შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობითი ჰალუცინაცია


18-11-2015, 17:33
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 870

შენ გრძნობითი ჰალუცინაცია ხარ, და თუ ვცდები, ერთი სიტყვა მაინც მითხარი.

როგორ ხარ ? – ჰო, მეც ეგრე, არც მეტი, არც ნაკლები, მაგრამ შენგან განსხვავებით, მე არ ვიცი მოსვენებას რა არ მაძლევს... მხოლოდ ნაწილობრივ, თუმცა ის კარგად ვიცი, რომ თავში რაღაც მაქვს, როგორც რამდენიმე სერიულ მკვლელს, ფსიქოპატს და წმინდა ხელოვნების შემოქმედებს. შენგან განსხვავებით, მე გაცილებით ნორმალური ვარ და ამავდროულად ყველა გიჟს, სიგიჟიდ ვჯობნი. არა, მე ის შიზოფრენიკი არ ვარ, ვისაც ეშმაკეულობას აწერენ, მე უარესი ვარ. მე ხომ არამიწიერად მტანჯველი მწუხარება მესხმის თავს, როგორც ერთ მხდალ, მალულად ამორალურ ადამიანს, რომლის ფიქრები წუხანდელ ჰალუცინაციებს ვერ ცდება. ჩემი სიგიჟის საიდუმლოება იცი რაშია ? მე მტკივა... ძალიან მტკივა, და რა მტკივა ? არ ვიცი, უბრალოდ მტკივა, როგორც ჯოჯოხეთში მოხალისედ წასულ ბიჭს. ჩემი ამორალური ოჯახი და სიმარტოვე, ყოველივე ამის ფუძეა.
იმდენად მარტო ვარ, რომ ამ შუა ღამეს რვეულის საშუალებით გელაპარაკები, და იმდენად უიღბლო ვარ, რომ შენგან ერთ ბგერასაც კი ვერ ვისმენ. მე იმდენად გიჟი ვარ, რომ ჩემს გონებაში შენს სახეს ვხატავ, როგორც არარსებული არსების და წამიერ სიხარულს განვიცდი, რადგან შენი წყალობით, სულ ცოტა ხნით, სიმარტოვეს დავიწყებაში ვამგზავრებ, სადღაც ბნელი უბსკრულის ნაპირას. ტანში ჟრუანტელი მივლის და მხოლოდ ახლა, პირველად, ამაში მოცარტს არ ვადანაშაულებ. მიზეზი რაღაც აუხსნელია, იდუმალი და მგრძნობიარე.
გუშინ ერთი სიტყვაც ვერ დავწერე და თვითმკვლელობაზე ფიქრმა გამიტაცა. ჩემი ემოციების ფურცელზე დალაქავება რომ არ შემეძლოს, ვერ ავიტანდი ამდენი მწუხარე გრძნობის თრევას. ტკივილთან გამკლავების ერთადერთი წამალი არის წერა... მგონი სიკვდილიც. გუშინ ჩემმა თვითმკვლელობის იდეამ ცხოვრება მომანდომა, ახლა კი, ამ ქარიან ღამეს ვწერ, ანუ კვლავ დავემშვიდობე სიცოცხლის ხიბლს, რომელიც წელიწადში ერთხელ მსტუმრობს, ეგეც თვითმკვლელობის ფიქრისას, ან, უფრო იშვიათად მკვდარი ზღვის პირას, სადაც ჩემი ლანდი, ამ ექსტრემალურ გრიგალსაც კი უძლებს, ვით დამანგრეველ ტალღებს. ერთი მელანქოლიკი იდიოტი ვარ, რომელსაც ისევ ქრისტესთან საუბარი სურს... რომელიც ისევ ღმერთს ეძებს. მე, დიდებული არსება, ჭეშმარიტი ხელოვნების შემოქმედი და მუსიკაში დანახული ღმერთის კვალი, როგორც ძილის ბოლო სტადიაში.
ამ შუა ღამეს, კარადაში დამალულ მონსტრს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან შენი შექმნით ვარ დაკავებული, რომელიც ახლა, ამას კითხულობ და საერთოდ ვერ აცნობიერებ იმას,ლ რომ არარსებობ... მგონი ეს არ უნდა მეთქვა, ხომ ?
ადრე მეც ამ სამყაროს ნაწილი ვიყავი, როდესაც ვიღაც მიყვარდა და ვიღაცას ვუყვარდი, მაგრამ ჩემი არცერთი სასიყვარულო ისტორია არ ჰგავს ტკბილ მოგონებას. ახლა ყველაფერი სხვა გვარადაა. ახლა ვცდილობ მარტომ შევქმნა ბედნიერება, მაგრამ ეს ჯერ–ჯერობით შეუძლებლად მიმაჩნია, რადგან ბალიშთან ჩახუტება და მისთვის დახმარების თხოვნა, ცოტა არანორმალურად მეჩვენება, მე კი ნორმალურობა მინდა... დიდი ხანია. კი ვიფიქრე, მარტო ცხოვრებამ შეიძლება გამაბედნიეროს – მეთქი, მაგრამ არა, მე მეტი მინდა, რაღაც არანორმალური სიცილის ექო, გაიყინული სხეული ჩემს მკერდზე და ავადმყოფურად გამხდარი, უუნარო სითეთრე ჩემს გვერდზე, სიბნელეში და სიმარტოვეში. მე ის მხატვარი მინდა, რომელიც ჩემი სახლის საშინელ აურას ნათელ ფერებში დახატავს, რის შემდეგაც აუხდენელ ოცნებაზე და ღმერთზე დამელაპარაკება, რა თქმა უნდა სიჩუმით შექმნილი მუსიკის თანმხლებით. საუბარი დამთავრდება, მერე კი ერთ კარტოფილითა და პომიდორით გულის ამრევ სადილს მოამზადებს. მე მადლობის ნიშნად სადილს ისე მივირთმევ, რომ სახეზე ზიზღის გრძნობა არ შემემჩნევა. ბოლოს გულზე თავს დამადებდა და დაიძინებდა. ისევ გაიმეორებდა, ასე ტკბილად არასდროს მძინებიაო. მე არ დავიძინებდი, სიჩუმეს მოვუსმენდი და ჩემს ბედნიერებაზე ზღაპარივით მოვყვებოდი. ტრაგედია ისიც არის, რომ ჩემი ცხოვრების არცერთ სავარაუდო ღამეს, მსგავსი ისტორია არ უწერია, რადგან მარტოობა არის ის მოვლენა, რომელიც არასდროს აპირებს ჩემს ღალატს, რისთვისაც გულწრფელად მადლობელი ვარ.
ყველაზე მეტად ახლა ის მინდა, რომ იმას გრძნობდე რასაც მე, მაგრამ მხლოდ ერთ წუთს, რადგან ჩემი გრძნობების ატანა ჩვეულებრივი ჭკუა გონებისთვის მეტ ხანს შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გადასცდებოდი ზღვარს, სადაც სიკვდილს დაემგზავრებოდი... ბნელ სამყაროში... მოიცა, რაღაც ვერ არის... სისულელეებს ვბოდავ, რადგან მთელ ყურადღებას მაგიდაზე დადებულ ცხიმიან ჭურჭელს ვუთმობ. მზე... მზეე...
ისე ქრისტეს დაკარგვა არ მწყენია, როგორც ახლა მზის ამოსვლა, რადგან მზე მაუწყებელია იმისა, რომ წერა უნდა შევწყვიტო, რომ გაღვივებული გრძნობები სადღაც მიმირბიან, მე კი ეს არ მინდა.... კიდევ მინდა საუბარი.
ახლა წამოვწვები მისაღებ ოთახში, არაკომფორტულ დივანზე და ტელევიზორში მოვძებნი იმ არხს, სადაც გამაღიზიანებელი ქალის ხმა, მშვიდობიან დილას მისურვებს, შენ კი... არაფერი. იმედი მაქვს შემდეგშიც ცალმხრივი საუბარი არ გვექნება.
ძილინებისა.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მომეწონა?
არა, უფრო მეტი!
ჩემ შინაგან სამყაროში დადიოდა თითოეული სიტყვა!
რაღაცნაირი იყო!
ახლა მეორეჯერ რომ წავიკითხო სხვა რამ იქნება!
სხვა გრძნობას აღიწვევს ჩემში!
სასიამოვნოდ მეამა!
სასიამოვნოდ გამცრა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ისეთი გრძნობა დამრჩა თითქოს შენს სულში ვმოგზაურობდი,თითქოს ყოველ სიტყვაზე,შენს განცდას შენს გრძნობებს ცხადად ვეხებოდი.მომწონს!

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent