შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორი ლამაზი იქნები,ჩემო.


14-12-2015, 02:08
ავტორი Anna)))
ნანახია 1 835

როგორი ლამაზი იქნები,ჩემო,
მუცელზე რომ მოგარტყავს ყოველწუთს ჩემი
შვილი და შენც რომ გაგეღიმება,
ან აგეტირება ცრემლებით სიხარულის.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო,
ყოველ დილით თმა აწეწილი,ჩემს კუბოკრულ პერანგში გახვეული,გამობერილი მუცლით და თვალებში ჩამდგარი მზეებით რომ ივლი ჩვენს განათებულ ოთახში, მერე კი სამზარეულოდან ოთახში ერთი ჭიქა ყავითა და ერთი ჭიქა წვენით დაბრუნდები, ოდნავ დაიხრები მარჯვენა ლოყაზე მაკოცებ და ღიმილმზიანი სახით შემომხედავ ახალგაღვიძებულს.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო,
ოთხი თვის ორსული სულ უკმაყოფილო სახით რომ ივლი,ზოგჯერ ჩემს ზედმეტ სითბოზეც გაიბუსხები,სულ წვენი და საჭმელი გენდომება და დაიბღვერილი სახით გამომხედავ,მე კი გამეღიმება,მოგიახლოვდები და გაბუტული ტუჩის კუთხეზე გაკოცებ,მერე ფრთხილად ჩაგიხუტებ და შენს აბრეშუმივით ნაზ თმას უფრო მეტად ნაზად და მშვიდად მოვეფერები, შენ გადაგივლის გაბუტვა და პაწაწინა ცხვირს ყელზე მომაბჯენ რომ შენს სუნთქვას საუცხოო მუსიკასავით ვუსმინო, სოლ,მი,რე-ამოსუნთქვა, ლა,სი,დო,ფა- ჩასუნთქვა, აკორდ-აკორდ,ბგერა-ბგერა დავიმახაოვრებ თითოეულ შენს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო, ივლისში გვირილებით მორთულ ველზე ხუთი თვით სიცოცხლემომატებული, ფეხშიშველი, თხელი ჩითის ფარფატა კაბით რომ ივლი ფრთხილად -შემთხვევით გვირილას არ დავადგა ფეხიო, თან იქვე ხესთან მჯდომს ჩუმად გამომხედავ და ჩაგეცინება,სახეზე აგენთებიან ფერადი ვარსკვლავები, მე საპასუხოთ გაგიღიმებ და განვაგრძობ გვირილების გვირგვინის წვნას,შენთვის და მისთვის, ოთხ თვეში ვისი პაწაწუნა ხელის შეხებითაც ჩემს მთელს სხეულში არნახული სითბო ჩაიღვრება.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო,აბრეშუმის თმებში ქათქათა გვირილებჩაწნული ჩემს სიახლოვეს რომ იჯდები და მე კი ჩავიმუხლები შენს წინ,მუცელზე თავს მოგადებ და მოვუყვები ჩვენს შვილს იმაზე თუ როგორი ლამაზი იქნები,ჩემო, ვუამბობ თუ როგორ მიყვარხარ .შენ სიხარულის ცრემლები მოგადგება თვალებზე,გრძელ ,თლილ თითებს ჩემს შავ,უხეშ თმებში ჩაკარგავ და ბევრჯერ გამიმეორებ რომ ცას სწვდება შენი ჩემდამი სიყვარული,მეორე ხელს კი მუცელზე დაიდებ და ისე აამოძრავებ თითქოს შოპენის "გაზაფხულის ვალსს" უკრავდე.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო,თხელ აბრეშუმის მოსახვევში სახელდახელოდ გახვეული ,აგვისტოს მშვიდ და უშფოთველ საღამოს ფანჯარასთან რომ იჯდები და გზას,რომელზეც იცი რომ უსათუოდ გამოვივლი ყვავილებით ხელში,სუნთქვაშეკრული მიაშტერდები. შემდეგ მძიმე ნაბიჯებით მოხვალ კართან და მოუსმენ ჩემს ნაბიჯებს კიბეებზე, ნაბიჯი ერთი -პირველი გაღიმება, ნაბიჯი ორი- ღრმად ჩასუნთქვა ,ნაბიჯი შვიდი -სუნთქვის შეკვრა და მერვე ნაბიჯზე ღია კართან მომღიმარი სახით და ბედნიერი თვალებით იდგები შენ,აზრი მთელი სიცოცხლისა, შენ ვის გამოც ცხოვრების ყოველი წამი სიხარულის მომტანია. მე მოგიახლოვდები,ფრთხილად ჩაგიხუტებ,შენ მშვიდი თრთოლვა აგიტანს, გაკოცებ საფეთქელზე გამოგიწვდი ყვავილებს და ფრთხილად მოვხურავ კარს,რომ ჩვენი პატარა არ გავაღვიძო. შენ დაჯდები სავარძელში,მე ჩაის მოვიტან და მთელი საღამო ვისაუბრებთ მომავალ წლებზე,ანდა იმაზე როგორ გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი. ბოლოს გადაღლილს ჩემს მკლავებში ჩაგეძინება ბეღურასავით,მე კი დაუსრულებლად მოგეფერები თმებზე,სახეზე,თითებზე. ჩემი სამყარო ხარ.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო, ფერადოვნებით მოკაზმული ხეების ქვეშ ნელა რომ ივლი,თან მთხოვ რომ შემოდგომისფერი ფოთლები შეგიგროვო,რადგან თითქმის ვერ იხრები, მე ყველა შენს თხოვნას ვასრულებ,გიგროვებ ფოთლებს და გაწვდი,შენ იღიმი და მუცელზე იდებ ხელს,თან ჩურჩულებ რაღაცებს შენთვის. ოქტომბრის მზემიწურულ ამინდებს მხოლოდ შენი შემოდგომისფერი თვალები გაათბობენ და შენი ღიმილი მთელი უკიდეგანო გალაკტიკის ფასი გაათბობს ყველაფერს რასაც მისწვდება.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო, საწოლზე მჯდომს უცბად რომ გაგაჟრჟოლებს და აგიტანს კანკალი,თან ტირილს დაიწყებ,ძვირფასო,მტკივაო. მე ჭკუიდან გადავალ შენი "ცუდად" ყოფნით და თეთრ ხალათში ჩაცმულ ადამიანებს ავედევნები ოცნებების ასახდენად გამზადებული.
წუთი ერთი, ორი , ათი... გაიწელება დრო და ჩაიღვრება ფეხებს შუა უზარმაზარი სითბო, შენ ტკივილებით გადაღლის მოგესმება ჩვენი ქალიშვილის პირველი ტირილი და გაგეღიმება,მთელი გულით,მთელი არსებით... მე შეშლილს რაღა დამაწყნარებს?!- თქვენი ჩემთან ყოფნა.
როგორი ლამაზი იქნები,ჩემო, თეთრ პერანგში ჩაცმული პირველად რომ მიიხუტებ გულზე ჩვენს შვილს, მოუსმენ მის მშვიდ სუნთქვას, მერე მე გამომხედავ და ღიმილით იტყვი მამიკოს უგავს ტუჩებიო. მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი და შენ როგორი ლამაზი იქნები,ჩემო.
მერე წლები გავა,დრო არ გაჩერდება როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი ქალიშვილოც გაიზრდება და როდესაც დრო მოვა , ისიც დედასავით ლამაზი იქნება .. და რა დროც არ უნდა გავიდეს,თვეები,წლები თუ ათწლეულები მაინც ყოველთვი,მაინც როგორი, როგორი ლამაზი იქნები,ჩემო...
ანა ზეიკიძე
არ ვიცი რამდენად გამომივიდა,თცა რამე თბილოს დაწერა მინდოდა...



№1  offline წევრი Anna)))

eremar
საოცარია love ულამაზესი love უტკბესი love და უნაზესი love

ვაიჰჰ ♥ love დიდი მადლობა <33
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№2  offline წევრი aleksandre

love ანაააააააა ჩემი ვაჟკაცი გოგოო ხარ wink wink

 


№3  offline წევრი Anna)))

aleksandre
love ანაააააააა ჩემი ვაჟკაცი გოგოო ხარ wink wink

გააგებინე მთელს სამყაროს wink belay
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline წევრი Anna)))

[quote=eremar][quote=Anna)))][quote=eremar]საოცარია love ულამაზესი love უტკბესი love და უნაზესი love[/quote]
ვაიჰჰ ♥ love დიდი მადლობა <33[/q
არაფრის საყვარელო smile მადლობა შენ რომ ასეთ გემრიელობებს გვიქმნი:)) love უნიჭიერესი ხარ და მადლობა ღმერთს ამისთვის love love[/quote]
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ love მიხარია რომ ასე ფიქრობ და უფრო მეტად მიხარია რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს love request
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№5  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent