შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Cheers Darlin'


21-11-2015, 23:59
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 3 072

მე და შენ
არასდროს იქნება "ჩვენ."
არაუშავს.

ახლა მე იდეალური ვარ. იმდენად, რომ თავადაც მიჭირს, ყველაფერს ბოლომდე მივწვდე. ახლა ყველაფერი კარგად არის და ჩემს ყოველ ამოსუნთქვას ისევ ლიმონის სუნი აქვს. ეს ნოემბრის სასწაულია.

დამეფიცება, რომ ამაზე ჯადოსნური ნოემბერი არ მქონია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნოემბრები ცალ-ცალკე მიდიან ბოლოსკენ.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს უნდა ვამბობდე.
ამაზე ჯადოსნური ნოემბერი ჯერ არ მქონია.

ჰო, იმას ვამბობდი, რომ ყველა უჯრედი სავსე მაქვს სრულყოფილებით. ერთი უჯრედის გარდა. თუმცა, შეიძლება წასვლით დატოვებულმა სიცარიელემაც შეგივსოს რაღაც ადგილი. სისულელეა, მაგრამ ასეა.

ჩემი თითებიდან ვერასდროს იგრძნობ ნიკოტინის სუნს. შეიძლება ვერც ის იგრძნო, რაც გინდა, მაგრამ ნიკოტინის სუნი არასდროს მექნება ხელებზე. არც შენი სიგარეტის. აქ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, არა? შეიძლება, მაგრამ საკითხავი ის არის, ამას მნიშვნელობა აქვს თუ არა. ჩემთვის არა აქვს, აღარ.

კრისტალური თავისუფლების უზადო შეგრძნება მაქვს. უკეთესზე რომ ვერც იოცნებებ, აი ისეთი. უნდა ვყვებოდე ამ ყველაფერზე, უნდა ვწერდე, უნდა ვყვიროდე, მაგრამ არის რაღაცები რაც უთქმელი უნდა დატოვო.

ახლა უნდა ვიჯდე მარტო, სუსტად განათებულ ოთახში, ვსვამდე წითელ ღვინოს და ვუსმენდე დემიენ რაისს, იოგებიდან რომ ტკივილი ეღვრება. რატომღაც არ ვაკეთებ ამას.

არის რაღაცები, რაც უთქმელი უნდა დავტოვოთ. არაფრის ფასად არ უნდა გავამხილოთ და მივანდოთ რაღაცას, რაც თავისით მიიტანს იმასთან, ვისთანაც უნდა მიიტანოს. არ მგონია, რომ რამე შემეშალა. მე ისევ მიყვარს ჩაი ორი კოვზი შაქრით და ლიმონით. ისევ მიყვარს და სულ მეყვარება. სხვანაირად არ ხდება. ასე მარტივად არ მთავრდება. არც უნდა მთავრდებოდეს. სითბოდ და ღიმილად გვრჩება ზოგიერთი ამბავი, თუნდაც მტკივნეულად დამთავრდეს. უმტკივნეულო დასასრულები ხომ არც არსებობს.

მიხარია ეს ყველაფერი. ბავშვურად მიხარია, თუმცა მაინც ვერ გადმოვცემ ყველაფერს ბოლომდე, მაგრამ მჯერა, მთავარია გრძნობდე. რაღაცების სიტყვებად გამოჩორკნა არც არის ზოგჯერ სასიამოვნო. მით უმეტეს, ამ უზომო ტკივილის და უსაზღვრო კმაყოფილების შერწყმით მიღებულ პარადოქსულ გრძნობას არ მოუხდება ვერაფრით გავსებადი სიტყვები. მთავარია, ვგრძნობდე და ვგრძნობ, თანაც როგორ... ბოლომდე! ყველა ნერვით, ყველა უჯრედით. ყველა სისხლძარღვში სიგიჟედ დამირბის ეს არანორმალური გრძნობა და ეს სასწაულია.

ჩემი დაუსრულებელი სასწაულისა იყოს...



№1  offline წევრი N7

შენი დაუსრულებელი სასწაულებისა იყოს!
არის რაღაცები, რაც უთქმელი უნდა დავტოვოთ
და მე მათ ვტოვებ.

მეტი შენც იცი!

ჰო, და კიდევ... დემიენზე ვგიჟდები.
+1.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

შენი განსხვავებული მანერა ჩემში ამოუხსნელ აღტაცებას აღძრავს!
როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო!
ყოველთვის ვემონები შენს ჩანახატებს!
ვიმედოვნებ მომავალშიც გაგრძელდება ეს ყოველივე!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline წევრი yvavi

სრულყოფილი ხარ, უფრო მაღლა და მაღლა მიიწევ.
სასწაული გოგო ხარ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ერთ დღესაც ბოლოს მომიღებ მე შენ:)). შენ იცი როგორ ველოდი შენგან ამ სიტყვებს და ძალიან გამიხარდა ამის წაკითხვა. იმაზე უკეთესად ხარ, ვიდრე ველოდი. მართლა მაგარო გოგო ხარ. აწი შენგამ საერთოდ განსხვავებულ რაღაცეებს ველოდები. მთელი გულით მახარებს შენი ასეთნაირობა:* :*

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

"ზე" ორიგინალური წერის სტილი გაქვს,რაც ძალიან მომწონს,შესანიშნავად აღწერ ემოციებს,გრძნობებს..და საერთოდ ყველაფერს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

თეო <3
:(

 


№7  offline მოდერი malena

ტირილი მომინდა

 


№8  offline წევრი Archive

ვერაფრით გავსებადი სიტყვები...
ზუსტად
და ისე უხდება საუნდტრკად დემიენი.. ისეე
ერთი ღერი სიგარეტიც უხდება

 


№9  offline წევრი maridb

რაღაც ძალიან კარგი იყო...<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ,იმის განცდა მიჩნდება რომ რაღაც უსასრულობიდან მოვდივართ,და სწორედ იქითკენ მივიწევთ თითოეული ჩვენგანი.
ძალიან მომეწონა love )))))

 


№11  offline ადმინი შამანი

დემიენ რაისის Cheers darlin' და შენი ჩანახატი ერთად, სრულყოფილებაზე მეტნი არიან.
"ზე" ორიგინალური ხარ! ბრავო!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


სრულყოფილი ხარ.

 


№13 სტუმარი Marianna

ვაბოდებ ესეთი სტილის ჩანაწერებზე .... თან სათაური რომ წავიკითხე გავგიჯდი .... არმეგონა თუ ვინმე საქართველოში ამას უსმენდა... უძალიანმაგრესი გოგო ხარ , სრულყოფილი
გემოვნებაზე ხომ საერთოდ , აღარც ვლაპარაკობ

 


№14  offline წევრი marisa

მეც ამეტირა. არადა, იმდენი ხანია არ მიტირია, ჩემი თავის მიკვირს. არ ვიცი, რაღა დავამატო, გოგოებმა ისედაც დაწერეს ჩემი სათქმელი, მაგრამე ს სიმღერა მაინც მაგრად არ მევასება..

 


№15 სტუმარი floki

კომენტარი yochag

 


№16  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent