შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადების დღეს გილოცავ.. ლალალა


26-10-2015, 22:34
ავტორი marisa
ნანახია 25 045

მომილოცეთ, სასწაული ამბავი მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ! ჩემო საყვარელო გოგო, გილოცავ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ჯანმრთელობას. ფერადი დღეები არ მოგკლდებოდეს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ მორცხვი არ ვარ და არც ისეთი კომპლექსიანი, მაინც ვღელავდი შენ გაცნობაზე. მე ხომ არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდი, როგორ გავაგრძელებდით ურთიერთობას, ან საერთოდ გავაგრძელებდით თუ არა. ერთმანეთი გავიცანით. შემდეგ ნელ-ნელა უფრო დავახლოვდით. თავიდან ცოტა ეჭვის თვალითაც კი გიყურებდი, რადგან მაშინ როცა ჩემს ისტორიებს გიყვებოდი, მხოლოდ დუმილით მპასუხობდი. მე კიდევ არ ვიცოდი, მოგწონდა ის შენ თუ არა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და რამდენიმე ამბავი მაინც მოგიყევი. მართალია, არც მაშინ გამოგიხატავს დიდად ემოციები, მაგრამ სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის. ჩვენ ხომ ეგოისტები არასდროს ვყოფილვართ, ამიტომ სხვა მეგობრებიც შევმატეთ ჩვენს სამეგობრო წერს. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი. ჩემი მესაიდუმლეც კი გახდი და ჩემს გრძნობებს, შეხედულებებსა და აზრებს შენ გიზიარებ. შენ კი ყოველთვის მზად ხარ, მხარი დამიჭირო და ჩემი აზრი გაიზიარო. მერე რა, თუ სხვები არ დაგეთანხმებიან ან შენ ან მე.ჩვენთვის ხომ ყველანაირი კრიტიკა თუ რჩევა მისაღებია! შემდეგ იყო უამრავი მხიარული, ბედნიერი და სილაღით სავსე დღეები. ცუდი დღეებიც გვქონია, მაგრამ მე და შენ ამაზე საუბარი არ გვიყვარს, თან იმას თუ გავითვალისწინებთ რამდენ ადამიანთან გვიწევს კონტაქტი, ამისთვის დრო არ გვაქვს ფაქტობრივად. დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ნიკს! ჯერ პაწაწუნაა, მხოლოდ ერთი წლის და იმხელა ენერგიას და სითბოს მაძლევს, რომ მთელი დღეები დადებითად დამუხტული დავდივარ. ამ ერთი წლის მანძილზე ადამიანი გვეხმიანება, რომ ამაზე მეტი საამაყო არაფერი გვაქვს!



№1 სტუმარი სტუმარი მაია

დამიწერწთ კარგი მილოცვა ცოლზე

 


№2 სტუმარი ნიჟარაძე

ვერ გავიგე კარგად სად რა დავწერო მაგრამ თუნახავთ ჩემ კომენტარს მიპასუხეთ გთხოვთ ???? მეც მაქვს პატარა თხოვნა ????

 


№3 სტუმარი Ani

dzalian kargi misaloci werilia dzalian kargi sityvebia????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent