შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მუზას!


27-12-2015, 00:16
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 805

ყველაფერი სისულელეა!
ნუთუ ცხოვრება უბრალო თამაშია...
დღეს ის მოთხრობა თავიდან ავტვირთე საიტზე..თვეების შემდეგ შევავლე თვალი და უცნაური შეგრძნება დამეუფლა...ისე ამომიტრიალდა დავიწყებას მიცემული ფიქრები..ისევ თავიდან ვიგრძენი და ისევ თავიდან მეტკინა!
ალბათ,ეს ტკივილი იყო...და ის სიყვარული,ალბათ...არა,ეს გრძნობა ფაქიზია და ეს სიტყვა არ მიყვარს...რა საჭიროა გრძნობას სახელი დაარქვა? არაა საჭირო...
არ ვიცი რას ვგრძნობდი,როცა მას მოვკრავდი თვალს..არ ვიცი რა იყო ეს და რა არის ეს ფიქრები..არ ვიცი რას ნიშნავს,რომ ნებისმიერ სიტუაციაში რომანტიკულად წარმომიდგება მასთან ყოფნის ილუზია...არ ვიცი...საერთოდ არაფერი ვიცი...
სიყვარულზე ვწერ ხოლმე..ვამბობ,უეცრად მოხდა რაღაცო,დაიმუხტაო,გულში ჩაუვარდაო..მაგრამ მის წინაშე მე უძლური აღმივჩნდი...დავსუსტდი...ყველაზე სუსტი ადამიანი გავხდი..რატომ,იცი? იმიტომ,რომ არასწორი ადამიანისკენ წავიღე გრძნობები..არა,ეს არ იყო ჩემი ბრალი ეს უნებლიეთ მოხდა...არა,მე აქ სუფთა ვარ,გულია დამნაშავე..მე უბრალო იდიოტი ვარ,რომ მას თავის ნებაზე ვათარეშებდი...
არ ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი...მახსოვს პირველად რომ დავინახე,სამი ღამე არ მეძინა..იმ წამსსვე ვიფიქრე,რომ ის ის იყო...ეს არ მესმის რა არის...მაგრამ ეს უბრალოდ ასეა და სასიამოვნო გრძნობაა...
ის მიუწვდომელი აღმოჩნდა ან მე არ გამოვდექი საკმაოდ ძლიერი...საკმაოდ ძლიერი,რადგან ამ ყველაფერს ქედი მოვუხარე და გულში მუზად ჩავისვი...არა,ეს სისულელე და ახირებაა-მეთქი-სულ ამას ვფიქრობდი...
დღეს გული ვერაფერს დავუდე..ვერ ვხვდებოდი რისი ბრალი იყო..მერე მივხვდი და ისევ ის გამახსენდა...მისი ბრალი იყო...
მე მიხვდი რას ნიშნავს ადამიანი გძულდეს და მოგწონდეს...გრძნობდე დადებითასაც და უარყოფითსაც...
მოგწონს,რადგან მოგწონს და გძულს,რადგან შორსაა...
მარტივი თეორიაა და მეტი არაფერი..
და მადლობა ჩემს მუზას...
ის ვერ გაგებს,მაგრამ მადლობას მაინც ვეტყვი...
არ ვიტყვი,რომ ის არ არსებობს..უბრალოდ ვიტყვი,რომ ის ჩემი მუზა...
და კიდევ იქნება,ალბათ..
არა რა ალბათ!
ის იქნება...
მე დღეს ვიცი რატომ სძულდათ კაცებს ტერეზა(სამოსელი პირველი) და რატომ უყვარდათ..ვიცი ამ ორს რატომ გრძნობდნენ ერთდროულად...
მე დავწერე,რომ ტერეზა მეძავის ხარისხში იყო ასაყვანი..მაგრამ დღეს ჩვენებას შევცლი...ვიტყვი,რომ ის არ იყო დამნაშავე..დამნაშავე მხოლოდ იმ კაცთა გულები იყო...
დიახ,ამას დავწერ...მასწავლებელი მეტყვი,რომ შევიშალე..დიახ,ასე მეტყვის,მაგრამ მაინც დავწერ...რადგან ერთ დროს ჩემს გულშიც ასე დაიდო ადგილი ჩემმა მუზამ..
მას მხოლოდ მუზას ვეძახი...არ აქვს სახელი,რადგან არ მინდა ჰქონდეს...ის დაიმარხა და მხოლოდ უსხეულო არსებარა შემორჩა...მას მუზა ჰქვია და დღეს ის ჩემს გულშია..
ასე წლი არ მოკვდეს შენი მუზაო...ჰო,ის არ მოკვდება...ის იცოცხლებს და ის ბედნიერი იქნება...მეც ბედნიერი ვიქნები იმით,რომ ის არსებობს,იმით,რომ ის იღიმის და იმით,რომ მან უფრო ნათელი გახადა ჩემი სამყარო..იმით,რომ მისი არსებობით ჩემი მუზეთი ლამაზი გახადა,ფერადი გახადა..იმით,რომ სევდიანი ღიმილი მაჩუქა და კიდევ იმით,რომ მასზე ფიქრები ამაღლებულ განწყობაზე მაყენებდა და მაყენ...ებს...ალბათ,ჰო...

ვაღიარებ,რომ სინამდვილეში მიხარია,რომ მას ახლოდან არ ვიცნობ...რადგან ერთმანეთს ვერ გავუგებდით..რადგან მას არც პოეზია ეყვარებოდა და არც მწერლობა,ჩემი ვარაუდით...რადგან მას არ ეცოდინებოდა რას ნიშნავს წიგნებზე თავის დაკვლა,რადგან ის შუქს ჩამიქრობდა,როცა მეცნიერულ ნაშრომს დავწერდი...რადგან ის დამაძალებდა რაღაც წვეუელებაზე წასვლას,როცა საქმე მქონდა..რადგან ის სახლში მხოლოდ დასასვენებლად მოვიდოდა და მეც ამისკენ მიბიძგებდა..რადგან ის სხვა სფეროშია და მე სხვაგან...რადგან ჩვენ ერთმანეთს ვერასდროს გავუგებდით,ახლა კი ის ჩემი მუზა...ის ცხოვრებაში ხელს შემიშლიდა,ახლა კი უბრალოდ ჩემს გულში ბუდობს....
მე მიხარია,რომ მუზა მყავს...
და მე მიხარია,რომ რაღაც მახარებს...
მე მიხარია,რომ საახალწლო ნაძვის ხეზე მეტად რაღაც არარსებული მიმაღლებს განწყობას და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ იმით,რომ ის არსებობს...
მე ვერასდროს ვიტყვი,რომ შეყვარებული ვარ....ეს სიტყვა უბრალოდ ფარსია...არ ვიცი რას ნიშნავს ის..მარგამ ვიტყვი,რომ სადღაც შევცურე,სადღაც,რისიც გვწამს,მაგრამ ვერ ვხედავთ...
და ბოლოს,მადლობა,რომ არსებობს..
ამას თუ როდესმე წაიკითხავ,არაფერი მითხრა..რადგან არაა საჭირო...მე მხოლოდ ისიც მაკმაყოფილებს,რომ იღიმი და,რომ მარმარილოსავით ანათებს შენი კბილები..
მე ის მახარებს,რომ უბრალოდ შენზე ვფიქრობ და ამას ვერავინ მიკრძალავს...

როცა რამეს ვწერ,მუდამ შენი სახე მიდგას წინ....და უბრალოდ მგონია,რომ იდეალური ხარ...რომ გიცნობდე,ასე არ ვიფიქრებდი...ამიტომ მიხარია,რომ არ გიცნობ და ამის სურვილი არც მაქვს..

ბედნიერებას გისურვებ..



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

:((( ტკივილი და სევდა, მაგრამ რამხელა სიყვარული იდო <3
ეს ნამდვილ გრძნობებზე დაყრდნობით არის დაწერილი? :((
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ერკე
:((( ტკივილი და სევდა, მაგრამ რამხელა სიყვარული იდო <3
ეს ნამდვილ გრძნობებზე დაყრდნობით არის დაწერილი? :((

კი,ალბათ

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ოცნება მაშინაა ლამაზი,როცა მიუწვდომელია,ხელშესახებს ეკარჩება ხიბლი...რა გითხრა შენთან ერთად ვიგრძენი...ტერეზას მიმართ თავიდან მეც მასე გნვეწყე,აი მეორედ ორი წლის შემდეგ,რომ წავიკითხე ''ჩვენება მეც შევცვალე'',სხვანაირად აღვიქვი.ისევე როგორც კატიუშა მასლოვა,''აღდგომაში''.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ლორელაი
ოცნება მაშინაა ლამაზი,როცა მიუწვდომელია,ხელშესახებს ეკარჩება ხიბლი...რა გითხრა შენთან ერთად ვიგრძენი...ტერეზას მიმართ თავიდან მეც მასე გნვეწყე,აი მეორედ ორი წლის შემდეგ,რომ წავიკითხე ''ჩვენება მეც შევცვალე'',სხვანაირად აღვიქვი.ისევე როგორც კატიუშა მასლოვა,''აღდგომაში''.

ნამდვილად....
მე მეორე დღესვე ვცვლი ჩვენებას..იმ დღესაც დაშტამბულად დავწერე,თორემ სხვანაირად ვფიქრობდი

 


№5  offline წევრი kakulia

კარგი იყოოოოო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent