სიყვარული
სიმართლე გითხრათ,ვერ ვხვდები ჩემი ასაკის ბავშვს,რატომ უნდა მოსდიოდეს აზრად ასეთი სათაურის მქონე ჩანაწერის გაკეთება,თუმცა შევეცდები სიყვარულის შესახებ ჩემი აზრი გაგიზიაროთ. პირველი რითიც შეიძლება დავიწყო არის პირადად ჩემი შეხედულება სიყვარულის მიმართ. ვერ ვიტან რომანტიკას,თუმცა,მომწონს როდესაც საჩუქრად ყვავილებს ვიღებ.მაწუხებს ის ფაქტი,რომ ყველას წარმოუდგენია სიყვარულიმხოლოდ გულები,ყვავილები და ბუშტები,მიუხედავად იმისა,რომ გულის სიღრმეში ყველამ იცის,რომ ეს ასე არ არის. არ მომწონს,როდესაც სიცოცხლის მიზნად სიყვარულს ასახელებენ,რადგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია,მითუმეტეს სიყვარული. თუმცა ახლა ჩემს "დარდზე" მეტად,ამ ყველაფრის მიზეზის არცოდნა უფრო მაშფოთებს. სიმართლე გითხრათ,მგონი ყველას ვანერვიულებ,რადგან სიყვარულზე ასეთი შეხედულება მაქვს. ჩემი ასაკის "შეყვარებულებს",ხშირად ურთიერთობაში უამრავი "პრობლემა" აქვთ. მოკლედ,ბიების საყურადღებოდ ვამბობ,რომ არსებობს წესები,რომლებიც უნდა დავიცვათ,არა იმიტომ რომ გინდათ,არამედ იმიტომ,რომ ასეა საჭირო..იმას ვგულისხმობ,რომ ცხოვრებაში ისე არ ხდება,როგორც ფილმებში-იქ გოგოებს ნაძირლები მოსწონთ.რეალობაში კი ეგრე მარტივად არაა საქმე.სინამდვილეში გოგოებს ის ტიპები მოსწონთ,რომლებიც მათ დანიშნულებას აძლევენ. არა,არ მოგესმათ,გოგოებს მოსწონთ,როდესაც ბიი მათთვის გამოწვევაა.ეს მათ საშუალებას აძლევს ქცევისას საჭირო ხასიატი მოირგონ.აქვე შეიძლება ითქვას ისიც,რომ გოგოებიც არასწორად ფიქრობენ ყველაფერზე. საქმე ისაა,რომ ზოგი გოგო ფიქრობს,რომ ბიჭების შეცვლა შეუძლია.სასაცილო კი ისაა,ეს რომ მართლაც ასე იყოს,ბიჭები მალე მობეზრდებოდათ,ინტერესი აღარ ექნებოდათ. უბრალოდ,ბიჭებმა გოგოებს ცოტა დრო უნდა მისცენ იმისათვის რომ რაღაცეების მიმართ ახლებური მიდგომა გამოიმუშაონ,სულ ესაა. ზოგი მაშინვე მიხვდება,ზოგი გვიან,ზოგიც ვერასდროს... მაგრამ,ყველაზე ცუდი ისაა,რომ ზოგადად ადამიანები ისეთ სიყვარულს ვთანხმდებით,როგორსაც გვგონია,რომ ვიმსახურებთ:თუმცა ხანდახან რთულია მიხვდე,სწორად იქცევი თუ არა. ზოგი ვერ ხვდება,რომ სიცოცხლის მიზეზებზე დაფიქრება ყველასთვის საჭიროა და რატომღაც,არ გამიკვირდება,დიდხნიანი ფიქრის შემდეგ თუ გამოვიტანთ დასკვნას,რომ სიყვარული სულაც არ არის სიცოცხლის მთავარი მიზეზი.კარგად თუ დავუკვირდებით,ძველ დროში სიყვარულიც კი დღევანდელზე უფრო გულწრფელი იყო.ზოგმა შეიძლება უმნიშვნელო ფაქტად ჩათვალოს ისიც,რომ ძველი ფოტოები ძალიან მიმზიდველი და ახალგაზრდულია,რადგან მათზე გამოსახული ადამიანები,ყოველთვის ჩვენზე ბედნიერები ჩანან. ადამიანებისათვის რთული დასაჯერებელია ის ფაქტი,რომ რაღაცეები იცვლება და ზოგიერთი ჩვენი ახლობელი ადამიანი გვტოვებს,თუმცა კი ცხოვრება ყველასათვის გრძელდება. იმას,თუ როგორები ვართ,ბევრი მიზეზი აქვს და შესაძლოა,ამ მიზეზების უმეტესობა ვერც ვერასოდეს შევიცნოთ,მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ჩვენს ძალებს აღემატება,ავირჩიოთ,საიდან მოვდივართ,ის მაინც შეგვიძლია ავირჩიოთ,აქედან სად წავალთ. ახლა მაინც შეგვიძლია მოქმედება და ჩვენი მოქმედების ნორმალურად აღქმა. შესაბამისად,შეგვიძლია აღვიქვათ თუ როგორ მოქმედებს სიყვარული ჩვენზე. მიუხედავად ჩემი ამგვარი მსელობისა,მე ყოველთვის იმ აზრის მომხრე ვიქნები,რომ სიყვარული არ არის მუდმივი და არ შეიძლება ის იყოს სიცოცხლის მთავარი აზრი და მიზეზი.ბევრი შემედავება. დაე იყოს ასე! ბოლოს მაინც ამ აზრამდე მივლენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.