შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...


21-11-2015, 19:08
ავტორი tamolove77
ნანახია 2 375

პატარა ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მხოლოდ მთვარის შუქი აღწევს და ანათებს, ლოგინზე დაახლოებით 15-16 წლის გოგო ზის, ფეხები აკეცილი აქვს, წინ და უკან ირწევა და ფანჯრის მარცხენა კუთხეს, სადაც მთვარის სინათლე ანათებს თვალმოუშორებლივ, ღიმილით მისჩერებია. უცებ კარები იღება და გოგო თვალის კუთხიდან ამჩნევს ლანდს რომელიც მისი მეგობრისაა...
_ თანანა კარგად ხარ? - ეკითხება ის.
_ ნინი ხედავ?! - ოდნავ ღიმილით პასუხობს
_ რას თანანა? - ინტერესით ეკითხება ნინი და უახლოვდება.
_ აი მარცხნივ, თეთრ კაბიან გოგოს. იცი?! თითქოს მე მგავს, ნახე ჩემსავით ღია წაბლსფერი თმა, ჭაობისფერი თვალები და ღია ვარდისფერი ტუჩები აქვს... თვალები უბრწყინავს... ნახე! ნახე გამიღიმა ნინი... - პასუხობს არაბუნებრივი, სევდაშეპარული ღიმილით... კიდევ აკვირდება სილუეტს და სიცილის იწყებს, შემდეგ უცბათ სახე უსერიოზულდება და ისევ დაჟინებით აცქერდება ფანჯრის მარცხენა მხარეს... ნინი თავს აქნევს, ისედაც ჩამქვრალი თვალები უქრება და სევდიანად ამბობს
_ ისევ შეტევა გაქვს. წამალს მოგიტან.
ორ წუთში წამლით და წყლით ხელში მოდის, მზერაგაყინულ, მარცხენა მხარეს მიშტერებულ თანანას უყურებს, თან უახლოვდება, მის წინ იხრება და თბილი, მაგრამ სევდიანი ხმით ეუბნება
_ თანანა დალიე.
თანანა უცბათ მზერას აშორებს მისი ხედვის ობიექტს და ნინისკენ ბრუნდება, ისევ უღიმის, წამალს ართმევს და სვამს. ნინი ლოგინში აწვენს, შუბლზე კოცნის და ოთახიდან გადის... ისევ სიბნელე, უმოძრაობა და მთვარის შუქი რჩება ოთახში... სიმყუდროვეს მხოლოდ გოგონას რიტმული სუნთქვა არღვევს... ფანჯრის მარცხენა კუთხეში ისევ ანათებს მთვარე, მხლოდ იმ განსხვავებით, რომ მომღმარი სილუეტი იქ აღარ დგას...



№1  offline წევრი maridb

კარგი იყო ძალიან <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი tamolove77

maridb
კარგი იყო ძალიან <3

მადლობა <3

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent