რიგითი ჩანაწერებიდან...
გზა იყო ძალიან ვრცელი, მოშავო, მიტოვებული... ქარი ნელნელა ეხებოდა მის ზედაპირს და საშინლად ხმაურობდა. ცა ღრუბლის პატარა ნაგლეჯებს გადაეფარათ და ჩუმად თვლემდნენ, ირგვლივ არავინ იყო, გარდა მოსაბეზრებელი მარტოობის. აჩრდილივით დამყვებოდა ჩემი ლანდი, ვუყურებდი ნაბიჯებს, მესმოდა ძაღლის ყეფა, თუმცა მარტოობის სიამოვნებაში ჩაძირული სულაც არ ვთვლიდი საჭიროდ იმ გზაზე ვინმე ყოფილიყო,ჩემს გარდა. საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ზოგჯერ ღიმილით, ხშირად კი ცრემლიც შეეპარებოდა ხოლმე, მახსენებდა -ძველს, უკვე დავიწყებულს ან იქნებ მარადიულად დაუვიწყებელს. სიჩუმის მელოდიას ვუსმენდი, გზააბნეულივით ჩამოვჯექი ტროტუარზე და ვარსკვლავებს შევხედე. არავინ მინდოდა ყოფილიყო ჩემს გვერდით-მის გარდა. გულში გამავალმა ტკივილმა გონება ჩამიხშო, ქვაფენილს დაეცა რამდენიმე ცრემლი, სხეული ამითრთოლა. ,,მენატრება“ ! წამოვიძახე უცებ და გამახსენდა რომ არ მქონდა მონატრების უფლება. ,,მიყვარს“! ისევ არ წყდებოდა ხმა და იძახდა აბსურდულს, აუხდენელს... ეს იყო ჩემი ოცნება.- სიყვარული. ჩოპენის მელოდია გავაბნიე სივრცეში. ხშირი სუნთქვით კვლავ ვიხსენებდი მომენტებს, კვლავ მტკიოდა, კვლავ ვიცინოდი. მე არ ვარ შეუცდომელი-მაგრამ შემიძლია ვიაზროვნო. მე ვიცი რომ არ უნდა მიყვარდეს მაგრამ მიყვარს... მე ვიცი რომ ზოგჯერ ზღვარს ვცდები თუმცა ეს ზღვარი ჩემთვის არ არსებობს. მე ვიცი რომ თავისუფალი ვარ მაგრამ ზოგჯერ მგონია გალიაში გამომკეტეს. მე ვიცი რომ ვუყვარვარ ადამიანებს, შემიძლია მქონდეს მათი იმედი და ვიყო ბედნიერი მათი არსებობით თუმცა ვგრძნობ სიცარიელეს, ზოგჯერ კი საერთოდ არაფერს არ ვგრძნობ. და რაღა დარჩა, მოგონებები მხოლოდ გაცვეთილი,ძველი მოგონებები. ვფიქრობ ხოლმე ხალხის აზროვნებაზე და უიმედოდ მიპყრობს ზიზღი. ირგვლივ გამეფებულია ბოროტება, გაუნათლებლობა,შური... განვითარდა უუნარობა და ხალხი ერთმანეთს დაემსგავსა, მე კი ვგრძნობ, ვგრძნობ განსაკუთრებულობას რადგან მე ვარ-მე. ესეც საკმარისია ადამიანმა თავი შესანიშნავად იგრძნო,რადგან იცი რომ შენ შენში ხარ და არ გინდა ვინმეს სხეულის მითვისება. ბევრ რამეზე ვფიქრობ, ხშირად საერთოდ ვითიშები თუმცა მთავარია ეს გზა, ეს ,,უხალხო“, მიტოვებული გზა,სადაც მე მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან, სადაც არავის არ ესმის ეს გაღიზიანებული მოთქმა, ირგვლივ მხოლოდ მშენებარე სახლია, ზემოთ კი საცოდავად მიტოვებული ტყე. ,,რა გავაკეთო?“ მინდა გულიდან ამოვიღო, ძველ პიროვნებად ვიქცე. ძალიან დიდი ტკივილია, მე კი სილამაზის აღქმა უფრო მინდა,და ბედნიერება... საათები იწელება, დღეებიც საოცრად ნელა მიდის, აღარ შემიძლია დაცდა, მინდა რომ ვიყვირო : აღარ შემიძლია დავიცადო! მომგვარეთ აქ ჩემი კუთვნილი ბედნიერება! ფეხებზე ყველაფერი! მზე ამოდის და კვლავ ნათდება ცხოვრების რეალურობა. საღამოს აქ, მიტოვებულ ქუჩაზე მანქანებიც არ დადიოდნენ ახლა კი გამოიღვიძეს. გუშინ აქ ჩემს სხეულში ვიღაც ყვიროდა, დღეს კი დუმს. გუშინ აქ,ყველაფერზე ვფიქრობდი, დღეს კი მოსალოდნელ სიტუაციებზე ვფიქრობ. გუშინ აქ მონატრება ყვაოდა, დღეს კი ჩაილექა, გაუჩინარდა. გუშინ ცაზე ვარსკვლავები ანათებდნენ, დღეს კი მზის სხივები მტკენენ თვალებს. გუშინ აქ მოგონებები გაცოცხლდა, დღეს კი ისევ გარდაიცვალნენ. გუშინ საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, დღეს კი... ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.