შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე-ზღვა.


2-11-2015, 23:16
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 767

ხარბად ვისუნთქავ დიდი დოზით ჰაერს და თვალებს ვხუჭავ. ხანდახან ხომ ისე ადვილია შენ თავად იყო სიმშვიდე...თვალებს მიღმა ორომტრიალია. მე ვარ ზღვა. მე ვარ დედამიწა.მე ვარ თვითონ ტკივილი. მე ვარ სიმშვიდე... მე სული ვარ, რომელიც მუდამ ძებნაშია და პოვნის შემდეგ - საკუთარი სულის სანაგვეზე ყრის ამ ნაპოვნის ნარჩენებს. შემდეგ კი, როცა რაღაც ახალს პოულობს, ხვდება, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და ეს რაღაც ახალი - მისი სულის ნაგავსაყრელიდანაა აღებული. სულიდან ვერაფერი გაიქცევა.

მე ვარ ლიტერატურა, (მაკულატურაც), პოეზია, მუსიკა, ფერწერა. მე არ ვარ ადამიანი! მე ხელოვნება ვარ.

„თევზის ფორმის „კრეკერებს“ რომ ვჭამ, მუცელში დაგროვილ წყალში ისინიც თევზებივით ცურავენ?“

მე - ზღვა. ლურჯი ვარ და ვრცელი. სხვა ვერ ხედავს, სად ვსრულდები. ჩემს დასაწყისს უყურებენ ხოლმე, მხოლოდ. ყველა მათგანს ვაძლევ უფლებას, ჩემს ნაპირზე თავისი კვალი დატოვოს, მაგრამ ის ყოველთვის იშლება.ჩემი ნაპირი მყარი არ არის. ქვიშიანია და ადამიანი ადვილად იმორჩილებს მას, მხოლოდ დროებით. ხშირად ვიცვლები. ხან მშვიდი ვარ. ვღელდები კიდეც და ეს დეპრესიაშიც კი გადამეზრდება ხოლმე. (გასაგებად რომ ვთქვა, ეს პერიოდი ზამთარში მიდგება. როცა ჩემს ყოველ წვეთზე ადამიანი კი არა - გარემო მოქმედებს.)

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემში ყველა უაზრო სურვილი მოვკალი იმისა, რომ სხვებს დავმგვანებოდი. ყველანაირი ცდა, ნორმალური ვყოფილიყავი, დეპრესიით სრულდებოდა. მერე კი მივხვდი (მიმახვედრეს), რომ იყო განსხვავებული ბრბოში, სადაც მხოლოდ სახელებით, წლოვანებით, თვალების ფერით ცნობენ ერთმანეთს, ნიშნავს, ადამიანის ვინაობას მისი სულით ხედავდე, რომელიც მის თითებზე და თვალის გუგებზე (და არა ფერზე) აირეკლება.არსებობს ადამიანის ტიპები, რომლებსაც უყურებ და ვერ ხედავ. თუმცა, ყველა ასეა, სანამ არ გაიცნობ.

აბანოში ვიყავი, როცა უცებ წყალი შეწყდა და დავრჩი ასე, თვალებშიშამპუნჩარჩენილი. ჩამოვჯექი ცივ იატაკზე და ფიქრი დავიწყე:„მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც აბაზანაში არ მღერის. და მე განსხვავებული ვარ? სული მსუბუქია თუ მძიმე? ადამიანი ერთხელ კვდება. მე ვინ დამიჯერებს, რომ ათასჯერ მოვკვდი...სიკვდილის წინ წერილი რომ დავტოვო, ზედმეტად დრამატული იქნება თუ უბრალოდ პათეტიკური საქციელი?“

მე გზას მივიკვლევ მთვარეზე. ბედნიერებამდე მაკლია შოკოლადის დიდი ფილა და გვირილები. ხანდახან დავჯდები და წარმოვიდგენ, რომ ორსულად ვარ. ორსულად ვარ ჩემი ავხორცული აზრებისგან და ყოველთვის ტკივილს ვამშობიარებ ხოლმე... ამ დროს ბედნიერებამდე 10 კილო შოკოლადი მაკლია, მაგრამ როგოც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ეს სასიკვდილო დოზაა.მამალმა იყივლა. დროა საბანი მარჯვნიდანაც შემოვიკეცო.

სიკვდილი მომენატრა. ახლა რომ ვკვდებოდე, ეს ჩემი რიგით 0.004 სიკვდილი იქნებოდა.ის განცდა მიყვარს, ფრჩხილებს კანში რომ ვირჭობ და სიამოვნებიდან მეღიმება. ამ დროს არაფერი მაკლია ბედნიერებამდე, ერთი ჩახუტების გარდა.

უტოპია და ილუზია.იმდენად რთულია საკუთარ თავს დაუმალო რეალობა, ხანდახან გაფრენამდე რამდენიმე კივილი მაკლია. დახუჭავ თვალებს და ყველაფერს გრძნობ ირგვლივ... მთვარეზე ხარ, უსკაფანდროდ და იცინი, მსხვილი ცრემლებით.პარალელური სამყარო სრულიად ნორმალური რამ ხდება და ახლა შენზე დიდი ირემი ნადირობს, ცამდე აწვდილი რქებით. მას ამბიცია აქვს, რომ მონადირე ერქვას და ამის დასამტკიცებლად შენი თავის გაკვრას აპირებს კედელზე. თუმცა, შენ უკვე ფიტული ხარ.

სუნთქავ ძალიან ნელა - წუთში ერთი ამოსუნთქვა. თვალებსაც ისე ნელა ახამხამებ, დრო გაჩერებული გეგონება.

„ბოლო სიკვდილამდე რამდენი სიკვდილი მიკლია?“

მე ჩემს თავს საკუთარ თავთან ვღალატობ და თავს სულაც არ ვგრძნობ უნამუსოდ.______________________________________________

დღეს დილას 9.9 კილო შოკოლადი ვჭამე და მოთოვა.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent