31-ის ფიქრები
რამოდენიმე საათია, რაც წამოვედი ადგილიდან სადაც დილის ხუთის ნახევარზე ვიღვიძებდი და ყველაზე უგვიანეს, მაქსიმუმ ათ საათზე ვიძინებდი, ისე კი უფრო ადრე. წამოვედი სიწყნრიდან და სიმშვიდიდან ხმაურში, ისიც 31-ის გამო. მინდოდა იქ დარჩენა და თან არ მინდოდა ჩემი ოჯახის გამო. არ მინდოდა მარტო შეხვედროდნენ ახალწელს უხალისოდ ბებო, და, დიშვილი და კიდევ ერთი პატარა წერტილი, რომელიც სულ ცოტახნითღა იმყოფება სტუმრად მისი დედიკოს მუცელში. ზოგადად ეს ყველაფერი რომ არა ჩამოსვლის სურვილი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ავიტანდი. თან მინდოდა დარჩენა და თან არა. ვიცოდი იქაც არ ვიქნებოდი მშვიდად, ფორაქში ვიქნებოდი და ფიზიკურად არა, მაგრამ ფიქრებით მაინც აქ. ვერ დავხუჭავდი წყნარად თვალებს და ტკბილ ძილს ვერ მივაშურებდი, როდესაც წარმოვიდგენდი იმ წამს ჩემი ოჯახის წევრები როგორ ისხდნენ მოწყენილები სუფრასთან, უემოციო სახეებით, ან ტელევიზორთან, ან კიდევ როგორ ემზადებოდნენ დასაწალად, ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესში კი, უკვე დიდხნის ჩაძინებულები როგორ იყვნენ მაშინ, როდესაც ყველა ზეიმობდა და ნამდვილი ზეიმი იყო ირგვლივ. წამოვედი... ვითომდა იქაური რეჟიმის გასაგრძელებლად და შესანარჩუნებლად 9ზე უკვე დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ აქ ხომ ინტერნეტია?! მერე ათზე, ნუ თერთმეტზე მაინც. თორმეტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადამეცილებინდა და 31 რომ დაიწყებოდა უკვე ღრმა ძილში და ვინ იცის, იქნებ ლამაზ სიზმრებშიც უნდა ვყოფილიყავი. საბოლოოდ პირველზე, თუ ორის წუთებზე, ზუსტად არც კი მახსოვს საწოლში ვიყავი, მაგრამ რათ გინდა? როგორც ჩემმა ძაღლმა დაიძინა გარეთ სიცივეში, ყინვაში, ისე მე არ დამიძინია, მართალია ჩემთან თბილოდა და მე მისნაირად არ ვიყინებოდი, მაგრამ არცერთს არ გვეძინა. წავედი ფიქრებში და თანაც რა ფიქრებში.... შემომაწვა მთელი საფიქრეთი. მიზნები, სურვილები, ოცნებები. ყველაფერმა ერთიანად გადაწყვიტა ჩემთან მოსვალა. ალბათ ჩემი სახლში დაბრუნება გაუხარდათ. ან კიდევ აქ იყო უბრალოდ მათი ადგილი და არა იქ, ჩემს ძველ სამყოფელში, თანაც ეს ყველაფერიც რომ არა 31 იყო ბოლოსდაბოლოს. ფიქრი, სურვილი, ოცნება, მიზანი ვისაც რა გინდათ ის დაარქვით, მაგრამ თვალდახუჭული სიბნელის ნაცვლად სულ სხვა სურათებს ვხედავდი, სულ სხვა სიტვაციებს. როგორ მინდოდა რომ საახალწლოდ, ახალწლამდე, პირველამდე ჩემი უბანი მომერთო. ლამპიონების ბოძებზე რომ ლამაზი "პლატმასის" ფიფქები მიმეწებებინა. წიწვებიც დამერთო. მომერთო მთელი ქუჩა, გამეკრა სხვადასხვა ადგილებში ფურცელზე ამობეჭდილი წინა საახალწლო სურვილების წარწერები, თუ რა მინდა რომ ჰქონდეთ 2016-ში, რათქმაუნდა ეს ყველაფერი დაუფარავად. ისე, რომ არ სცოდნოდათ ვინ ჩაიდიდინა, უბრალოდ გახარებოდათ და მორჩა, მეტი არც არაფერი, მაგრამ როგორცკი წარმოვიდგინე, თუ როგორ მოაძვრეს დიდმა თუ პატარამ წიწვიც, ფიფქიც და ყველაფერიც სახლში წასახებად მაშინათვე ხასიათი წამიხდა. ისიც გამიხარდებოდა ვიღაცას თუ კი ის, რომ მათ სახლში წაიღებდა სიხარულს მიანიჭებდა, მაგრამ მერე ჩვენი უბანი? ეს სურვილი ნომერ პირველი. მეორე ჩემი ეზოს ანალოგიურად მორთვა იყო, სახლის წინ მაქვს დიდი ეზო, ლამაზი ყვავილებით და მცენარეებით გაშენებული და აი იმის. ნაძვიც მირგვია და რასაკვირველია თავდაპირველად მისი გალამაზება. აბა მხოლოდ სახლის ხელოვნური ნაძვისხით ხომ ა დავკმაყოფილდებით? უი, ამაზე გამახსენდა რომ ერთწელს, მანამ, სანამ ამ ნაძვს ეზოში გადარგავდა დედა და ჯერ კიდევ ქოთანში იყო სახლში ის მოვრთეთ, ძალიან პატარა იყო მაშინ, სხვა უბრალოდ არც გვქონდა. ერთი კი გვქონდა ხელოვნური ნაძვისხე, მაგრამ იმას კიდევ ნამდვილად მრავალჯერ გვერჩივნა ყველას ეს. სურვილი ნომერ მესამე ის იყო, რომ დამდეგისთვის ჩემი საყვარელი მეზობელი ხეთა პაპას გული სულ ოდნავ მაინც გამეხარებინა და რამე სადღესასწაულო კერძი და ტკბილეული, ხილი მიმერთვა, თუნდაც სულ მცირე. ხეთა პაპა უაღრესად მოხუცი კაცია, უბნის სუუუულ, სუუულ ბოლოში ცხოვრობს, მე კიდევ სულ თავში. ერთ პატარა ხის ქოხში ცხოვრობს სულ მარტო. ახალგაზრდა გაშორებულა ცოლს და მას მერე მარტოა. მეორე ცოლი არ მოუყვანია. არც კი ვიცი იმ ქოხში როგორ თბება, აბათ სითბო საერთდოდ ძალიანაც ენატრება და თვითონ ეს სიტყვაცვე ათბობს. სულ ერთხელ ვარ მის სახლში ნამყოფი, ისიც ღრმა ბავშვობაში და კარგად არ მახსოვს, მაგრამ რაც მახსოვს მას შემდეგ ნამდვილად აღარც ვისურვებდი იქ კიდევ ერთხელ შეხედვას, რათა ისედაც უამრავი რამისაგან გულნატკენი გული, კიდევ უფრო უარესად არ მეტკინოს. წარმოვიდგინე რამდენიხანია ამ დღესასწაულს აღარ ხვდბა, რამდენიხანია აღარ უხარია, რამდენიხანია მისთვის სულერთია და რამდენიხანია სტკივა, რამდენი წელია და ასეთი სურვილი დამებადა. შემდეგი სურვილი ის იყო რომ თოვლის ბაბუს ფორმა მეშოვნა და ვინმე ისეთი, ვინც მას ჩაიცვავდა და თუნდაც სულ ხუთი წუთით გვესტუმრებოდა, აბა თოვლისბაბუა გამოძახებითის ფული მე არ მაქვს, პრინციებში არც ფორმის საშოვნის, მაგრამ ზემოთ აღნიშნულის მითუმეტეს, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ძალიან შემეპარა ეჭვი, თითქმის დაუჯერებელიც კია, რომ ახალწელს ვინმე შენს გამო ამ ფორმას ჩაიცვავს, ხმას დაიბუხებს და შენს პატარას გაახარებს, ამიტომ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ღამე დაძნებული ლუკაკოსთვის საწოლის ქვეშ დამედო საჩუქარი, რამე პატარა მანქანა, ან მსგავსი, ოღონდ აუცილებლად ლამაზად შეფუთული და მეთქვა როცა ნახავდა "თოვლის ბაბუმ დაგიტოვა". წარმოვიდგინე მისი გაბრწინებული თვალები, როგორ გადმოგვხედა ყველას ერთად, ჯერ მე შემომხედა, მერე დედამის, მერე ბებოს და როგორ გახსნა კი არა, გაფლითა სასაჩუქრე ყუთი. მაგრამ მომინდა მისთვის ახალიწელი ისეთი დღესასწაული ყოფილიყო, როდესაც თოვლს ბაბუ მარტო მას კი არა, ყველას სჩუქნის საჩუქრებს. მარტო პატარებს კი არა, დიდებსაც. წარმოვიდგინე როგორ დავაწყობდი საჩუქრებს, რათმქუნდა აუცილებლად ლამაზად შეფუთულს და უნდაც სულ უბრალოს შიგნით ნაძვისხის ქვეშ ზედ ფურცელ დადებული წარწერებით, სადაც სახელები ეწერებოდა, რომელი ვისი იქნებოდა, მაგრამ მერე ლუკა რომ ვერ გაიგებდა? ამიტომ გადავწყვიტე სახელების ნაცვლად, თვითეულზე მეპატრონის ფოტო ყოფილიყო დადებული, ასე კი ნამდვილად მიხვდებოდა და გახსნას აუცილებლად ყველას დაგვასწრებდა. ჩემი დისთვის ნებისმიერი რამ შეიძლებოდა, სუნამო, ის თუ ეს, აი ბაბოსთვის კი ვერადავერ მოვიფიქრე. საათს ის არ გაიკეთებს, სუნამოს ის არ დაისხავს, ლამაზ სამოს-ს ის არ ჩაიცვავს და გადავწყვიტე წინდები და შიდა თეთრეული, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგინე როგორ გააქანა და ყრმად, ძალიან ღრმად ჩატენა ტახტში მაშინვე სურვილი დამეკარგა. ახლა ვიფიქრე და გადავწყვიტე მაგთიფიქსის ბატარია, რომელიც ძალიან უნდა და სჭირდება, საათი მაღვიძარით, რადგნაც არც მობილური აქვს და არც არაფერი, რომ საათი გაიგოს, ამიტომ ხანდახან შუაღამისას დგება, ჰქონია წამიწამზე გათენდებაო, თანაც მეც გამომადგებოდა, არც მე მაქვს მობილური რომ მაღვიძარა დავაყენო და ძილს შუადღის პირველ საათამდე აღარ გავაგრძელებდი, ესეც უკეთეს შემთხვევაში, თორემ ისე უფრო გვიან სამი, ოთხი ან კიდევ რავიცი სულაც გადაბმულად მეორე დღემდე. ჩემთვის რომ არ დამედო კიდევ საჩუქარი ნაცვისხის ქვეშ ლუკა უეჭველად მიხვდბოდა, რომ თოვლის ბაბუ სინამდვილეში მე ვარ. აბა ყველას მოუტანა და მე რატომ გამოტოვებდა, თუ გგონიათ ვერ მიხვდებოდა? ახლა წარმოვიდგინე სცენა, როგორ ხსნის აუცილებლად ლამაზად შეფუთულ ყუთს ლუკა, სადაც ჩემი ფოტო აკვრია და ამოაქვს პოომადა, რომელიც ულამზესი შინდისფერია, ღვინისფერი, რაღაცნაირი წითელი. კარგი საჩაქარია, თანაც იაფი, თორემ ისე არც მობლურზე, ან აიპადზე ვიტყოდი უარს და კიდევ არის ბევრი რამ.... შემდეგი სურვილი ახლა ის გახლავთ რომ დილით ბებიაჩემისთვის დამესწრო ადგომა და გეგმა, რომელიც წინა დღეს დაგეგმა, ცომის მოზელვა და პურის გამოცხობა მე შემესრუებინა. გაუხარდებოდა, ძალიან, თანაც მეცოდება თვითონ, ცოდოა ნამდვილად. თუმცა კი ზუსტად არ ვიცი როგორ იზილება და იცხობა, დაახლოვებით ვიცი, მაგრამ რისთვის არსებობს ჩემი განუყრელი მეგობარი ინტერნეტი? ხოდა მომესწრო საჭმლის გაკეთებაც, სახლის დალაგება დაწკრიალებად და ყველაფრის მზად ყოფნა. სურვლი შემდეგი იყო დილით ინტერნეტ კაფეში წასვლა, ფლეშკათურთ, რათა გადმომეწერა საახალწლო სიმღერები, ვიდეოები და ზოგადად ყველაფერი რაც ახალწელს გაგვილამაზებდა. მომესწრო ჩიჩილაკის ყიდვა. ლუკას ძალიან აინტერესებს რა არის ჩიჩილაკი და ელოდება. მომესწრო საზღვარგარეთ მყოფი დედაჩემისთვის მისალოცი შეტყობინების დაწერა, რომელიც გულს ძალიანმაგრად გაუხარებდა, ჩამერიცხა ინტერნეტზე, რომ საღამოს მთელი ოჯახი ერთად დავნახვოდით, დღეს მთხოვა, იქნებ მოახერხო ხვალისთვისო. შამპანიურის ყიდვაც ხომ უნდა მომესწრო ერთის, მაქსიმუმ ორის, ბებიაჩემი ელოდება მთელი გულით, შარშან პირველად დალია, უფროსწორად დავალევინე, ისიც ახალწელზე და უი რა კარგი ყოფილა, თურმე ამიტომ სვავენო და მას შემდეგ სულ ნატრულობს. მომესწრო ჩემი მეგობარი დათუნასთვის საჩუქრის გაკეთება. ვიფიქრე რამე ლამაზ ლექსებს, ციტატებს, გამონათქვამებს ამოვწერდი ლამაზ რვეულში და მივცემდი. გაუხარდებოდა უეჭველად ვიცი, ბევრადაც, ვიდრე რაიმე ნაყიდი ნივთი. ამას ფული არა, მაგრამ დრო კი დიდი სჭირდებოდა. სურვილი კიდევ მაქვს ჩვენმა ელენიკომ, ელენიკო სიხარულიძემ რამე გვაჩუქოს ახალწელს. თუნდაც არა ისტორია და სულ პატარა თავისებური მოლოცვა. თავისეური! რაღაცნაირად სექტემბერს მოყოლებულია ამის მწამს და ველოდები, რომ აუცლებლად ახალწელს გაგვახარებს. სურვილი ბოლო კი ის არის, რომ ახლწელს ჩემი ოჯახის გვერდითაც ვიყო, მამაჩემისაც, რომელიც ცალკე ცხოვრობს და სულ მარტო შეხვდება ახალწელს, ცოდოა. ნათესავებისაც და მეგობრებისაც. იქც მინდა, იქაც, იქაც.... დრო ძალიან ცოტა, ფული კი მხოლოდ ათი ლარი მაქვს, რომელიც ჩემს მეზობელს მართებს და ველოდები რომ დილით შემომაწოდოს. ყველაფრის გამოსასწორებლად კი დრო ძალიან, ძალიან ცოტა რჩება, მაგრამ მე კი აქ ვარ და ვწერ. იმიტომ რომ უზომოდ მიყვარხართ და მინდა ჩემი ფიქრები თქვენც გაგიზიაროთ. P.S ასეთი გულრწიფელი ბოლოს როდის ვიყავი არ ვიცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.