შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი გვირილა


15-11-2015, 00:12
ნანახია 2 963

იმ დღეს გარეთ საშინლად თოვდა..პირველად დაისადგურა ჩემს სხეულში სიცივის გრძნობამ. 11 დეკემბერი იყო, ჯერ მხოლოდ ახლა იწყებდა სიცივეებს..
კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. წიგნი გვერძე გადავდე და ფეხები ფუმფულა ჩუსტებში გავუყარე..
გიო იყო,ჩემი გიო,დიდი ფუმფულა დათვით და გვირილებით..
სასაცილოა არა? გვირილებს იისფერი ფერი ჰქონდა.. გიკვირთ,ხომ ასეა?! რა თქმა უნდა, ეს ხომ საოცრებაა..შუა ზამთარში გვირილა,თანაც იისფერი..
რამდენიმე წუთი გიოს პირდაღებული მივშტერებოდი.ისიც კი დამავიწყდა რომ ამ ხნის განმავლობაში სიცივეში იდგა,და გაბრწყინებული სახით ჩამჩერებოდა თვალებში.
სწრაფად შემოვუშვი სახლში, და რაც ძალი და ღონე მქონდა მაგრად მივეკარი..არა საჩუქრისთვის,არამედ იმისათვის რომ გამეთბო მისი გაყინული ხელები,ლოყები,ცხვირი..
მასაც მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული მკლავები ჩემს წელზე..მისი ცხელი სუნთქვა ყელზე მეცემოდა..
ვგრძნობდი მისი აჩქარებული პულსი,როგორ ერწყმოდა ჩემს გულის ცემას..
ჰო,მე მისი მერქვა,მას კი ჩემი! არასდროს,მივცემდით ვინმეს უფლებას,ჩვენი სიყვარული დაენგრია..ალბათ ბანალური ნათქვამი იქნებოდა,რომ არა მწარე რეალობა!

***
-ჩემთან იქნები?
-უსასრულობამდე..

***
-სიყვარული სიკვდილამდე?
-სიყვარული სიკვდილის შემდეგ..

***
-დამივიწყებ?
-არასდროს..

***
-გიყვარვარ?
-სიცოცხლეზე მეტადაც კი..

***
დაბურული მინები,წვიმის შხაპუნა შხეფები ასფალტზე.

-ხომ დამპირდი,მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდი?
-დაგპირდი,და შევასრულებ კიდეც..მუდამ შეს გულში ვიქნები!

***
იმ დღეს საშინლად თოვდა..შავი კაბა მოხდენილად ედგა გოგონას ტანს.. დასიებული სახე,მკვეთრი მაკიაჟით ჩანაცვლებულიყო..შავი ქოლგა,და შავი ხელთათმანები.. ყველაფერი შავბნელი ფერებით იყო მოცული..მხოლოდ გული ფეთქავდა წითლად,და ჯერ კიდევ ასხივოსნებდა სიბნელეს..

მუცელი ოდნავ გამოწეული ჰქონდა გოგოს..კაცი იფიქრებდა,ბევრს ჭამს და გასუქდაო,ვერავინ იფიქრებდა რომ მის მუცელში ცოცხალი არსება სუნთქვდა..არსება,რომელიც ნამდვილი სიყვარულის ჩანასახი იყო.

მაშინ პირველად იგემა ტკივილი,სულ რაღაც 19 წლის ბავშვმა..მას მერე სხვა გრძნობები იყო..

***
იმ დღეს საშინლად თოვდა..იმ დღეს,მეორედ დაისადგურა ჩემს სხეულში სიცივემ..11 დეკემბერი იყო..კარებზე ზარის ხმა გაისმა..
ოთახიდან კუპრივით შავ თმიანი გოგონა გამოტანტალდა.. ა.წ ზრდასრულმა ქალმა წიგნი გვერძე გადადო..ფეხშველი გავიდა დერეფანში და მეტალის ცივი სახელური ჩამოსწია..

ის სურნელი იყო,იმ გვირილების სურნელი,წლების წინ რომ იგრძნო,და მას მერე რომ არ უნელდება მისი სუნი..
ქვემოთ დაიხედა, და გაოგნებული რამდენიმე წუთით მისჩერებოდა ნანახს..

იქ ისევ იისფერი გვირილები იდო..მას ისევ ის სურნელი ასდიოდა..
შუა ზამთარი იყო..გასაკვირია არა? შუა ზამთარში,გვირილები და თანაც იისფერი..ნეტავ ვისგან უნდა ყოფილიყო? ეს ხომ მხოლოდ მან და გიომ იცოდნენ..

***
შენ მე მომატყუე!შენ იმედები გამიცრუე,შენ მიმატოვე,გული მატკინე,მომკალი და ჩემი გული ნაფლეთებად აქციე..მაგრამ შენ მე ის დამიტოვე,რის უკან დაბრუნებასაც ვერასდროს შევძლებ! შენ მე შვილი მაჩუქე..და ჰო,კიდევ იისფერი გვირილები..



№1 სტუმარი black

Bravooo..dzaan kai iyoo:D<3

Bravoo...kai iyoo momewona dzaan

 


black
Bravooo..dzaan kai iyoo:D<3

Bravoo...kai iyoo momewona dzaan



ძალიან დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგეწონა! love

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent