შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედამიწელი უცხოპლანეტელი


27-12-2015, 11:33
ავტორი N7
ნანახია 2 013

– მობრუნდი, გიჟი ხარ? – დამეწია ნაცნობი ხმა, რომლისგანაც გამიკვირდა კითხვის ფორმაში ჩასმული, ასევე ნაცნობი ფრაზა: „გიჟი ხარ“.
– გიჟი ვარ! – დავუთანხმე ხმამაღლა და სიგარეტს მოვუკიდე.
„მარცხვენ!“ – ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ შორ მანძილზეც გავიგე მისი სიტყვები. რა ვიგრძენი? – სრულიად არაფერი, რადგან ეს ასეც იყო: გიჟი ვიყავი, რომელიც თავის გარშემომყოფებს არცხვენდა.
დარწმუნებით გეტყვით, ქუჩაში ისეთი სუსხი იყო, ხალხი საქმის გამოც არ გამოდიოდა გარეთ. ან კი რა გასაკვირი იყო წელიწადის ბოლო დროს? მე კი... მე, როგორც გიჟს შეეფერება, ისე გამოწყობილი, ისეთი ნაბიჯებით და ისეთი ქმედებებით მივდიოდი იქ, სადაც ვპოვებდი ნამდვილ სიმშვიდეს. ყურსასმენებში მუსიკაც გიჟობდა. ჩემი საყვარელი ჯგუფი, Tame Impala ჩადიოდა ჩემებურებს. ხან მშვიდად, ხანაც კი გიჟური ტემპით აჟღერებდა ელექტროს. მეც მისი ტემპის მიხედვით მივაბიჯებდი და სიგარეტს შევისუნთქავდი.
გიჟი ვიყავი, აბა რა! რას ვუწოდებთ ჩვენ, ადამიანები მეორეს, რომელიც დეკემბრის ბოლო რიცხვებისკენ სიფრიფანა სარაფნით მიაბიჯებს იქ, სადაც არავინ ელის და სიგარეტს ეწევა, რომელიც ყველაფერზე მეტად სძულს? პატივს ვიტოვებ და, სანამ სხვა დამასწრებს, თავადვე ვიტყვი: გიჟის სტადიას აცელილი დედამიწელი უცხოპლანეტელი ვარ! იქნებ კიდეც დამასწრეს სადღაც, ჩემ ზურგს უკან, მაგრამ არ ვიცი? ყოველშემთხვევაში, იმაში დარწმუნებულიც კი ვარ, რომ გიჟს დამიძახებენ თუ გიჟის სტადიას აცელილ, დედამიწელ უცხოპლანეტელს, ბევრს არაფერს ცვლის, მხოლოდ რაობას. გიჟი უბრალოდ ფსიქიკურად აშლილი ადამიანია, მე კი...
– გოგონა! – მესმა მაშინ მამაკაცის ძახილი, როდესაც ჩაცხრა სიგიჟე ყურსასმენების და მეც ინსტიქტურად მივტრიალდი ზურგისაკენ.
არ ვიცი ვინ ან რატომ, მაგრამ ფაქტია, მამაკაცი იყო და ღიმილიანი მზერით მიცქერდა. ყველაფერს დავხატავდი გონებაში, მაგრამ იმ ღიმილს ვერასდროს, რომელიც არ ეყოლებოდა გაკვირვებას შებოჭილი. აქეთ მაკვირვებდა ის ფაქტი, რომ სადღაც, თურმე, არსებობდა ადამიანი, რომელსაც არ აკვირვებდა მეორე, რომელიც ისეთი ფორმით მოძრაობდა, როგორითაც მაშინ მე ვიყავი. სახტად მე დავრჩი, მისი მხოლოდ პოზიტივის შემხედვარე. მაგრამ არა, გატყუებთ! ეს არ იყო პოზიტივი... ეს მის მწვანე თვალებში ჩამდგარი ის შიში იყო, რომელიც სიღრმეებში მილექილიყო და ზედაპირი თითქმის ფარავდა. ყველა ვერ დაინახავდა, ამიტომ იღიმოდა, იცოდა თვალები ვერ გასთქვამდა და ღიმილით იქმნიდა საუკეთესო ნიღაბს. მაგრამ, არ ვიკვეხნი, ადამიანების ამოცნობა ყოველთვის გამომდიოდა.
– თქვენ, შარფი დაგივარდათ! – ხელში ათამაშებდა სისხლისფერ, სიფრიფანა შარფს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წუთების წინ, ჩემ კისრისკენ მიმავალ სიცივეს ერთგვარ ბარიერს უქმნიდა.
– გმადლობ... – ურეაქციოდ წავიწიე შარფისკენ და სანამ მუსიკა ჩაირთვებოდა, მოვასწარი გამორთმევა და შემობრუნება.
მერე აღარაფერი მომხდარა საინტერესო. ან იქნებ მოხდა კიდეც, მაგრამ მუსიკით დახშობილ სმენას აღარაფერი გაუგონია...
***
ნაცნობი ადგილი, ნაცნობი სურნელი და ნაცნობი სიმარტოვის ილუზია შეკედლებული თბილი სახლი. უსივრცო ტბა და Tame Impala. ნაცნობი, მიმოფანტული, ლურჯად შეღებილი ფურცლები და ღიმილი სასრულ უსასრულობას. ყოველი დღის ნეგატივით სავსე პოზიტივი. ყველაფერი, რაც მაბედნიერებდა.
ფიქრები არასდროს იწურებოდნენ გონებაში. თითქოს „დეჟა ვუ“–ს მძაფრი შეგრძნება და ახალი თავგადასავლები არარეალურობის თბილ ბუნაგში იმდენადვე მძაფრავდა, რამდენადაც მაბედნიერებდა. ეს წუთები ჩემი ცხოვრების მუდამ სამახსოვრო, სინამდვილეში კი უმალ–დავიწყებადი ეპიზოდები იყო მანამ, სანამ ყველაფერი არ დაიწყებოდა...
ისევ იყუჩა სიგიჟემ ყურსასმენებში და ის იყო უნდა შემეგრძნო სიწყნარის მოტკბო გემო, რომ ნახევრად ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა და სხვა ყველა ხმა გადაფარა.
– შეიძლება? – იკითხა, მაგრამ არ დალოდებია პასუხს, ისე დაიკავა ადგილი ჩემ გვერდზე, ბალახზე და უსივრცო წერტილს მიაჩერდა.
ინსტიქტურად მოვიშორე ყურებიდან ყურსასმენის ბალიშები და გვერდზე გადავდე. მამაკაცის პროფილს დაჟინებით მივაშტერდი, მას კი თითქოს სულ არ ადარდებდა ჩემი არსებობა, შორს გაეწია მზერა და მიშტერებოდა უსივრცო წერტილს, რომელიც, აქამდე, ჩემი ფავორიტი გახლდათ. მაგრამ მე ხომ ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ერთადერთი ვიყავი, ვისთანაც იმ დღეს გაიხსნებოდა?
ჰოდა გავიღიმე და მოვლენებს არ გავასწარი. მოვლენებს, რომლისთვისაც წუთიერი სიჩუმე კმაროდა.
– გიგრძვნია? – მოულოდნელად ამოიჩურჩულა, თუმცა ვერ შეძლო და ვერ შემაკრთო მოულოდნელობით.
– არა... – მაშინვე მივუხვდი მიმართულებას და ღიმილით ვუპასუხე.
გული გაიწიწკნა. გრძნობა დამეუფლა, თითქოს მოვატყუე. არადა, არ იყო ასე. ზუსტად ვიცოდი, არასდროს მეგრძნო...
– არასოდეს?
– არასოდეს...
– მე კი მგონია...
– არა, არ გგონია! – შევაწყვეტინე და ღრმად ამოვისუნთქე, ფილტვები გავათავისუფლე.
– არ მჯერა!
ის წერტილს არ აშორებდა თვალს, უკვე გაურკვეველი მიმართულებით, მე კი მის პროფილს მივჩერებოდი, უგონო მდგომარეობით.
– რისი? – გავვოცდი, მოახერხა.
– რომ არ გიგრძვნია... – ტუჩის ცალი კუთხე ჩაეტეხა და მალე გაუპო მკაცრი იერ–სახე ახალგაზრდა და გამოუცდელმა, ულამაზომ და არაორდინალურმა ღიმილმა. და იმ წამს მომინდა მართლაც მეგრძნო, ოდესმე, სადმე, ვინმე... ნამდვილად მეგრძნო, არა უბრალოდ.
– არ მესმის... – ამოვიჩურჩულე დაბნეულმა.
– იცი, ჩვენ გრძნობის გაჩენას ერთ უცნაურ და ლამაზ სახელს ვუწოდებთ... ჩვენ ვამბობთ: გრძნობა დაგვე’უფლა, – ღიმილი არ მოუშორებია, მაგრამ ვიგრძენი გააჟრჟოლა.
– ვიცი, გამიგია, – გამეღიმა მეც, მაგრამ რამდენად გულწრფელად, ცალკე თემაა.
– მაცადე... – სასხვათაშორისოდ მომთხოვა.
ენა კბილებს შორის მოვიქციე და ძლიერად დავაჭირე. გავისუსე და მოვემზადე ბევრი ემოციისთვის, ემოციების მთებისა და ცუნამებისთვის.
– ბავშვობიდან მაოცებდა ეს ფრაზა... წარმოიდგინე, რა სასაცილოა! – ვიგრძენი უნდოდა ხმამაღალი ხარხარით გაებრუებინა არემარე, მაგრამ თავი შეიკავა. – თურმე გრძნობებიც გვეუფლება ჩვენ ანუ მათ, ვისაც არ ვიცი რა სახელი დავარქვა... წარმოიდგინე, ვითომ ისინი, ამგვარად მოაზროვნე ადამიანები, არიან კუნძულის მკვიდრები. კუნძულს გარკვეული დროის შემდეგ, ჩუმი თავდასხმით დაეპატრონებიან, ოღონდ არა ერთბაშად, ცალ–ცალკე. ჯერ ერთ მცხოვრებს დაეპატრონებიან და მერე ვირუსებივით გავრცელდებიან. საბოლოო ჯამში, სხვა კუნძულელები ხდებიან ამ კუნძულელებისთვის დაუფლებულები, – გაეცინა, თავი ვერ შეიკავა, თუმცა ხანმოკლედ და შემდეგ გააგრძელა: – აი გრძნობა, აი შენ და აი მე – წარმოიდგინე ჩვენი უფალი სახელად „გრძნობა“... აბსურდი! – დაასრულა და გადაიხარხარა. არემარესთან ერთად მეც გამაბრუა და ჩემი ყურებიც. იქამდე იხარხარა, სანამ მუცელი არ ასტკივდა, მერე გაჩუმდა, დასერიოზულდა და მე შემომხედა. მე, რომელიც ხმის ამოღებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი უკვე.
– კი, მაგრამ, შენ არ მკითხე, გიგრძვნიაო? მაშინ რას გულისხმობდი? – ჩურჩულით ვკითხე და დაბნეულმა დავახამხამე თვალები, რომლებიც ჯერაც მის პროფილში მდგარ სახესა და უშნო ნაკვთებს მიშტერებოდნენ.
გაეღიმა. ფეხზე წამოდგა და ერთი მითხრა:
– ოდესმე, მიხვდები!
შემდეგ კი უხმოდ, თუმცა მტკიცე, ძლიერი ნაბიჯებით წავიდა. დაგვტოვა ისევ მე, ნაცნობი ადგილი, ნაცნობი სურნელი და ნაცნობი სიმარტოვის ილუზიაშეკედლებული თბილი სახლი. უსივრცო ტბა და Tame Impala. ნაცნობი, მიმოფანტული, ლურჯად შეღებილი ფურცლები და ღიმილი სასრულ უსასრულობას. ყოველი დღის ნეგატივით სავსე პოზიტივი. ყველაფერი, რაც მაბედნიერებდა.
***
ღამეები გამითევია მის სიტყვებზე ფიქრში. ვეძებდი გასაღებს უკუნითად ბნელ ოთახში, სადაც უამრავი კაციჭამია მცენარე ბუდობდა. ერთი არასწორი განძრევა და შეგიპყრობდნენ, დაგეუფლებოდნენ... და მერე, უბრალოდ, წასული იყო შენი საქმე!
ბოლოს ვიპოვნე. შუა ღამით, როცა საათის ისრები ოთხს აჩვენებდა. წამოვდექი, ბათინკებში ჩავყავი ფეხები და საღამურების ამარა გავედი სახლიდან. ისევ იმ ქუჩაზე ჩავიარე, ისევ ისეთი ნაბიჯებით, ოღონდ მრავლად გადატრიალებული სულიერი ფორმით. ვხვდებოდი რას გულისხმობდა ის უცნობი მამაკაცი, რომელზეც უკვე ყველაფერი ვიცოდი. ვიცოდი როგორ აზროვნებდა და ეს უკვე ყველაფერი იყო, რაც მჭირდებოდა.
კი არ მეგონა, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ შემნიშნავდა, რომ მელოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღის შემდეგ, კვირები გასულიყო. გზაში არაფერი, მაგრამ ტბასთან ვიჯექი, ზუსტად იგივე ადგილას, განსხვავებული, მისკენ მიმართული ფიქრებით, მძიმე ნაბიჯების ხმა რომ გავიგე და მივხვდი მოვიდა.
განათებული იყო ბუნება. სავსე მთვარე იღიმოდა. მთვარე, რომელსაც ტბა ირეკლავდა და პოზიტივიც ორმაგდებოდა. საკვირველი იყო ეს „გრძნობა“, რომელიც ჩემში ბობოქრობდა. საოცარი იყო ისიც, რომ ახლა მე მივშტერებოდი უსივრცო წერტილს, ის კი ჩემს პროფილში მოქცეულ სახეს და უშნო ნაკვთებს აკვირდებოდა. ახლა მე ვიყავი მგოსანი, ის კი უბრალოდ ტკბობას აპირებდა.
– ხშირად მიგვრძვნია... ხშირად დაუფლებულა ჩემზე, – წამოვიწყე და მეც ზუსტად მისნაირად ჩამეტეხა ტუჩის ცალი მხარე, შემდეგ კი ღიმილმა გამიპო უდრეკი სახე. – და, უბრალოდ კი არ მიგრძვნია, ვიცი, რომ ის ჩემშია, მუდამ და ზუსტად გეტყვი! ეს არაა გრძნობა, ეს არც გრძნობაზე ნაკლებია და არც მეტი... ეს ყველაფერია, ეს „პი რიცხვია“, ეს სამყაროა, გალაქტიკაა... შავი ხვრელია და ეს ჩემი ფიქრებია!
გაეცინა. ადგა. ისევ ერთი მითხრა:
– შენ იპოვნე შენი თავის გასაღებიო!
და წავიდა.
***
კიდევ დიდი ხნით დამიკარგა მოსვენება მისმა არაადეკვატურმა გამოჩენამ და შემდეგ გაქრობამ.
ისევ ვეძებდი გასაღებს კაციჭამია მცენარეებით სავსე ოთახში, რომელშიც უკუნითი სიბნელე უფლობდა.
ბოლოს სარკეში ჩავიხედე და ვიცანი. ის მე ვიყავი. ჩემი მეორე მე, ჩემი არსება ჩემიდან შორს. და, ეს არ იყო ადამიანი, არც ფიქრები იყო და არც ოცნებები. ეს მე ვიყავი ჩემი თავისგან შორ, პარალელურ სამყაროში.
ვიპოვნე სარკის სიღრმეებში დამალული საიდუმლოება, ის კაცი, რომელიც ჩემი, ქალის იდენტური იყო და ის ისევ მიღიმის და მესაუბრება, ყველგან და ყოველთვის.
ვინ არის? – ჩემი იდენტობა ანუ გიჟის სტადიას აცელილი, დედამიწელი უცხოპლანეტელი. ოღონდ ორი განსხვავებით: 1.სქესით და 2.აზროვნებით.
და ჰო, დავიწყოთ კითხვა თავიდან.
***
ეს – ისე, უბრალოდ.
სიზმრის თეორიას თუ ვინმე ელოდებით, დღეს დავდებ ახალს, მომიტევეთ!!! <3



და,ჰო,აღარ დამიწყია კითხვა თავიდან.
გიჟები ქუჩებში დადიან,აი ნორმალური ადამიანები კი,
ფსიქიატრიულის გაცრეცილ თეთრ კედლებში გამოიკეტებიან ხოლმე,
დაწვებიან თავიანთ საყვარელ საწოლებზე,თოკებით მოიჭერენ ხოლმე მოუსვენარ ვენებს და...
ხო,გიჟები ქუჩებში დადიან,ნორმალურები კი-ფსიქიატრიულის გაცრეცილ...

 


№2  offline წევრი N7

უცნობი კრიტიკოსი
და,ჰო,აღარ დამიწყია კითხვა თავიდან.
გიჟები ქუჩებში დადიან,აი ნორმალური ადამიანები კი,
ფსიქიატრიულის გაცრეცილ თეთრ კედლებში გამოიკეტებიან ხოლმე,
დაწვებიან თავიანთ საყვარელ საწოლებზე,თოკებით მოიჭერენ ხოლმე მოუსვენარ ვენებს და...
ხო,გიჟები ქუჩებში დადიან,ნორმალურები კი-ფსიქიატრიულის გაცრეცილ...

ასე, უბრალოდ, დაუსრულებლად?
რა გითხრა.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent