისეთ საკითხებზე ვესაუბრებოდი,რაზეც დედაჩემთან საუბარი მერიდებოდა,ამ ფაქტს ყოველთვის ძალიან განვიცდიდი.ალბათ ეს დედისაგან შორს გაზრდამ განაპირობა,მაგრამ ეს წელი განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო,ემოციურად დატვირთული,ამაზრზენი...ჩემი ფიქრების შესახებ მხოლოდ ჩემმა "უახლოესმა მეგობარმა"იცოდა,პარალელურად ისინი ჩემი ნათესავებიც არიან.მათთან განშორება მომიწია და ის ნათელი,ამაღელვებელი მოლოდინიც,რომელიც იმაში მგდომარეობდა,რომ ჩვენი მეგობრობა უკვდავი იქნებოდა,ჩაკვდა,გაცრუვდა,ფერფლად იქცა...გქონიათ ისეთი მომენტი,როდესაც გინატრიათ თქვენი ცხოვრების გარკვეული მომენტი სამუდამოდ გამქრალიყო თქვენი ქვეცნობიერიდან?....მე ხშირად...მაგრამ ეს უკანასკნელი მიზეზი გახდა იმისა,რომ მე სამუდამოდ გავწყვიტე ურთიერთობა ჩემი სულის და გონების ტყუპისცლებთან...

მიყვარდა საინტერესო ადამიანის მოსმენა,ამიტომ ყველასათვის მუდამ მსმენელი ვიყავი,ვისმენდი ადამიანთა გულისტკივილს და მათ რჩევას ვაძლევდი,მაგრამ პირადათ მე არასოდეს ვყოფილვარ მთქმელი,არც ამის ამბიციები მქონია ოდესმე.გულში მალულად ვინახავდი ჩემს უარყოფით დამოკიდებულებს და ვამბობდი ყოველთვის მხოლოდ კარგს.არც მაშინ შემიწუხებია ჩემი მეგობრები,როდესაც პირველად ვიგრძენი ბიჭის მიმართ რაიმე.ყოველთვის მეგონა,რომ სწორედ ეს იყო ნამდვილი მეგობრობა...
მაგრამ გავიზარდე და გავაცნობიერე,რომ ჩემი პიროვნება ყველასათვის უინტერესო ყოფილა,მაშინ როცა ჩემთვის ყველაფერი კარგი და საინტერესო იყო...მაგრამ იმედები გამიცრუვდა,ხშირად მეუბნებიან,რომ სამყაროს ჯერაც ვერ აღვიქვამ სწორად,რომ ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით შევყურებ ქვეყანას,არავის ესმის ჩემი.,ვტიროდი...ვტიროდი მაშინ,როდესაც სამი წლისამ საწოლში მამა ვეღარ აღმოვაჩინე,მაშინაც ვტიროდი როცა რამდენიმე წლის შემდეგ დედაც უკვალოდ გაქრა ჩემი საწოლიდან,მაშინაც ვტიროდი როცა მე და ბებიას შიმშილისაგან გუჭი გვეწვოდა,მაშინაც როცა 35 წლის ბიძის გაცივებულ,გალურჯებულ სხეულს ვუყურებდი.ვტიროდი, მაგრამ ჩემთვის,ჩუმად,ყველასათვის შეუმჩნევლად.მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტად ის ფაქტი მტკენდა გულს,რომ ჩემი მეგობრები ამ დროს ე.წ ფართიზე იყვნენ და სულ არ ენაღვლებოდათ,ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი,მაგრამ მე მაინც მიმაჩნია ,რომ ცხოვრება მეგობრობისა და სიყვარულის გამოა ლამაზი,მშვენიერი,უსასრულო...და არ აქვს მნიშვნელობა რა ფერად ხედავ მას,ბედი ყოველთვის ერთნაირად,მკაცრად და დაუნდობლად ეპყრობა განურჩევლად ყველას.არასდროს მიფიქრია ლექსების წერაზე,ჩემი პირველი ლექსიც,ქართულის დავალებას წარმოადგენდა.თანდათან ლექსებით ჩემი განცდების გადმოცემა ვისწავლე,მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ ეს საქმე დიდებულად გამომდის...

მეგობრობა იცით რაა?!
ნიჭი სუფთა,სპეტაკი,
თავისთავად განძიც არის,
ძნელად მისაგნებარი,
ამ ნიჭს არ აქვს რელიგია,
ამ ნიჭს არ აქვს ენა,
იგი სწავლის სეხნა არის,
ვერ დაჰკარგავთ ვერსად,
მეგობრობა იცით რაა?!
ერთმანეთთან კავშირი,
უღალატებთ,დაიშლება,
როგორც ქვიშა,ნახშირი...

ამ ჩანაწერის წერისას,წამითაც არ მიფიქრია რომ თავს შეგაცოდებდით,მე ბედნიერი ვარ,მიუხედავათ იმისა,რომ არ გამაჩნია ნამდვილი მეგობარი,და იცით რატომ?!...არ იფიქროთ,რომ თავი ვინმეზე უკეთესი მგონია,მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ მე უკეთესი მეგობარი ვარ ვიდრე ჩემი მეგობრები,მე შემიძლია ახლაც ისევე ვესაუბრო მათ,როგორც უწინ,მაგრამ ვერარასოდეს ვენდობი მათ,ამბობენ საკუთარი ჩრდილიც კი გვტოვებს მაშინ,როდესაც სიბნელეში შევდივართ,მიუხედავათ ყველაფრისა,მე მიყვარს ისინი,მაშინაც მიყვარდა,როდესაც ჩემი ლექსი წავაკითხე,მათ კი მითხრეს,რომ რამოდენიმე დღის წინ იგივე ლექსი რომელიღაც საიტზე ნახეს,(შემიძლია ღვთისმშობლის,წმ.ნინოს,წმ.გიორგის და ყველა წმინდანის ხატზე დავიფიცო,რომ არ ვპლაგიატობ),მაშინაც მიყვარდნენ,როდესაც ჩემს გვერდში დგომას,"ფართიზე " გართობა ამჯობინეს,ყოველგვარი მიზეზის გარეშე....ეს ლექსიც უბრალოდ იმიტომ დავწერე,რომ სწორედ ასეთია ჩემთვის ნამდვილი მეგობრობა,და კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც...


*************************************


გთხოვთ წაკითხვის შემდეგ დააფიქსირეთ თქვენი აზრი,სავარაუდოთ გრამატიკასთან და მართლწერასთან პრობლემები მაქვს,ჯერ მხოლოდ 13 წლის ვარ,გრამატიკას ნელ-ნელა ვსწავლობ.თქვენი შენიშვნები დამეხმარება გავაუმჯობესო წერის სტილი,და საკუთარი ნაწერი დავხვეწო...
წინასწარ გმადლობთ ყველაფრისათვის.



№1  offline წევრი zak

eremar
არაჩვეულებრივი გოგონა ხარ love უკვე შემიყვარდი feel love დარჩი ისეთ მეგობარად, როგორიც ხარ! მათ შეიძლება ბევრჯერ გატკინონ, მაგრამ ნუ გაბრაზდები, ვერ მოსთხოვ ყველას იყვნენ ისეთები, როგორიც შენ ხარ. შენი სიყვარულით სავსე კეთილი გული ღვთისგან ბოძებული საჩუქარია და ეცადე, არ დაკაეგო ეს ნიჭი love love მე ძალიან მომეწონა შენი ლექსი, ნუ მიატოვებ წერას, განაგძე. წარმატებეს გისურვებ მთელი სულით და გულით love love

გმადლობ,უღრმესი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისათვის.ყველანაირად შევეცდები შენი რჩევა გავითვა;ისწინო.მეც მიყვარხარ,თან ძალიან ძალიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent