შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტალღების სუნი ასდის შენს მკლავებს


13-12-2015, 11:01
ავტორი NA NO
ნანახია 2 205

შენ ისევ წახვედი.. ხო აი ასე ადექი და წახვედი, თუმცა რატომ ვწუწუნებ? მე ხომ ვიცოდი... ვიცოდი შენი სამსახურის შესახებ, მაგრამ მაინც გადავაბიჯე ამ უაზრო ფიქრებს მთელი ჩემი არსება და აი ახლა ფანჯარასთან ვზივარ ცხელი ჩაით ხელში და გავყურებ უკიდეგანო ზღვას.. შენ სადღაც მაქ ხარ უსაზღვროებაში... გაგიკვირდება და მეცინება ჩემს თავზე, პირველად ხომ არ გასულხარ ზღვაში, მაგრამ ყოველთვის უჩვეულოდ მიფორიაქდება სული... თუმცა მე მჯერა.... მე მჯერა რომ ისევ გადმოაბიჯებ ჩვენი სახლის ზღურბლს, სხვანაირად არც შეგიძლია.~
-მილიონი კილომეტრის სიშორეზე ვგრძნობ შენს მონატრებას და ლოდინს, მეუბნები შენ და თეთრ ქუდს მაგიდაზე დებ... ზღვის ტალღების სუნი ასდის შენს მკლავებს და ამ ტალღებში ვიკარგები მეც....
უდიდესად მაბედნიერებს წარსულზე ფიქრი... მე ცოტა დაბნეული და ცხოვრებაზე ღრმად ჩაფიქრებული, რასაც ქვია დავრბოდი ქუჩებში... შენ კი უბრალო ჯაკეტში კაპიშონ ,,გადმოფარებული“ ზვერავდი სადარბაზოს... ჰმ.... შენ სადარბაზოს მე კი შენ...
-ნათია ისევ დამაგვიანდაა, არა როდის შევეჩვევი დილაობით ადრე ადგომას ჰაა, წუწუნით დავბოდიალებ დილა უთენია და ჩემს თმებზე გადაბჟირებულ დეიდაშვილს ყურადგებას არ ვაქცევ... სტუდენტბისგან დრო შეზღუდული იმას ვიცმევ, რაც ხელში შემომეჩეჩება და თავქუდმოლეჯილი ჩვრბივარ კიბეებზე.... ვიცი დილით არ შემხვდები და არც კი ვიყურები გვერდით....
ისევ დაღლილი და საოცრად მძინარე ვბრუნდები შინ... damien rice ვუსმენ და შენც ისევ გხედავ შენს პოსტზე, გაკვირდები და ისე უხდება შენს თითებს ეგ ოხერი სიგარეტი ლამის შემშურდეს... ფეხი მერევა, არადა მთვრალი არ ვარ... ჩემს თავზე მეშლება ნერვები და თავს ვხრი, მიჭირს მაგრამ თვალს გარიდებ... არ ვიცი მამჩნევ ასე მობოდიალეს თუ......
-ნათი პურს ამოვიტან, ან გაგეგზავნები სადმე, ვყვირი აჟიტირებული, მიმნდა ისევ გნახო, სიგიჟეა ვიცი, მაგრამ მეც გიჟი ვარ... გაოცებული მიყურებს, თუმცა მალევე ხვდება რომ ,,ის“ ვნახე და სიცილით მიქნევს თავს... სარკეში ათჯერ მაინც ვიხედები რამე ზედმეტად ხომ არ მიცხიათქო და გაბადრული ვეშვები კიბეებზე... კიბეებზე მთელი უბნის ბიჭებისგან გაკეთებული სირცხვილის კორიდორი მხვდება, ვიძაბები... კიდევ უფრო ვიძაბები როცა ყველა ჩუმდება ჩემს დანახვაზე, ზოგადად ვერ ვიტან უხერხულობას, მაგრამ მეცინება შენს თვალებს რომ ვაწყდები... თურმე თვალებიც ზღვისფერი გქონია უკიდეგანოდ ლურჯი....კამკამა....
სამი თვის შემდეგ ისევ მესმის კარის ჭრიალი... უმოწყალოდ ეხეთქება ტალღები ნაპირს, და მე ისევ ვგრძნობ შენს მკლავებში ტალღების სურნელს.....
-დრო აღარც იძვრის უშენოდ ზღვაში... თითქოს მოვრბივარ ბობოქარ ტალღებზე შენთან მოსვლისას და საოცრად მავსებს ეს მომენტი ჩვენი შეხვედრისას... შენ ისევ გახვეულხარ ჩემს ჟაკეტში და თვალებდაჭყეტილი მელოდები ....
მეუბნები აუღელვებლად და უდიდესი სითბო მეღვრება გულში.. ვგრძობ თუ რა არი ბედნიერება და მიხარია... მიხარია რომ ვარსებობთ.... მე შენთვის და შენ ჩემთვის....
ზღვის ტალღების სუნი ასდის შენს მკლავებს და ამ ტალღებში ვიკარგები მეც....



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent