4.54 AM
*** - მხოლოდ უფრო ძლიერს შეუძლია დავიწყება, მეტს არაფერს. უფრო გემრიელს. უფრო ტკბილს. უფრო მწარეს. - მეგრულს. - ელარჯი. - ჰო. - ელოდები? - ელარჯს? - იცი შენ. ნუ იქლიბავ ტვინს. - არა. - ახალს და უფრო ძლიერს ელოდები? - არა. - კარგი ახლა. გულწრფელად. - გულწრფელი რომ არ ვიყო, გეტოდი ველოდები-მეთქი. - გეშინია. მესმის. - შეიძლება. - იგივე იქნება ყოველდღიურობა. ერთფეროვანი, ცარიელი. მაგიტომ გეშინია. - ჰო და სულ ეგეთი იქნება. მე კიდევ არ მაქვს გლობალური ცვლილებების ტ*აკი. - იყოს. *** - მომიახლოვდები? - არა რა. ვერ ვიქნები შენი სასწაული. - ნუ იქნები. - არ შეიძლება ეგრე. - ნუ შეიძლება. *** - უკანა გზა მოჭრილია. - რატომ? - ედემში ვერ დაბრუნდები. - იქნებ საერთოდ არ მოვდივარ მე იქიდან. - ყველანი სიწმინდიდან მოვდივართ. - და? - და გავსინჯეთ ტკბილი შხამი. - და? - და უკან ვერ დაბრუნდები. ისევ აქ ვართ, თუ ხვდები. - ვართ. ოღონდ მე ვარ. შენ ხარ. ერთად არ ვართ. - ვართ. - არა. - უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ. - ჰო? - კი. - მაინც? - დრო არ დამინიშნავს. - მე კიდევ მგონია, რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად. *** - შევერწყათ, გავიაროთ ერთმანეთში. - როგორ? - შენთან მოვალ. - სად? - სადაც იქნები. - მერე? - მერე გაშიშვლდები და შევერთდებით, როგორც არასდროს არავინ. - მერე რა იქნება? - სინაზე, სითბო, უხეშობა, სიმწარე, სიტკბო. - არა, მაგის მერე... - კარტის კოშკი, რომელსაც ძალიან ფრთხილად ავაწყობთ, რომ არ დაიშალოს. - მე და შენ? - მე და შენ. - რომ ვერ ავაწყოთ? - რწმენა მეგობრობის... *** - მე არ ვარ მზად ცვლილებებისთვის. მართალი ხარ. უკვე დამსხვრეული სისულელე ვარ. - .... - აი ზუსტად ამას გაძლევ - სიცარიელეს. - ვფიქრობ... დაისვარე? - არა. - შეცდი? - არ ვიცი. - მე გიორგი მქვია. გამარჯობა. - თეონა. დილამშვიდობისა. - მოვკლათ ეს განთიადი? - მოკვდება? - ჩვენთვის. - უნამუსოდ გათენდება მაინც. - კვდები. - ვიცი. - მეც მკლავ. - არა. - კი. ვფართხალებ და შენ მკლავ შენი სიკვდილით. - არა-მეთქი. შენ შეგიძლია, ეძებო სასწაული. მე ახლა არ შემიძლია. - ახლა ისევ დავურეკავ და ეს სიკვდილი იქნება. *** არ არის ეს ჩანახატი. ერთი სიტყვა არ არის ჩემი ფანტაზიიდან აქ. ნამდვილია ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.