ჩამეხუტე
ჩამეხუტე... ჩამეხუტე რა. მინდა ვიგრძნო რომ მკერდში ისევ მიფეთქავს გული. მინდა გავიხსენო დაჟანგებულ კაპილარებში გაწყალებული სისხლის მოძრაობის გემო. ჩამეხუტე რა, იქნებ გამხმარი ორგანოები გამითბოს შენმა ჩახუტებამ. ჩამეხუტე... ახლა შენს წინ ვდგავარ მუხლებზე დაჩოქილი და როგორც ღვთისმშობელს ისე შემოგცქერი. მეშინია რომ წუთი-წუთზე გაქრები და მიმატოვებ. ახლა როცა ასე ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე ვგრძნობ სიკვდილის სუნთქვას, მახსენდება კადრები ჩვენი ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩვენი. გახსოვს? ერთხელ მკითხე სიყვარული რაფერიაო,"შენფერი" მეთქი-გიპასუხე. მაშინ მოგატყუე, მოგატყუე მაშინ. მაშინ არ მყვარებიხარ. არც მაშინ, როცა პირველად გითხარი მიყვარხარ-მეთქი. არც მაშინ, არარსებულ მომავალს რომ ვგეგმავდი შენთან. არც მაშინ, როცა ერთი ხელის გაწვდენაზე მყავდი და მენატრებოდი მაინც. და ახლა,როცა ცაზე და ღმერთზე უფრო შორი ხარ ჩემგან, ახლა, როცა ერთი ნაბიჯია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ახლა მიყვარხარ ყველაზე მეტად... გახსოვს? გავრბოდი ხოლმე შენგან, გავრბოდი უკანმოუხედავად, რადგან მეშინოდა შენი სიყვარულის. მუდამ თავს მახსენებდა სიმცირე დროის, რომელიც მჭამდა,გჭამდა,გვჭამდა შინაგანად. როგორ მინდოდა შვილი გვყოლოდა ორი,როგორ მინდოდა... ვერ გავიმეტე ჩემი თავი უმშობლო შვილისთვის, ვერ გაგიმეტეთ უჩემობისთვის, ვერ გაგიმეტეთ... გახსოვს? ერთხელ მთხოვე დამხატეო, ისიც გეხსომება რაც გიპასუხე. მოვა დრო და სხვა დახატავს შენში-მეთქი. -ვიცი რომ გახსოვს. ხოდა გეფიცები, ჩვენს არჩასახულ შვილს გეფიცები არასდროს მიმიტოვებიხარ. იმ უმზეო წუთებშიც კი,როცა გეგონა რომ ყველამ მიგატოვა,მე შენთან ვიყავი. ლანდად ქცეული ვეძებდი შენს ნაბიჯებს რომ გამეღმერთებინა შენი ნაკვალევი. და ახლა-როცა შენს წინ ვდგავარ მუხლებზე დაჩოქილი, როცა ასე ახლოს ვგრძნობ სიკვდილის გრილ თითებს სახეზე, ირონიაშეპარული სევდით ვნატრობ აი ახლა, ზუსტად ახლა გამაღვიძოს ბავშვის ხმამ, გადმოგხედო ჩემს მკერდზე მშვიდად თავმიდებულს და გავიაზრო რომ ერთი დიდი კოშმარი იყო ეს ყველაფერი... არ იტირო რა. გეხვეწები ნუ იტირებ ჩემ გამო, რადგან მთელი ჩემი ბინძური და უბადრუკი ცხოვრება არ ღირს შენს ერთი წმინდა ცრემლად. ჩამეხუტე რა... იქნებ ისევ ვიგრძნო დაგლეჯილ ფილტვებში ერთი ბეწო ჟანგბადის მოძრაობა, იქნებ ასე გადაგორდეს სამუდამო უშენობა- ყელში რომ გამჩხერვია. ჩამეხუტე რა... პ.ს. არ ვიცი რამდენად მოვიტანე მკითხველამდე ის გრძნობები რომლითაც დავწერე მაგრამ უბრალოდ გავგიჟდებოდი რომ არ დამეწერა,ვინმემდე არ მიმეტანა და მარტოს მეზიდა. ვეცადე ამ პატარა ჩანახატში ჩამეტია ისტორია რომელმაც დიდი კვალი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას. შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო ძვირფასებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.